საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.

პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.

მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და
მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.

მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
რა გჭირთ ხალხნო? მსოფლიოზე ვართ და საუკეთესო 16 გუნდში გავედით. ღმერთმა ქნას ყველა გუნდურ სპორტში ესეთი წარმატებულები ვიყოთ. ბიჭებიგამოდიან და ყველაფერს დებენ მოედანზე თქვენ კიდე კლავიატურაზე კაკუნის მეტი რა გაგიკეთებიათ საკუთარ თავს დაუსვჯთ კითხვა!
ბათუ
30 აგვისტო 2023 15:49
6
გილოცავთ ყველას! მადლობა ბიჭებს.
ძალიან მაგარია მსოფლიოს ჯგუფიდან გასვლა. მსრთალია ევრობასკეტზე სუსტი ჯგუფებია მთლიანობაში, მაგრამ ეს ის მაქსიმუმია რაც დღეს ჩვენ შევძელით. ავსტრალია, გერმანია მედლების პრეტრნდენტებად ითვლებიან და მე პირადად სიტყვაც არ დამცდება აუგი რა შედეგიც იქნება. ბიჭებმა უბრალოდ ახლა უნდა მოიხსნან ყველანაირი ტვირთი და კალათბურთით ისიამოვნონ. მე პირადად უკვე ნასიამოვნებული და გახარებული ვარ. მადლობა ბიჭებს. დიდება საქართველოს. ❤️
G.LA
30 აგვისტო 2023 14:45
1
დაიწყება ეხლა პროფესორობა ასე ისე. ვის რაში ჭირდება?!!!! დატკბით მომენტით იამაყეთ ბიჭების თამაშით!!! ბიჭებო მადლობა!! გმირები ხართ!! მადლობა ჩვენი ქვეყნის გახარებისთვის!!
ლაკა
30 აგვისტო 2023 14:36
12
გმირები არა სუპერგმირები. ტარიელი და ავთანდილი აკლიათ ერთი
გივი
30 აგვისტო 2023 14:52
32
ურემი რომ გადაბრუნდება მერე ვაი-ვიში გვიანია. რომ გავედით იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის და კრიტიკა არ მოსულა.
odala
30 აგვისტო 2023 15:13
5
ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ-ეს მაქსიმალისტი ერი,რომელიც იმის მაგივრად რომ ამაყი იყოს მსოფლიოზე მოხვედრით და არა მარტო მოხვედრით,პლეიოფში გასვლით, იწყებს ნეგატივის ძებნას და პროფესორობას...როგორ,ნუ როგორ ავხსნა რომ ეს ერი უკვე ათწლეულზე მეტია ამ მთავრობას ითმენს)))
გიუშა
30 აგვისტო 2023 14:34
22
წარმატებები ბიჭებს!

პ.ს. ჭინჭარაძეს როგორც იქნა მოუძებნეს გასაღები, ნაკრების ფსიქოლოგმა დააჯერა რომ სლოვენია თსუ იყო, ხოლო ვენესუელა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი.
ავსტრალია და გერმანიაც ეგენია კახუშ, მიდი გადაუარე!
amberგ
30 აგვისტო 2023 15:22
1
გილოცავთ!
რაც არის, ეგ არის.
დიდება საქართველოს!
ლევანი
30 აგვისტო 2023 14:22
1
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ძალიან ძნელია,თუმცა თამაში და ერთი ეტაპის გადალახვა იოლი.ევრობასკეტზე გასვლა შედარებით იოლია,თუმცა თამაში და შედეგის მიღწევა ძალიან რთული.ვულოცავ ბიჭებს ამ წარმატებას.აი ავსტრალია და გერმანია კი ნამდვილად ტყავს გაგვაძრობენ.თუმცა მათ გარდა კიდევ გვექნება თამაშები.ჯინჭარაძე აღარ ხუმრობს,ეს ბიჭი ნორმალურ ლიგაში რომ წავიდეს,ძალიან განვითარდება.ასეთი მაკფადენს ვერ ხედავდნენ მწვრთნელები?საერთოდ რისთვის წაიყვანეს?რატომ არ მოძებნეს სხვა ნორმალური ამერიკელი?ძალიან რთულია კარგი ამერიკელის გარეშე თამაში,
Master
30 აგვისტო 2023 13:55
2
ძალიან ვიდ კალათბურთს თამაშობს ჩვენი ნაკრები,არანაირი წესიერი კომბინაციები, საერთოდ რომ გამორჩევა ლამაზი თამაშით. გსიამოვნებს, სებეთის, ,ლიტვის,დაჟე იაპონიის თამაშიც კი ლამაზი იყო. რატომ ათამაშებენ ანდრონიკაშვილს არ მესმის, არაფრის მაქნისი, აზრზე არ არის კალათბურთის. საშინლად ვისვრით ჯარიმებს. რატომ არ თამააშობენ გახსნილ ლამაზ კალათბურთს სუსტ გუნდებთან ჩემამდე არ დადის
Beqa
30 აგვისტო 2023 12:59
22
ჩემო ძმაო არა სწორედ მოგვიხსენიებ ყველას იმ გაგებით რომ შენ გიხარიააა რომ ჩვენი სამშობლო გავიდა 16 გუნდში, და ჩვენ დანარჩენი რომელნიც სამართლიანად ვიძლევით შენიშვნას , იმ შეცდომებზე რომელსაც წლებიაა უშვებენ ზოგიერთ კალათბურელი და არაფერი იცვლებაა და პირიქით ზოგ შემთხვევაში კი გაუარესდა კიდეც. და ამაზე გვტკივა გულიც. ის შთაბეჭდილება მრჩება რომ საქართველოს ნაკრები რომ განვითარდეს და გააუმჯობესოს თამაში თქვენ არ გიხარიათ. სამივე თამაში ოთამაშა ძალიან ცუდად ირანის და ანგოლას დონეზე, როდესაც გვყავსსს უკეთესი კალათბურთელები. ვინ მამაძაღლს არ უხარია სამშობლოს წინ წასვლა, მაგრამ ასეთი თამაშით 50 ბურთით წააგებ გერმანიასთან და სერბეთან, ცოცხალი თავით არ ესვრიან პერიმეტრიდან ჩვენები არ ესვრიან 3 ქულიანებს. ნახე რეგბში როგორ ვითარდებით. და კალათბუთში კიდე ერთი და იგივე შეცდომები, სანაძე რატომ აბიჯებს შეგნებულად სისტემატიურად გვეედით ხაზსსს? რატომ ათამაშებს გამთამაშებელი ბურთს 18 წსმი და მერე იწყება კომბინაცია? ასე თანაშობს პუერტო რიკო? ზელანდია? ასროლინინ იმენა ბითაძეს და მამუკელაშვილს 3 ქულიანები და რაღაც გამოვა.
ბექა
30 აგვისტო 2023 17:38
10
100%იანი ხარ ბექა!
Irakli
30 აგვისტო 2023 18:50
1
ძმურად გაეშვით რა ამ მართლაც ვაშა-პატრიოტულ პათოსს, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ეს რას მივაღწიეთ… ჩვენს ჯგუფში ხომ მოსახლეობით ალბათ სამივეზე მეტი ვართ და აგერ მონტენეგრო ფაქტიურდ 5-ჯერ ნაკლები მოსახლეობისაა, ასე რომ 21-ე საუკუნეში სპორტში მაღალ მიღწევებს მაინცდამაინც მოსახლეობის რიცხოვნობა ვერ განსაზღვრავს (ეგრე ჩინეთი ყველა სპორტში ჩემპიონი უნდა იყოს:))! ამ მსოფლიოზე ყველაზე ღარიბ-ღატაკი ქვეყანა რომ ვართ კიდევ გასაგებია, მაგრამ მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში არც ეგ გამოდგება წარმატება-წარუმატებლობის უმთავრეს ფაქტორად. თუნდაც ამ შემადგენლობის ნაკრებს გაცილებით გამართული და შედეგიანი კალათბურთის თამაში რომ შეუძლია და რომ ვერ თამაშობს აი ესაა ჩვენი გულისტკივილის მიზეზი და არა ის რომ ვინმეს ჩვენების წარმატება არ ახარებს! იმედია ზუროსი შემდეგ თამაშებში ბიჭებს უფრო გამართულ კალათბურთს ათამაშებს! წარმატებები საქართველოს!!!
პაატა
30 აგვისტო 2023 19:17
14
საკვირველია პირდაპირ. ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია და მათ ჩემპიონატში შერმადილი ერთ-ერთი საუკეთესოა, ასე იყო და არის თორნიკე შენგელია, სულაც ორი კაცი ნბა-დან გვყავს. დანარჩენებიც თავიანთი ქვეყნების ჩაემპიონატის ლიდერები არიან და ვენესუელასა და ლიბია-ლიბანის გუნდებთან მოგება გვიხარია? თუ კარგი კალათბურთელები გვყავს და გუნდი ვერ თამაშობს, პრობლემა მწვრთნელში ყოფილა, რაც უნდა გამოვასწოროთ..
ჟორა გაბრიჭიძე
30 აგვისტო 2023 20:21
5
შერმადინი,შენგელია,ბითაძე და მამუკელაშვილი,მართლაც ძალიან კარგი კალათბურთელები არიან,მაგრამ ყველა მაღალია,და ბურთის გათამაშება,დაბლების ვალია.ვინ გვყავს უკანა ხაზში?ცინცაძე უკვე ასაკშია,უამრავი ტრავმა აქვს გადატანილი და ძალიან სუსტ ლიგაშიც თამაშობს.მას მაღალ ტემპში,დიდხანს თამაში,ფიზიკურად უკვე აღარ შეუძლია,თუმცა როცა ძალიან გაგვიჭირდა,ისევ ეგ იღებდა თამაშის სადავეებს და თამაშში გარდატეხა შეჰქონდააა.მაკფადენი,რომელიც ამდენი წელია ძალიან კარგად ეხმარება ჩვენს ნაკრებს,წელს ძალიან ცუდ ფორმაშია და ვეღარც ბურთის გათამნაშებაშია კარგი და ვეღარც სროლებში.ანდრონიკაშვილი,ამ დონის ტურნირებისათვის,ჯერ ძალიან პატარა და სუსტია.აშკარად ჯერ ვერ ჰქაჩავს.არც თამაშს ის გაგება აქვს,ცინცაძეს რომ ჰქონდა,მის ასაკში.ლიკლიკაძე კი ჯერ ბავშვია და არც უშვებენ მოედანზე.დუდა სანაძე,რავმიანი თამაშობს და ტკივილგამაყუჩებლით კარგი თამაში,ძნელი მოსალოდნელია.კახა ჟინჭარაძეა ერთადერთი უკანა ხაზელი,ვინც იმაზე კარგად თამაშობს,ვიდრე ველოდით.ის,მართლა,ძალიან კარგია,მაგრამ არც ის არის,გამთამაშებელი.როცა დამცველები არ გყავს,კომბინაციური თამაშის დალაგება,ფაქტობრივად შეუძლებელია და მაღლებიც იძულებულები არიან,საკუტარ თავზე აიღონ ინიციატივა და ინდივიდუალური თამაშით აკრიფონ ქულები.სტაბილურად ასე თამაში,ძალიან ძნელია და სწორედ ამიტომ,არც ჩვენი თამაში გამოირჩევა,რაიმე სტაბილურობით.აქედანაა,ძალიან დაბალი შედეგიანობა და 5-6 წუთიანი უქულო მონაკვეთებიც,თამაშის დროს.რა თქმა უნდა გამეხარდა ჩვენების გამარჯვება,კვლავაც გამარჯვებებს ვუსურვებ,მაგრამ ასეთი შედეგიანობით და ფარზე სუსტი მუშაობით,არ ვიცი,რა შანსები უნდა გვქონდეს,ჩვენ,გერმანიასთან და ავსტრალიასთან
სოსო
31 აგვისტო 2023 00:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული