თორნიკე შენგელია: ამით არ ვკმაყოფილდებით - გერმანიას და ავსტარალიასაც აქვთ სანერვიულო

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელის დამარცხების და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გააკეთა:

"ტურნირზე ჩვენი მიზნის პირველი ეტაპი შევასრულეთ. ალბათ, ბევრს ეგონა, აქ შემთხვევით ვიყავით და მარტო მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედით, მაგრამ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ვართ უფრო მეტი, ვიდრე ერთი უბრალო გუნდი პატარა ქვეყნიდან. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ჩემი გუნდით, ჩემი მწვრთნელებით. ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აქ იმყოფებოდა და რომელიც საქართველოდან გვქომაგობდა. მათი გვერდში
დგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველ წუთს იგრძნობა მოედანზე. ჩვენ ეს შევძელით, ყველანი ძალიან მიყვარხართ.

ყველამ იცის და ახსნა არ სჭირდება, რას წარმოადგენენ გერმანიის და ავსტრალიის ნაკრებები, თუმცა თამაშს მარტო სახელები არ იგებენ. მათაც, ალბათ, აქვთ სანერვიულო, რადგან ჩვენ წინააღმდეგ უნდა გამოვიდნენ და 100%-ით დაიხარჯონ. როგორც ჩვენ გამოვედით პირველი წუთიდან, ბრძოლისუნარიანობით, კონკურენტუნარიანობით უნდა გავიდეთ ყველა მატჩზე. გახარებულები ვართ, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდებით. ყველა შეხვედრას მოსაგებად ვატარებთ, ასე რომ, წინ დიდი ბრძოლები გველოდება".

მკითხველის კომენტარები / 30 /
ვახ, კაცოოო, ამდენი დაბოღმილი ხელ-ცქვიტა საიდან მოგროვდით ამ პატარა ქვეყანაში...... წარმომიდგენია, ნაკრები ჯგუფიდან რომ ვერ გასულიყო, რას დაწერდნენ ეს კლავიატურასთან მიჯაჭვული, ადამიანებად არშემდგარი და დაბოღმილი ხელცქვიტები......
კალათბურთელებს კი დიდი მადლობა, რასაც ახერხებენ, ბოლომდე აკეთებენ, წარმატებები ბიჭებო....
კაკო
31 აგვისტო 2023 22:18
1
ჩვენი ნაკრები არ იმსახურებს ამგვარ კომენტარებს! ეს რა არის! ჩვენ ბიჭებს დიდი მადლობა ეკუთვნის ჯერ მსოფლიოზე გასვლის, მერე ჯგუფურიდან საუკეთესოებში მოხვედრის გამო. გესმით, რა ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე! ნაკლოვანებები ვის არა აქვს, მაგრამ უმადურობა უადგილოა და მეტი ობიექტურობა გვმართებს. დამთავრდეს მსოდლიო ჩემპიონატი და მერე ვილაპარაკოთ, რა სჯობდა. თუმცა, ეხლაც კი აშკარაა გუნდის პროგრესი. წინ ბიჭებო, ახალი გამარჯვებებსაკენ! მადლობა!
თამაზი
31 აგვისტო 2023 16:49
3
წვეთი არ ვნახო ჭიქაში დატოვებული)
თამაზს
31 აგვისტო 2023 17:22
1
არანაირი კომბინაცია და არანაირი ხუთეულები არეული თამაშს თამაშობს ნაკრები.
ეს გამოწვეულია ზუროსის გამო ნორმალური ხუთეული ვერ დააყენა არ იცის საქმე და იმიტომ.ზუროსო გადადექი გადადექი.წადი ზუროსო წადი ზუროსო წადი ზუროსო ვაჟა დაგვანებე თავი.
ზოგადად
31 აგვისტო 2023 12:49
7
ზურას რას ერჩით.მშვენიერი მწვრთნელია.ბოლოს და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა გუნდი.საფრანგეთი ჩარჩა ჯგუფში და ჩვენ გავედით.ასე რომ დაანებე ძირის თავი
Asea
31 აგვისტო 2023 19:56
2
უსუსური და ბანძი ნაკრები.. 2-3 კარგი კალათბურთელის ყოლა არ ნიშნავს კარგ გუნდობას. არ გვყავს გამთამაშებელი და არ გვყავს მსროლელი. მწრთნელი ხომ საერთოდ! მარტო ცენტრით და მძიმე ფორვარდით ვერ იქნები გუნდი!!!! როგორ შეიძლება იმ გუნდს ეწოდოს კარგი, რომელიც კაბო ვერდესთან(!) შეტევაში 22-ჯერ (!!!) დაკარგავს ბურთს!!! ვენესუელასთან თამაში კი იყო ორი უსუსური გუნდის თამაში.. ცოტა თვალი გაახილეთ და ამ სადღეგრძელო კომენტარებს მოეშვით. ისიც გაიხსენეთ, როგორ და რატომ მოვხვდით აქ, ნიდერლანდების ნაცვლად რუსეთს უნდა ეთამაშა, რომელიც ჯგუფში პირველი იყო, გაუსწრო იტალიასაც და ისლანდიასაც. მათ რომ ეთამაშათ, მაშინ უკვე მარტო ისლანდიის გასწრება არ გვყოფნიდა, იტალიისთვისაც უნდა გაგვესწრო ცხრილში! თუ რამეს გვინდა მივაღწიოთ, უნდა მწვრთნელი შეიცვალოს, გვყავდეს ნორმალური გამთამაშებელი, რომელიც მინიმუმ ასისტს გააკეთებს და ფარქვეშ შევა, მოსაცილებელია ბალასტი, სანაძის მსგავსი, და კომბინაციური, გუნდური თამაში და არა ინდივიდუალური!!!
gela
31 აგვისტო 2023 12:21
14
ვეთანხმები
tomure
31 აგვისტო 2023 14:26
4
სულ უარყოფითზე რო არ ჩავიციკლოთ არაა? მესმის და გეთანხმები რომ გამთამაშებელი და მწვრთნელი პრობლემაა, მაგრამ რო თხრი აი ამის და ამის გამო გავედითო, ხო გავედით? ვენესუელა სუსტიაო, მაგ ვენესუელამ მოუგო არგენტინას არგენტინაში სხვათაშორის! 16 საუკეთესო გუნდში ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე, ხო შეიძლება დადებითად შევხედოთ? არის პრობლემები და თვალი არ უნდა დავხუჭოთ და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, მაგრამ ყველაფერში ცუდის და აპოკალიფსის დანახვა არ შეიძლება!
დავით
31 აგვისტო 2023 12:56
2
ყველა გამოხმაურება
გასაგებია რომ თამაშის ხარისხი, ტაქტიკა, სტრატეგია და ა.შ არ მოგეწონა მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების კაპიტნის კომენტარზე დისლაიქი რატომ უნდა დაწერო თუ "პროფესორა" და ინტრიგანი არ ხარ?!!
ლაკა
31 აგვისტო 2023 10:56
8
ცსკას მერე მე პირადად არ ვთვლი მაკრების კაპიტნად.
ზურა
31 აგვისტო 2023 12:03
19
მგონი არავინ არ ელოდა სლოვენიასთან მოგებას, მაგრამ თამაშმა დაგვანახა, რომ ეს შესაძლებელი იყო. აზრზე მოდით, რა დონეზე ეხმარებოდა მოწინააღმდეგეს მსაჯები და მაინც შეგვეძლო. ბიჭებმა ისეთი ეპიზოდები შექმნეს... ეს აზრი სწორედ მათ ჩამოაყალიბეს. კაპო ვერდესთან და ვენესუელასთან პირველი მეოთხედის დასკვნითი ნაწილიდან მოყოლებული არც ერთ მომენტში არ გახადეს ჩვენი გამარჯვება საეჭვო. ვფიქრობ, გულშემატკივარს სრული საფუძველი აქვს მადლიერი იყოს გუნდის და სამწვრთნელო ჯგუფის. პირადად მე ვისურვებდი ისე წარიმართოს მოვლემები, რომ სლოვენიასთან კიდევ ერთხელ მოგვიწიოს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, ამ ისტერიჩკების გუნდს შავ დღეს დააყრის ჩვენი ნაკრები. ზოგიერთი კომენტარის ავტორი მგონი დაბოღმილია ჩვენი ბიჭების წარმატებით. გირჩევთ ამ ბოღმის გადმონთხევისთვის საჯარო ადგილს ნუ გამოიყენებთ. ადმინისტრატირსაც ვურჩევ აშკარა პროვოკაციულ კომენტარებს ნუ გამოაქვეყნებთ...ბიჭებს კი ვუსურვებ - გუნდის კაპიტნის მიერ გახმოვანებული განწყობით გააგრძელონ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი. ვინც ჯერ ვერ მიწვდა ჩვეულ საკუთარ დონეს - უახლოეს თამაშებში მიეღწიოს და მაშინ ნებისმიერი გუნდის დამარცხებას შევძლებთ.
სიმართლის მოყვარული
31 აგვისტო 2023 10:49
4
მოგება კარგია და ვულოცავ ბიჭებს, მაგრამ ეუფორია ცუდია... რეალობასაც არ უნდა მოვწყდეთ რომ სწორედ განვითარდეთ და გავიზარდოთ... მსოფლიოზე როგორ მოვხვდით გაიხსენეთ?! და რატომ ? იმიტომ რომ რაოდენობა გაზარდეს. რესურსი გვაქვს? სამწუხაროდ არა... მარტო შემართებით რამდენს და ვის მოუგებ? გერმანიას და ავსტრალიას? ვერა, რასაც ვისურვებ- იქნებ არ შევრცხვეთ( როგორც ლატვიას ლამის მე-2 შემადგენლობასთან და სლოვენიასთან) და ბრძოლა გავუმართოდ.... წინ საქართველო!..
გუსანი
31 აგვისტო 2023 10:37
2
გერმანიასთან არის გადამწყვეტი თამაში. მაგ თამაშის მოგებით რეალური შანსი გვეძლევა მეოთხედფინალის.
შაკო
31 აგვისტო 2023 10:23
1
ხალხო ამ უმადურობით ღმერთმა არ გიწყინოთ და სანატრებელი არ გაგვიხდეს კაპე ვერდეს და ვენესუელას ნაირ გუნდებზე მოგება. პირველად მოვხდით მსოფლიოზე და ჯგუფიდან გავედით შეირგეთ და გაიხარეთ რა ისე იქცევით გეგონებათ აქამდე ჩატარებულ ყველა მსოფლიოზე გვქონდეს ნათამაშები და ყოველ ჯერზე გავსულიყავით ტოპ 16 ში.სლოვენიასთან მარცხის გამო რომელიც ნაწილობრივ ნაჩუქარი ქულებით იყო ნაკრებს ნუ ჩაუყრით ამ შრომას. მასე ირანი სტატისტიკით ჩვენზე წინაა 22 პოზიაციაზე ჩვენ კი 32 ზე მაგრამ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ასევე აქვე დავამატებ რომ ეს ვენესუელაც ჩევენზე წინაა 24 ადგილას. ასე რომ ნერვებ დაიწნსრეთ და შეირგეთ ამ მოგებით
ბნელი გრუზინი
31 აგვისტო 2023 09:40
1
აქაც სადღეგრძელოებს ურახუნებთ?! რეალური ძალა გამოჩნდა სლოვენიასთან. კაბო ვერდე და ვენესუელა, არასერიოზული გუნდები არიან. ძან გაჭირდება გერმანიასთან და ავსტრალიასთან. ერთადერთი პლიუსი, ფსიქოლოგიური წნეხის არქონა შეიძლება იყოს. ამიტომ არაა საჭირო წინასწარ, ზედმეტი მოლოდინების გაჩენა.
ციციკორე
31 აგვისტო 2023 09:17
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული