საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა.

ილიას ზუროსმა ანდრონიკაშვილს, მაკფადენს, სანაძეს, შენგელიასა და ბითაძეს უხმო. როგორც ხედავთ, ბერძენმა სპეციალისტმა გიორგი შერმადინი მეორე ხუთეულში გადასწია და თავიდანვე აგრესიული ცენტრით დაიწყო.

საწყის წუთებში ქართველმა კალათბურთელებმა აქცენტი სამქულიანზე გააკეთეს, თუმცა გადაწყვეტილებამ არ გაამართლა, მაგრამ თამაში არც გერმანელებს არ გამოსდიოდათ, 5 წუთის თავზე ანგარიში 9:9 გახლდათ. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს სროლა არ წაუვიდა, სამწამიანში არ იტვირთებოდნენ ჩვენი მაღლები, ამას დამატებული 5 დაკარგვა და
გერმანიამ ტაიმი 22:16 მოგვიგო.

მეორე მეოთხედში გერმანია სივრცეებს კარგად იყენებდა და პერიმეტრიდან გვსჯიდა, 4:20 წუთით ადრე თორნიკე ვოიტმანთან ჭიდაობისას ზურგით ცუდად დაეცა და სათადარიგო სკამზე გადაჯდომა მოუწია, ქართველებმა კი ეტაპობრივად სხვაობას ამცირებდნენ, კვლავინდებურად კარგი იყო მამუკელაშვილი, 1:07 წუთით ადრე კი საერთოდაც წინ გავედით, საბოლოოდ, პირველი ტაიმი 41:43 დავთმეთ.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სანაძის ნაცვლად მოედანზე მამუკელაშვილს უხმო, თორნიკე შენგელია კი დაბრუნდა და ტრავმას გადაურჩა. მესამე მეოთხედში გერმანელებმა პერიმეტრიდან მოუმატეს და 13 ქულით გაგვექცნენ, ბრწყინვალე იყო ანდრეას ობსტი, რომელმაც საკუთარ გუნდს 10 ქულა შესძინა, შემდეგ გერმანია 16 ქულით დაწინაურდა, თუმცა გერმანელების ბოლო შეტევა გიორგი შერმადინმა ჩაჭრა, ენდვანით დააგვირგვინა და დისაიდერი 10 წუთეულის წინ 13-ქულიანი ჩამორჩენით შევედით.

მეოთხე მეოთხედში მეტოქე პერიმეტრიდან შედეგიან სროლას აგრძელებდნენ, ფანტასტიკური იყო მაოდო ლო, რომელიც ბოლო მეოთხედამდე 0 ქულით მივიდა, შემდეგ კი 6/6 სამქულიანი ჩააგდო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა, თორნიკე შენგელიამ აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც გითხარით, მაოდო ლომ 18 ქულა ჩააგდო, დენის შროდერმა კი - 16.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, ავსტრალიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 97 /
სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების წევრები წლების განმავლობაში რომ ლიდერობდნენ იგივე თამაშს ვეღარ აჩვენებენ. დიდი დრო არ დარჩა როცა ნაკრებს დაემშვიდობებიან შენგელია, შერმადინი, მაკდაფენი, ცინცაძეზე აღარაფერს ვამბობ, ახლები კი სამწუხაროდ იმედებს ვერ ამართლებენ. ასაკობრვი ნაკრებების შედეგები ხომ მთლად კატასტროფულია. როგორც სჩანს უნდა მოვემზადოთ ქართული კალათბურთის ღრმა კრიზისისათვის. ახალი თაობის გაზრდაში რაღაც დააკლო ფედერაციამ და შედეგებს მალე მოვიმკით!
Irakli
16:34 01-09-2023
0
ვისაც ამათი ნათელი მომავლის სჯერა - იდიოტია ან საცოდავი ტროლიკა მამუს გარდა ერთი რომელი უმატებს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე? ცარიელი იღბლით გაძვრნენ დაწყებული შესარჩევიდან აქამდე, ეს არის და ეს. სანაძეს 12 წლის წინ კიდევ არა უშავდა, იმის მერე კი სულ ცარიელი ადგილია. ცინცაძეს 5 თამაშიდან 1 გამოსდიოდა კარგად (ხანდახან ძალიან კარგად, მეჯიქ ჯონსონი გეგონებოდა), ახლა 10-დან ერთი გამოსდის. მის კვალს მყარად დაადგა ანდრონიკაშვილი. მაკმა აქ მაგრად ჩაისვარა. ჯინჭარაძე ძალიან მონდომებულია და იმავე დროს ძალიან სასაცილო. შერმა ეს-ესაა პენსიაზე გავა და თუ არ გავა მაგრად მიჰქარავს. მოკლედ, ცუდად არის ამათი საქმე და თუ სადმე ამერიკის კოლეჯებში ვერ მივაგენით 3-4 კარგ ჩვენიანს, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია და გაუმარჯოს საქართველოს კრასნოდარის კრაის შემადგენლობაში, საითაც მივექანებით. წაეთრიეთ!!!
ელიასი
14:53 01-09-2023
16
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული