ფიბამ მონაწილე გუნდები კალათებად დაყო. ჩვენი ეროვნული გუნდი მეოთხე კალათაში მოხვდა:
1 კალათა: სლოვენია, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი.
2 კალათა: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, ბრაზილია.
3 კალათა: პუერტო-რიკო, მონტენეგრო, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი.
4 კალათა: საქართველო, მექსიკა, ახალი ზელანდია. ლიბანი.
5 კალათა: კოტ დ'ივუარი, ანგოლა, ხორვატია, ფილიპინები.
6 კალათა: ეგვიპტე, ბაჰამის კუნძულები, კამერუნი, ბაჰრეინი.
წინასწარ ცნობილია, რომ ერთმანეთთან ჯგუფში მოხვდება მხოლოდ 1, 4 და 5 კალათების
წილისყრა 27 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ მიესში, ფიბას პატრიკ ბაუმანის სახელობის კალათბურთის სახლში გაიმართება, რომლის შედეგადაც გავიგებთ, ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში და სად ჩატარდება თამაშები.
წილისყრის შედეგად 24 გუნდი გაიყოფა 4 ნაწილად. თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც ორ სამგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადაზე ითამაშებს.
წილისყრას გაუძღვება წარსულში NBA-ს ცნობილი კალათბურთელი ლუოლ დენგი, რომელიც ამჟამად სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.
პარიზის ოლიმპიადაზე თამაში გარანტირებული აქვთ: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით ევროპისა და ამერიკის ორ-ორ, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო გუნდს: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთი სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).
GBF