ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

AutoSharing Option
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა. ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მის ყველაზე მაღალ საფეხურზე ემშვიდობება, რომელზეც მისი დიდი დამსახურებით ავიდა და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე “ბ”-დან “ა” დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ
გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა.

ზუროსმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი იგორ კოკოშკოვისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ 7 წელი ხელმძღვანელობდა ჩვენს გუნდს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომავალი ევროპის ჩემპიონი, სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა. ილიას ზუროსმა სადებიუტო სეზონშივე დაატყო ჩვენს ნაკრებს ხელი, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტზე იმ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ვადაზე ადრე გიყვანა, რომელშიც მეტოქედ მონტენეგრო ჰყავდა. ქართველებმა მონტენეგროს გადამწყვეტი და დრამატული მატჩი სტუმრად მოუგეს.

ვიქტორ სანიკიძე პირადად და კალათბურთის ფედერაციის სახელით უღრმეს მადლობას ეუბნება ილიას ზუროსს იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ეროვნულ გუნდში 7 წლის მუშაობის მანძილზე გასწია.

ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 17 /
გამკვირვებია რა ნამდვილად კოკოშკოვის დროს დაფრინავდა ნაკრები...ზუროსმა ნელნელა ჩამოსვა მიწაზე და ბოლოს ისე მიიყვანა ნაკრები რომ შეტევისას დაცვაში ვერ ჩამოდიოდნენ და დაცვაში ყოველთვის რჩებოდა მსროლელი ცარიელი. ვე ნაწილებობდნენ და ამას უხდის მადლობას შრომისთვის.მიტო მომავალი სად არის 7 კალათბურთელი 30 წელს გადაცილებულია
ზუროსული
15 სექტემბერი 2023 18:09
4
შემცვლელზე რატომ ზდუმხართ? იმედია ვინმე უცხოელ მოიყვანთ და არ იტყვით მარკოიშვილი და ბოისა მზად არიან ნაკრებს გაუძღვნენო.
ტტტ
15 სექტემბერი 2023 17:58
5
ი.ზუროსი,როგორც ძალოან წარმატებული მწვრთნელი,ისე შევა ქართული კალათბურთის ისტორიაში, ლიდერების წასვლის,შიდა ჩემპიონატის დაბალი დონის მიუხედავად -ნაკრები მსოფლიოზე გაიყვანა,იქაც ჯგუფიდან...მაგრამ ცვლილებების დროა და უნდა წასულიყო.
მისდამი მხოლოდ პატივისცემით.
(დასაფიქრებელია,ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონის შემხედვარე,თან წლობით,ე.ი ფედერაციის არასათანადო- არაკვალიფიციური მუშაობის შედეგად;სლოვენიის, გერმანიის, ავსტრალიის მოგებაზე რომ ვფიქრობთ?!)
გლახუნა
15 სექტემბერი 2023 11:05
1
ზუროსი გაუშვეს თუ თვითონვე აღარ ისურვა ამოწურული კონტრაქტის გაგრძელება , ეგ კიდევ გასარკვევია . არც ზუროსი არ ყოფილა ქართული კალათბურთის პრობლემა არც კოკოშკოვი და არც ჰერბერტი . ერთმა ევროპა მოიგო , მეორემ მსოფლიო , დაველოდოთ ზუროსი რას იზავს მომავალში . ქართული კალათბურთის პრობლემა ის სტაფია , ვინც მას მართავს . ევროპის ქვეყნების ყველა ასაკობრივი გუნდების თამაშების რაოდენობა წლის განმავლობაში , დაახლოვებით 60-70 თამაშია . საქართველოში ყველაზე მეტი 20-25 თამაში იყვეს ოფიციალური , ამხანაგური და პირველ და მეორე გუნდს შორის თამაში ვერ იქნება შემცვლელი . აქ რაღა გვიშლის ხელს , რომ თამაშების რაოდენობა გაიზარდოს ? მაგრამ მერე უსაქმურმა ხალხმა ვინც ფედერაციაშია დასაქმებული , ხელფასი და პრემია რაში აიღოს ?! ამათ მარტო ნაკრები აინტერესებთ და იმას ვერ ხვდებიან რომ ნაკრები თავისით ვერ შეივსება . ყველაზე მოკლე სკამი საქართველოს ყავდა ბოლო 5-6 წელია , ვინმემ იზრუნა იმაზე რომ სკამი დაგვეგრძელებინა ? ფედერაციის პრეზიდენტი რომ კალათბურთის განვითარებისათვის საკუთარი აკადემიის გახსნის მეტს ვერაფერს მოიფიქრება , უკვე გასაგებია რომ ვერაფერს სასიკეთოს ვერ გააკეთებ . შემდეგი მწვრთნელი მარკოიშვილი-ბოისადან ერთ-ერთი იქნება , გააჩნია რომლის კლანი უფრო ძლიერია . აბა დაიეყო ქართულ-ჯიგრული თამაშებიი !!!
ATP 16
15 სექტემბერი 2023 10:00
5
ვაი, რომ მართალს ამბობთ... წარმატება ქართულ კალათბურთს!
კალათბურთის გულშემატკივარი
15 სექტემბერი 2023 13:18
2
ფედერაციამ კი არ გაიგო გულშემატკივრის მოთხოვნა, უბრალოდ კონტრაქტი დაუმთავრდა და მორჩა.
ფედერაცია რომ არ იხრჩობოდეს კორუფციასა და ნეპოტიზმში, ზუროსს და მაკფადენს აქამდე გაუშვებდა და მსოფლიოზე ღირსეულად წარვდგებოდით.
კალათბურთის ფედერაციას, ისევე როგორც ფეხბურთის ფედერაციას, სულ ფეხებზე კიდია გულშემატკივარი და სპორტი.

