საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.

პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.

მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და
მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.

მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ვულოცავ ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლას! სამწუხაროდ უკანახაზი არ გვყავს იმ დონის, რომ დიდი დახმარება გაუწიონ მაღლებს! როდესაც ნაკრების წევრი ხარ, 3 ქულიანებს მინიმუმ 40 პროცენტით უნდა ისვრიდე, რატი ანდრონიკაშვილი გაპიარებულია ( მურსია-ში ეძლევა 3-5 წუთი) მაკფადენი დაბერდა, ლიკლიკაძე რა დონისაც არის, 20-იანებში გამოჩნდა ( ბიძა კალათბურთის მსაჯთა კომიტეტის თავჯდომარე) , ცინცაძეს საუკეთესო წლები გავიდა და სანაძეს კი ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა წავიდეს ნაკრებიდან
რაღაც მოჯადოებული წრეა 10-15 წელი ერთი და იგივე ხალხი, არავითარი ახალი სახე , ანატოლი ბოისა კი მემგონი სიბერემდე იქნება ნაკრებში
ნაკრები იწყება ძმაკაცობით და ნეპოტიზმით
რომ დააკვირდეთ მამუ საერთოდ ამოვარდნილია თამაშის სქემიდან, ინდივიდუალურად თუ რამე გააკეთა
სანამ ნეპოტიზმი არ მოიშლება, სამწუხაროდ წლები გადის და ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა იკარგება
უნდა გაირღვეს ეს მოჯადოებული წრე, მაგრამ სანიკიძეს არც სურვილი და მონდომება აქვს


გოგა
23:46 30-08-2023
4
კომენტარებს გადავავლე თვალი და “50 ბურთით”, “რეგბი” … რა უბედურებაა??? - თუ აფიქსირებ აზრს, ახლოს ხომ მაინც უნდა იყო სახეობასთან?! - მწვრთნელის საკითხს მინდა შევეხო და აღვნიშნო, რომ სხვაზე გადაბრალება მარტივია. მადლობა ბიჭებს, მაგრამ კოკოშკოვმაც დაადასტურა მისი მაღალი დონე და ჰერბერტმაც… ასე რომ, საკუთარ თავშიც რომ ვეძებოთ ხარვეზები, ვფიქრობ უკეთესი იქნება. წარმატებები საქართველოს!
ირაკლი
22:00 30-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული