ოფიციალურად! საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს, თელ-ავივის "მაკაბის" უკანახაზელი ჯო ტომასონი ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.

ტომასონი "მაკაბის" გასულ კვირას  შეუერთდა  და ჯერჯერობით სადებიუტო მატჩი  არ ჩაუტარებია.

უკანახაზელი ბოლოს "გრანადას" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებდა. უთამაშია რუმინეთის "დინამოში", პოლონეთის "გდანსკში", "ლიუბლინსა" და "ზელონა გორაში", ისრაელის "გალილ გილბოაში", ესპანეთის "მანრესაში", რუსეთის "პეტერბურგში" და ბერძნულ "პრომითეასში".

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დანიაში გახსნის.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
,ე სამქულიანების უნარი მაინც და მაინც ნერ შევამჩნიე, თქვენ? უფრო ორიანებს აგდებდა რაც ვნახე. მაკრებს რომ სამიანები აქვს პროგლემად ეს როგორ მოგვარდება?
1
ვერ გაიგებთ შეიძლება ისე შეეწყოს საქართველოს დაბრდღვნას ყველაფერი...წარმატებებიიი რაცარუნდა იყოს
სიმართლე
00:44 13-02-2024
1

სიახლეები პოპულარული