არ დამიწყოთ ეხლა მსოფლიოზე შედეგი ვაჩვენეთო.
ის ყველაზე სუსტი გუნდები იმიტომ დავამარცხეთ, რომ რამოდენიმე მაღალი კლასის კალათბურთელები გვყავს და მათმა ინდივიდუალურმა ოსტატობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი,
ზუროსი რომ რამედ ვარგებულიყო და ფედერაციასაც გამართულად ემუშავა სლოვენიასთან, გერმანიასთან და ავსტრალისთან ასე არ ჩავისვრიდით.
dd
15 სექტემბერი 2023 09:28
8
თქვენ რას იზამდით ზუროსის ადგილზე , რას შეცვლიდით და ვის შეცვლიდით . მაინტერესებს მართლა , ნაფიქრი გექნებათ.
gpi
15 სექტემბერი 2023 10:42
1
ბევრს ავიწყდება რომ სპორტი არის გულშემატკივრებისთვის და არა ფედერაციებისთვის.ფედერაციებმა უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ გულშემატკივარი იყოს კმაყოფილი თავის გუნდის თამაშით, რომლის თამაშის დროსაც ავსებს სტადიონებსა და დარბაზებს.ამიტომ როცა გულშემატკივარი ხედავს,რომ გუნდი ვერ დებს შედეგს ამა თუ იმ მწვრთნელის თავკავობით, სრული უფლება აქვს მოითხოვოს მისი გადაყენება.
კახა ქ.
15 სექტემბერი 2023 05:00
2
დე კეტალარიანი დანიშნონ ლიეჟის სტანდარტში ქოჩაელიანის ასისტენტია.
Robert22
15 სექტემბერი 2023 00:42
14

აკაკუნებ ვერაგულად,სომხურად(?!),
სომხეთის ნაკრებს დაუნიშნეთ,გაგვასწრებთ, მსოფლიოზე ჯგუფიდან კი არა-მე-4 ფინალში-ც გაგიყვანთ...
ვერაგ სომხობას ისე გაგასხმე-ვინებთ საქართველოდან,მერე აფხაზეთიდან-აზრზეც ვერ მოხვალთ!
გლახუნა
15 სექტემბერი 2023 10:55
0
მადლობა ზუროსს.............
საბურთალო
15 სექტემბერი 2023 00:31
2
ნეტარ როდის გვეყოლება ესეთი კარგი მწვრთნელი ფეხბურთში ?!
დათო
14 სექტემბერი 2023 22:22
12
ხო,კოკოშკოვსაც არაფრით გამორჩეულს ვეძახდით თავის დროზე და გირდონ ჰებერტსაც
ტოტის
14 სექტემბერი 2023 23:36
1
კარგი? რით იყო კარგი? ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული
toti
14 სექტემბერი 2023 23:03
32
ფეხბურთის ფედერაცის განსხვავებით, კალათბურთის ფედარაციამ ჩვენი ხმა გაიგო და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა ზუროსს მართლაც დიდია მისი ამაგი ჩვენ ნაკრებზე. წარამტებას ვუსურვებ ზუროსს.
G.LA
14 სექტემბერი 2023 22:21
4
7 წელი წვრთნიდა ნაკრებს 7 წელი ! აცადეთ რომელიმეს ფეხბურთშიც და ისიც დადებს შედეგს, ყოველი წაგებული თამაშის მერე გადაყენებას რომ ითხოვთ. თუმცა ასე იყო ზუროსის შემთხვევაშიც მაგრამ მაშინ არ გიჯერებდათ ფედერაცია და კარგსაც შვებოდა თურმე.
QT
15 სექტემბერი 2023 00:05
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული