სლოვენიასთან მსაჯობასა და ვენესუელასთან მომავალ მატჩზე ზუროსმა და მამუკელაშვილმა ისაუბრეს

AutoSharing Option

. კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

სლოვენიისა და საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ "ოკინავა არენის" შესაბამის დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჩვენი ნაკრების მხრიდან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი დაესწრნენ.

სანდრო მამუკელაშვილი – რთული თამაში გვქონდა, მესამე მეოთხედის ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა მოწინააღმდეგე ზეწოლას და მარტივი სამქულიანების ჩაგდებას განაგრძობდა. სლოვენია ძალიან კარგი გუნდია, ფანტასტიკური ლიდერით. ვამაყობ ჩვენი ბიჭებით, იმით, თუ როგორ იბრძოლეს, როგორ ფიზიკურად ითამაშეს. დარწმუნებული ვარ, სახლში რომ დავბრუნდებით, ამ თამაშს დავივიწყებთ და ვენესუელაზე ვფოკუსირდებით,
მათ წინააღმდეგ პარკეტზე გავალთ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ილიას ზუროსი – პირველ რიგში, ვულოცავ სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს, მათ დღეს ჩვენზე უკეთ ითამაშეს და თამაში მოიგეს. ჩვენ კი უნდა განვაგრძოთ და შემდეგ თამაშზე ვიფიქროთ, რადგან შანსი გვაქვს, საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. ტრავმები უნდა მოვიშუშოთ, მძიმე თამაში იყო, ბევრი ჯარიმით და წინსვლა განვაგრძოთ.

განაპირობა თუ არა თამაშის შედეგი მატჩის მეორე მეოთხედში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებმა?

ილიას ზუროსი
– არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან ვფიქრობ, სათამაშო მომენტები სხვამ უნდა განსაჯოს. თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ პირველ ნახევარში სლოვენიელებმა 26 საჯარიმო ესროლეს, ხოლო ჩვენ მხოლოდ 6. გადასამოწმებელია, რომ მსაჯებმა არასპორტული ერთ მხარეს მისცეს და მეორეს არა, ტექნიკური ერთმა გუნდმა მიიღო და მეორემ არა, 3-ქულიანზე ჯარიმა მხოლოდ ჩვენ მოგვცეს, მეტოქეს კი არა. მე ამ მომენტებზე არაფრის თქმა არ უნდა მიწევდეს. მსაჯების გადაწყვეტილებები ვინმემ უნდა შეაფასოს და გადაამოწმოს.

რა იმედებს ამყარებთ ვენესუელასთან მატჩზე?

ილიას ზუროსი
– უნდა მოვიგოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ. ძალიან რთული მატჩი გვექნება ფიზიკურად ძლიერ გუნდთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ 2 თამაში დათმეს, ისინი ძალიან ძლიერები არიან, თუმცა, ამასთან, ჩვენც კარგი გუნდი ვართ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, თუმცა ერთხელაც ხაზს გავუსვამ, რომ კონცენტრაცია სხვა გარკვეული მიზეზების გამო დავკარგეთ.

რამდენად კმაყოფილი ხართ სანდროს თამაშით, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ბოლო 2 მატჩში?

ილიას ზუროსი
– ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და გუნდთან ადაპტაციით. თუმცა, ამასთან, ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. ინდივიდუალურად მასზე საუბრისას აღვნიშნავ, რომ მჯერა, მას წინ დიდი მომავალი ელოდება, შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს; თავისთავად, უნდა გამოაწოროს თამაშის გარკვეული ასპექტები, თუმცა სანდრო ახალგაზრდაა და მწამს, რომ იგი ერთ-ერთი ტოპ-მოთამაშე გახდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. გუნდი იმარჯვებს და გუნდივე მარცხდება, ყველა მოთამაშე ერთად. შეიძლება ინდივიდუალურად ძალიან კარგი თამაში გვქონდეს, მაგრამ მატჩი დავთმოთ, ეს არავისთვისაა კარგი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. აქ სწორედ ამისთვის ჩამოვედით და იმედი მაქვს, ზეგ მზად ვიქნებით და ჩვენი გამარჯვებით კი ყველა ქართველს ვაამაყებთ.

- შენი და ლუკას დაპირისპირება, ნბა-ს 2 მოთამაშის შოუ ვიხილეთ! რა განასხვავებს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებსა და NBA-ს ვარსკვლავებს, შეიძლება ეს იყოს მათი სათამაშო უნარ-ჩვევები?

სანდრო მამუკელაშვილი
– ლუკასთან დაპირისპირება დიდი შესაძლებლობაა, ამ ეტაპზე ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მსოფლიო ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის პატივია. თუმცა, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ჩემი სამშობლოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მე არა ჩემთვის, არამედ იმ ქვეყნისთვის ვთამაშობ, რომელიც მაისურზე მაწერია და იმ ხალხისთვის, რომელიც სახლიდან გვქომაგობს. ინდივიდუალურად, ლუკას წინააღმდეგ თამაში ისევ და ისევ მინდა; თუ მომიწევდა, ზედიზედ 10-ჯერ ვეთამაშებოდი, პარკეტზე გამოვიდოდი იმის დასამტკიცებლად, რომ კარგი მოთამაშე ვარ. თუმცა მგონია, რომ დღეს მან დაგვამარცხა. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს ნაკრებზე ვფიქრობ და ჯგუფიდან გასვლაზე ვართ კონცენტრირებულნი.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 21 /
კარგი თამაში იყო მ ფონზე, რომ თავიდანვე მხოლოდ ვენესუელასთან მატჩისათვის მზადების სტრატეგია შეირჩა და ძლიერ სლოვენიასთან ზედმეტ დატვირთვას აზრი არ ჰქონდა. ვინც მაგას ვერ ხვდება, ძნელია, რაიმე გააგებინო. ჰო, ისეთი "გულშემატკივრებიც" გვყავს, საპრიზო ადგილებს ითხოვენ:). უცნაურია. რეალურად შეაფასეთ.
ზურა
18:14 29-08-2023
5
თორნიკე რა შუაშია და ამდენი კომენტარები...სლოვენიამ მაღალი და დაბალი ტემპი შემოგვთავაზა...დაცვა იყო ძაან აქტიური სლოვენიის მხრიდან.ზუროსზე არის საუბარი კერძოდ მომზადების გამო.
ზუროსი არის დასაჭერი რომ ხელფასს ტყუილად იღებს.გვაყაჩაღებს.ამაზეა უფრო მეტი სასაუბრო.საბერძნეთში ზუროსი გუნდი ლიგიდან გავარდა.
ყველას
17:30 29-08-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული