ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის საქართველო მე-4 კალათაში განითესა

AutoSharing Option
მომავალი წლის 2-7 ივლისს გაიმართება ოლიმპიადის საკალათბურთო საკვალიფიკაციო ტურნირის შესარჩევი ტური, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ფიბამ მონაწილე გუნდები კალათებად დაყო. ჩვენი ეროვნული გუნდი მეოთხე კალათაში მოხვდა:

1 კალათა: სლოვენია, ლატვია, ​ლიეტუვა, ესპანეთი.

2 კალათა: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბრაზილია.

3 კალათა: პუერტო-რიკო, მონტენეგრო, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი.

4 კალათა: საქართველო, მექსიკა, ახალი ზელანდია. ლიბანი.

5 კალათა: კოტ დ'ივუარი, ანგოლა, ხორვატია, ფილიპინები.

6 კალათა: ეგვიპტე, ბაჰამის კუნძულები, კამერუნი, ბაჰრეინი.


წინასწარ ცნობილია, რომ ერთმანეთთან ჯგუფში მოხვდება მხოლოდ 1, 4 და 5 კალათების
გუნდები. ასევე დაჯგუფდებიან 2, 3 და 6 კალათების ნაკრებები. კიდევ ერთი ნიუანსი: ერთ ჯგუფში (ყველა სამგუნდიანია), ერთი კონტინენტის მხოლოდ ორი გუნდი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ვერ მოხვდება ხორვატია, რადგან პირველ კალათშიც მხოლოდ ევროპული გუნდებია.

წილისყრა 27 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ მიესში, ფიბას პატრიკ ბაუმანის სახელობის კალათბურთის სახლში გაიმართება, რომლის შედეგადაც გავიგებთ, ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში და სად ჩატარდება თამაშები.

წილისყრის შედეგად 24 გუნდი გაიყოფა 4 ნაწილად. თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.​

წილისყრას გაუძღვება წარსულში NBA-ს ცნობილი კალათბურთელი ლუოლ დენგი, რომელიც ამჟამად სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

პარიზის ოლიმპიადაზე თამაში გარანტირებული აქვთ: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით ევროპისა და ამერიკის ორ-ორ, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო გუნდს: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთი სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).

GBF
მკითხველის კომენტარები / 7 /
სანიკიძევ და ფედერაციავ, გაატოკეთ ერთი ადგილი, ფიბას ფორუმებზე სიარული რომ გახსოვთ მხოლოდ! დროულად შეურჩიეთ/მოუყვანეთ ნაკრებს საჭირო ლეგიონერი და მთავარი მწვრთნელი, თორემ მერე გვიან იქნება
სიმართლე
13:18 24-11-2023
1
საქართველოს ნაკრების ტრენერი რა გვარია?
ჰაჰა
12:44 24-11-2023
1

სიახლეები პოპულარული