ოფიციალურად! საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს, თელ-ავივის "მაკაბის" უკანახაზელი ჯო ტომასონი ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.

ტომასონი "მაკაბის" გასულ კვირას  შეუერთდა  და ჯერჯერობით სადებიუტო მატჩი  არ ჩაუტარებია.

უკანახაზელი ბოლოს "გრანადას" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნასა და 3.4 პასს აგროვებდა. უთამაშია რუმინეთის "დინამოში", პოლონეთის "გდანსკში", "ლიუბლინსა" და "ზელონა გორაში", ისრაელის "გალილ გილბოაში", ესპანეთის "მანრესაში", რუსეთის "პეტერბურგში" და ბერძნულ "პრომითეასში".

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დანიაში გახსნის.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
,ე სამქულიანების უნარი მაინც და მაინც ნერ შევამჩნიე, თქვენ? უფრო ორიანებს აგდებდა რაც ვნახე. მაკრებს რომ სამიანები აქვს პროგლემად ეს როგორ მოგვარდება?
?
13 თებერვალი 2024 07:21
1
ვერ გაიგებთ შეიძლება ისე შეეწყოს საქართველოს დაბრდღვნას ყველაფერი...წარმატებებიიი რაცარუნდა იყოს
სიმართლე
13 თებერვალი 2024 00:44
1
გასული წლის მსოფლიოზე რაგბში გავბანძდით. კალათბურთს კიდევ არა უშავდა, თუმცა ახლა უკვე მგონი მანდაც ერთი ადგილისკენ მიდის საქმე. ფაქტები? კი ბატონო, შემოგაშველებთ - ცინცო მიდის (ბერიშვილიც), მალე ალბათ შერმადინიც წავა, შენგელია მაქსიმუმ 2-3 წელი ითამაშებს. ამ დროს ახალგაზრდებიდან ვინ მოჩანს ჰორიზონტზე?! თუკი ბითაძე-მამუკელაშვილს ახსენებთ, ეგენი შესარჩევებში მაინც ვერ დაგვეხმარებიან და აზრი?! თუ ვერსად გავედით ფინალურ ეტაპზე, როგორღა ჩამოვლენ ნაკრების დასახმარებლად?! სულ ცოტა ხანში დანიაში გვიწევს თამაში და რა ხდება?! ნაკრების მწვრთნელი ახალდანიშნულია და გუნდს ჯერ არც შეხვედრია, ლეგიონერი ძლივსძლივობით დავითანხმეთ და არც ვიცით რამდენად გამოგვადგება. არადა, ლუდბერგ-შილდსის დუეტი საუცხოო ფორმაშია და დარწმენებული ვარ, დანიელები მაყურებელთა მხარდაჭერით თავს მოიკლავენ რათა მოგვიგონ. არადა, მაგ თამაშის წაგება სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენი ნაკრების ევრობასკეტზე გასვლას, რადგან ჩვენს ჯგუფში ფინეთი უკონკურსოდ თამაშობს (მასპინძელია), სერბეთი ორივე თამაშს მოგვიგებს. და ამ დროს რას აკეთებს კალათბურთის ფედერაცია?! სანიკიძე წამოჭიმულია პარლამენტში ...
სიმართლე
12 თებერვალი 2024 21:39
6
Ვერ ატყობ რო ძააან მაგარი,,მზე" ხარ?
zura 222-ს
12 თებერვალი 2024 21:18
3
აქ ზოგს ფეხები არ მოგწონთ,მაკარონივით ფეხები აქვსო...სპილო მეგობარო შენ ქარიმ აბდულ ჯაბარი გახსოვს,გინახია ჯაბარი,იცი რო დღემდე NBA-ს ყველადროის ერთერთი საუკეთესო ცენტრი იყო.დურანტის ფეხებს დააკვირდი აბა.
პირველი ლეგიონერის(გვარი დამავიწყდა უცებ)გარდა არცერთი ლეგიონერი არაგვყოლია ამაზე უკეთესი კარიერის პატრონი.მსგავსი ვიდეოებით ჩემი აზრით ვერ გავიგებთ რა კლასი აქ.ისიც შეიძლება მაგარი ლეგიონერი დავიმატოთ და გუნდს ვერ მოერგოს ან უჯიგროდ ითამაშოს(ასეთიც გვყავდა-არც კლასი დაეწუნებოდა და არც კარიერა,მაგრამ უჯიგროდ თამაშობდა).
მე რა ვიდეოებიც ვნახე არც მთლად ბაქრაძეა-ცოცხალი თავით ფარისკენ რო არ იყურებოდა და ნაკრებში გვყავდა. დღესაც არიან ნაკრებში ფარისკენ რო არ იყურებიან.ვნახოთ იქნებ გამოგვადგეს-ლამაზი დაყენებული ტყორცნა აქ,მოძრავია,ტექნიკური,პასებიც იცის...მეც ვისურვებდი სტეფ კარის ნაკრებში,მაგრამ მხოლოდ ჩვენ სუვილზე არ არი, ვისაც ვიწვევთ იმასაც უნდა ჰქონდეს სურვილი და ბევრს არა აქვსოოოო...
jordan beli
12 თებერვალი 2024 21:15
1
ამაზე უკეთესი ვერავინ იპოვეს? ჩვენს ნაკრებს ისე აქვს საქმე, რომ ლეგიონერი ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება წარმატების. კალათბურთის ფედერაცია მე მგონი ყველა სხვა ფედერაციაზე უარესია. ეგენი და ფეხბურთის ფედერაცია, კატასტროფაა პირდაპირ.
რამ
12 თებერვალი 2024 20:28
6
ყველგან გრანდებში უთამაშია მაგარი შენაძენია ეტყობა აქეთ უხდის ფედერაციას თანხას
სსს
12 თებერვალი 2024 20:04
6
ერთი მაგის ფეხებს დააკვირდით, მაკარონებივით აქვს, ამან რა უნდა ითამაშოს?
ცოფიანი სპილო
12 თებერვალი 2024 19:12
14
mazgach shen aiversonis fexebi nanaxi gacvs an sxva bevri varskvlavis? ras braxabruxob gonze rom ar xar
suares
12 თებერვალი 2024 19:50
1
რათ გვინდა ეგ გარუსებული პუტინის მონაა მაგის გუნდში თამაშობდა
zura222
12 თებერვალი 2024 17:24
19
რას ამბობ, რა ჯობია რაშისტანში ნათამაშებ კალათბურთელს, მაგათი სუფთა ჰაერის ხომ ექნება ჩასუნთქული, მუხასრანსკის და ზაჟოპინსკის კურორტებზეც კი შეიძლება იყოს ნამყოფი, ბლიადოსლავსკის ტრაქტორთან ექნება ნათამაშები. ხოდა რატომ ვერ ვაფასებთ, თუ რამხელა პატივია ჩვენთვის რომ რუსეთგამოვლილი კალათბურთლი
კაი ერთი
12 თებერვალი 2024 20:48
8
ბო მაკალებია, თითქმის )))
ბს
12 თებერვალი 2024 16:07
1

სიახლეები პოპულარული