ილიას ზუროსი: ესაა ქართული სული და გული

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან ერთად გადავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მეტოქეებად გერმანია და ავსტრალია ეყოლება. ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადაჰყვება ჯგუფში დაგროვებული ქულები და თავისი ჯგუფის წარმომადგენელს არ ეთამაშება. შესაბამისად, საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს და ეცდება, 4 გუნდიდან 2 საუკეთესოში მოხვდეს და მეოთხედფინალში გავიდეს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 1-ელ სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3-ში ავსტრალიას შეხვდება.

ვენესუელასთან მოგებული მატჩის (70:59) შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ მისმა კალათბურთელებმა ეს წარმატება დაიმსახურეს, ესაა
ქართული სული და გული, საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოხვდნენ, ყველას ულოცავს გამარჯვებას და მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმის გაკეთებას დაგვპირდა.

"ისტორია დავწერეთ და ბედნიერები ვართ. ეს წარმოუდგენელია და გამარჯვება საქართველოს ეკუთვნის. ყველა შეხვედრა ჩვენთვის ფინალივითაა. თამაშიდან თამაშამდე მივიწევთ წინ. გამოცდილ გუნდებს ვუპირისპირდებით, მეტოქეებს NBA-ს ბევრი კალათბურთელი ჰყავთ, თუმცა საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებთ", - დასძინა ზუროსმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ზუროსო ჩვენ კი გვაქვს ქართული სული და მებრძოლი სული და ჟილკა...არ გვჭირდება შენი თქმა.
ზუროსო წადი წადი დაგვანებე თავი და ხმას ნუ იღებ. ბიჭების ხარჯზე ბიჭების კისერზე ხარ ჩამოკიდებული.ერთი ნორმალური 5 თეული ვერ შეარჩიე და რაღა გინდა გუნდში.
ზუროსი
31 აგვისტო 2023 15:54
2
მიუხედავად იმისა, რომ კაპო ვერდე და ვენესუელა ასეთი დონის ჩემპიონატისთვის საკმაოდ სუსტი გუნდებია, არ აკნინებს იმ ფაქტს რომ პირველად გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე და შემდეგ მოვხვდით 16 საუკეთესო გუნდში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს და ყველას ვინც ამ შედეგში თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შეიტანა (სუსტ გუნდებსაც დამარცხება სჭირდება, არაერთი სენსაციური შედეგი გვახსოვს სხვადასხვა სპორტის სახეობებში). რაც შეეხება მომდევნო თამაშებს, ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი არის ფარზე ბურთის ვერ მოხსნა, რაც ყველაზე კარგად ჩანს როცა კარგ გუნდს ვეთამაშებით (სხვა მინუსებს აღარ ვუსვამ ხაზს), სლოვენია, გერმანია და ავსტრალია დაახლოებით ერთ დონეზე არიან, რაც სლოვენიასთან ხდებოდა, თუ იგივე განმეორდება, უბრალოდ შანსი არ გვაქვს, წარმოიდგინეთ შროდერი მოდის თავის ვაგნერი-ბონგა-ტაისით, გაითამაშებენ, ვერ აგდებენ და ისევ მათ რჩებათ ბურთი და ასე მინიმუმ ყველა მეორე შეტევა. წესით მთელი სამწვრთნელო შტაბი სერიოზულად უნდა მუშაობდეს ამაზე. და ბოლოს, ჩემი პროგნოზია, რომ სუბიექტურად რა თქმა უნდა ორივე შეხვედრაში გამარჯვება მსურს და რაც შეიძლება წინ გასვლა, მაგრამ რეალურად ვფიქრობ რომ ერთ-ერთს მოვიგებთ და ეს გერმანია იქნება. წარმატებები
ბექა90
31 აგვისტო 2023 07:21
1
ულოცავ მთელ საქართველოს დიდ გამარჯვებას ზოგი წელს სასტ ჯგუფში მოვდითო რატო ვერ გავიგე სლოვენიაში დონჩიჩი ნბა ში ერთ ერთი საუკეთესოა კაბო ვერდეში ტავარეში ევროლიგის მვპა ვენესუელამ არგენტინა დატოვა ჩემპიონატის გარეშე ამიტომ მადლობა ბიჭებს გაგვახარეს
ზაზა
30 აგვისტო 2023 23:52
2
ეუჰ...
ზაზას
31 აგვისტო 2023 12:26
0
ქორქმაზ, ატამან სადა ხართ??ჩვენ სადა ვართ და თქვენ სადა ხართ თურქებო??დღეს ბევრი ბაქლავა ვჭამე,გახსოვთ შარშან რომ გაუგზავნეთ მონტენეგროელებს და ერთად რომ დაგვცინოდით??!!
*
30 აგვისტო 2023 21:05
1
მართლაც დასაფასებელი შედეგია კართული კალათბურთისათვის, გილოცავთ ყველას. ალბათ ასევე უხაროდათ ჩვენს ლეგენდარულ კალათბურთელებსა და მათ ოჯახისწევრებსა და საქართველოს მოსახლეობას მადრიდის რეალის დამარცხება , ევროპის მრავალგზის ჩემპიონობა . ხოდა ერთი კითხვა მაქვს , ათწლეულების მერე , ჩვენმა შთამომავლებმა რომ ჩათვალონ , რომ დღევანდელი წყობა არასწორია და ის მიღწევები რაც სპორტში გვაქვს ყველა მიმართულებით წყობასთან ერთად დავიწყებას უნდა მიეცეს და განადგურდეს, ეს სწორი საქციელი იქნება იმ თითოეული დამსახურებული ადამიანის წინაშე , ვინც საკუთარი ქვეყნის სახელი ისტორიაში შეიტანაა ?! გაუფრთხილდით ისტორიას და იმ ადამიანებს ვინც ამ ისტორიას ქმნიდნენ , რადგან ერთ დღეს შეიძლება შენც მოგისროლონ ისტორიის სანაგვეზეე ! გამგები გაიგებს !!!
ATP 16
30 აგვისტო 2023 21:03
5
საუკეთესო ორში რანაირა მოხვდება ასეთი თამაშით! მაშინ გერმანიასაც უნდა მოუგოს და ავსტრალიასაც! სხვანაირად გერმანია გადის და სლოვენია, 3-3 მოგება გადაყვათ ორთავეს!
მწრთვნელი
30 აგვისტო 2023 19:43
5
ძაან იოლ ჯგუფში მოხვდნენ. ფაქტიურად გაუმართლათ. ვენესუელა და კაპო უსუსური გუნდები იყვნენ.
გენო
30 აგვისტო 2023 21:52
8
უდიდესი საქმე გაკეთდა და ისტორიის ულამაზესი ფურცელი დაიწერა! ნურავინ შეეცდება ამ დიდი წარმატების დაკნინებას!
ჩვენი, პატარა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდებს შორის არის!
ათასი მადლობა ჯერ ბიჭებს და მერე ყველას, ვინც ამ უდიდესი გამარჯვების თანაზიარია!
მსოფლიო კალათბურთის სამყაროში საქართველოს სახელმა დაიქუხა! კომენტატორები ნუ ლუღლუღებენ! მათი დიდი წვლილი იქნება თუ საზოგადოების ნაწილმა ჯეროვნად ვერ აღიქვა ის რაც მოხდა!
როი
30 აგვისტო 2023 19:20
2
შენგელიას საოცარი ცოლი და შვილები ყავს!!!გამრავლდით!!!!
ლადო
30 აგვისტო 2023 19:18
0
საშვალო?
status quo
30 აგვისტო 2023 19:10
2
საშვალო არა. სწორია საშუალო
ჩასწორება
30 აგვისტო 2023 19:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული