საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფის მატჩში, საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 84:100 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და მსროლელი დუდა სანაძე, შემადგენლობაში მათი ადგილი სანდრო მამუკელაშვილმა და კახაბერ ჯინჭარაძემ დაიკავეს.

ავსტრალიის ნაკრები კი მოედანზე უცვლელი 5-ეულით წარსდგა.

პირველ წუთებში განსაკუთრებით აქტიური გიორგი შერმადინი გახლ
დათ. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის ნაკრები პერიმეტრიდან მაღალი პროცენტით უტევდა.

პირველი მეოთხედი ავსტრალიელთა გამარჯვებით 23:17 დასრულდა.

მეორე მეოთხედიც „ყვითლების“ უპირატესობით დაიწყო და 8:3 გაქცევა მოგვიწყეს. ავსტრალიის ნაკრების ლიდერმა პატი მილსმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და საკუთარი გუნდი წინ დიდი ანგარიშით გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ავსტრალიის ნაკრებმა 16-მცდელობიდან ჩვენს ფარში 11 სამქულიანი მოათავსეს.

პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო 12 ქულით გიორგი შერმადინი გახდა, ავსტრალიის რიგებიდან კი 16 ქულით თავი პატი მილსმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა, თად მაკფადენის კარგი თამაშის მიუხედავად, პერიმეტრის გადაკეტვა კვლავ გაგვიჭირდა და ამით ჯო ინგლსმა შესანიშნავად ისარგებლა. მესამე მეოთხედი 12 ქულიანი სხვაობით დავთმეთ.

მეოთხე მეოთხედის საწყის 3 წუთში საქართველოს ნაკრებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურა. რაც დიდწილად ჯოშ გიდის დამსახურებაა. ავსტრალიელთა ახალგაზრდა გამთამაშებელმა 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრებიდან გოგა ბითაძემ თავი 20 ქულითა და 6 მოხსნით გამოიჩინა.

თად მაკფადენმა 18 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

გიორგი შერმადინმა თავი 16 ქულას, 3 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა.

ავსტრალიელთაგან საუკეთესო პატი მილსი გახდა, გამოცდილმა გამთამაშებელმა 19 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, ორივე ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპოიონატზე ასპარეზობა დასრულებულია. ილიას ზუროსის გუნდმა ტურნირზე ჯამში 5 მატჩი გამართა, საიდანაც ეროვნულმა ნაკრებმა 2 შეხვედრის მოგება მოახერხა, 3-ჯერ კი დავმარცხდით.


მკითხველის კომენტარები / 51 /
ზუროსი და მაკფადენი ევრობასკეტის შემდეგ უნდა გაგვეშვა, კაპო ვერდეს დქ ვენესუელას მწვრთნელის გარეშეც მოვუგებდით და დანარჩენ გუნდებთან უშანსოდ დავმარცხდით.
123
04 სექტემბერი 2023 08:19
3
დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის! უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო. არ ვიცი მარტო მრჩება ეგეთი შთაბჭდილება თუ არა, რომ ჩვენი ნაკრები უმწვრთნელოდ თამაშობდა. მოვიკოჭლებდით კომბინაციებში და გააზრებულ თამაშში, ბიჭები მხოლოდ ინდივიუალურად ცდილობდნენ ფონს გასვლას. ზუროსისგან ვერ დავინახე გააზრებული კომბინაცია, 8 წელი წვრთნიდა ნაკრებს და უნდა მოეხერხებინა რამე. სამწუხაროა, ამ ნაკრებს კარგი მწვრთნელით ბევრად მეტისთვის შეეძლო მიეღწია
გიორგი
04 სექტემბერი 2023 07:31
0
მადლობა ბრძოლისთვის თავდადებისთვის!!! ზუროსმა ამოწურა თავისი თავი ვუთხრათ მადლობა და დავემშვიდობოთ ,მაკფადენსაც მადლობა ლამაზი თამაშისთვის .თავის დროზე.
ბოკინიო
04 სექტემბერი 2023 00:19
0
უცხოელებს აბრალეთ. დაბალი ღობეა! სხვებმა ხომ მოწყვიტეს ციდან ვარსკვლავები?! გინდ ახალგაზრდებმა, გინდ ვეტერანებმა.
ციციკორე
04 სექტემბერი 2023 09:05
0
თამაშის რა მოგახსენოთ მარა ტატუებით კი ჩემპიონები არიან:)
adelaida
03 სექტემბერი 2023 22:51
5
რაც ვართ ეს ვართ ცოტა ხნის წინ B ლიგაში ვიყავით და ამაზე ვერც ვიოცნებებდით უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა
912
03 სექტემბერი 2023 20:58
4
რუსეთის დისკვალიფიკაციის გამო მოვხვდით მსოფლიო ჩემპიონატზე.არანაირი პერსპექტივა არ აქვს ჩვენს კალათბურთს.
ზურაბ
03 სექტემბერი 2023 20:53
21
აბა რა გეგონათ!
SOS!!!
03 სექტემბერი 2023 19:23
3
დადებითი რაც იყო, ეს ჯგუფიდან გასვლაა თუ ასეთი ჯგუფიდან გასვლა რამედ ღირს. სხვა ყველაფერი კატასტროფული გამოვიდა. ყველა შეხვედრა შედარებით ძლიერ გუნდთან კატასტროფული სხვაობით დავთმეთ. ზუროსისა და მაკფადენის ადგილი ნაკრებში კარგა ხანია აღარაა, მაგრამ ვის ესმის? ყველა გუნდს რომელიც თავის თავს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ღირსად თვლის სამიანებს მინიმუმ 50%-ს სიზუსტით მაინც უნდა სროდეს, ჩვენ? რამ გააწყო მსოფლიო კალათბურთში სამიანების მსროლელი გამთამაშებელი? კიდევ რამდენჯერ უნდა ჩაისვაროს ნაკრებმა მაკფადენის მიზეზით, რომ ეს კაცი ნაკრებს მოაშოროთ?
ჟორა გაბრიჭიძე
03 სექტემბერი 2023 18:38
11
კაი, მაკფადენმა ვერ ითამაშა. სანაძემ რა ჰქნა? ჩაყარა ხომ სამიანები?! ზუროსი, თორემ ისე წერთ, თითქოს სათადარიგოზე ალტერნატივა ჰქონდა და არ გამოიყენა. კი ნახეთ უახლოესი რეზერვი რასაც წარმოადგენს. ასე არაა, ჩემპიონატი "ჭ" კლასის იყოს და ნაკრები წინ მიდიოდეს. ინდივიდუალურად ვინც გამოჩნდა, კი თამაშობს აგერ. სულ 4 კაცი.
ციციკორე
04 სექტემბერი 2023 09:11
0
სტატისტიკის არაფერიგესმის, მეგობარო. გუნდს ვერ მიპოვი ნბა-ში თუ მსფლიოში რომელიც 50%-იანი სიზუსტით ესვრის სამიანებს.
Odala
03 სექტემბერი 2023 21:42
3
ყველა გამოხმაურება
კომენტარებს გადავხედე და ვერ გაბიგე რა გინდათ? მსოფლიში 16ზე გავედით და კიდე რამე გინდათ? ანუ რით უნდა იყოთ კმაყოფილები? 15ე ადგილზე 3ზე ფუ მაინცამაინც უნდა მივიგოთ? ანუ პირველად გავედით მსოფლიოზე და ესწიგი 16ზე რატო გაბედით გამოხატავთ უკმაყოფილებას? რომელი თქვენგანია ერთი მსოფლუოში რამეში 16-ე, რა იცით თქვენ რამდეს წვალეობენ ბიჭები? ჰა?
ემზარი
03 სექტემბერი 2023 17:53
24
გეთანხმებით, მადლობა ბიჭებს, რაც შეძლეს ითამაშეს.
დათო
03 სექტემბერი 2023 19:55
2
ბევრი დაიწერა ბევრიც დაიწერება, დრო კი მიდის და ახალი არავინ ჩანს ვინც შეცვლის, თუ გინდათ ამ შემადგენლობას. საკლუბო კალათბურთი გავაძლიეროთო ზოგიერთი წერს, მაგრამ არავის კითხვა არ უჩნდება სადაა ჩვენი ქვენის სიამაყე(თუ გინდათ შორეულ წარსულში)თბილისის დინამო?სადღაც პირველ ლიგაში სულს ღაფავს, იქედანაც კინაღამ გავარდა წინა ჩემპიონატში... ასეთი რა დააშავა ამ სახელოვანმა კლუბმა??? რატომ არავის არ გაინტერესებთ, ვისაც ეს ეხება და ამის მერე საკლუბო კალათბურთის გაძლიერებაზე ფიქრობთ!? ფედერაციას კი რა, გაუმართლა ამ ჯგუფში რომ მოვხვდით(ყანა ნაკრებებთან) და ახლა დაწერენ მაგრად გამოვედითო...მოკლედ ეს ზუროსი კი საერთოდ სხვა თემაა...
Maximus
03 სექტემბერი 2023 17:23
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული