პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 9 ქულით ამარცხებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიას 37:28 ამარცხებს.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა

"ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
დანიის უძლიერეს ნაკრებს რომ ასეთ წინააღმდეგობას გაუწევ, ეგ უკვე მისასალმებელი. მიკვირს უძლიერესი ლონდარიძეს რატომ არ ათამაშებს
Gio
23 თებერვალი 2024 22:26
0
ლონდარიძეა ნაკრების თილისმაა. არ გამოიძახეს და შედეგიც სახეზეა. ეს ხუმრობით. ისე კი ქართული კალათბურთი მაგარი სისწრაფიდ იძირება. პრაქტიკამ აჩვენა რომ არ გამოდის რამოდენიმე საქმის ერთად კეთება. უფრო სწორად გამოდის, მაგრამ უხარისხოდ. სანიკიძის რა???, ან პარლამენტი ან ფედერაცია. პარლამენტში დარჩება რა თქმა უნდა და მომავალ პარლამენტში ცინცაძესაც გვერდში მოისვავს. ფუი.......
გოგი უკლება
24 თებერვალი 2024 12:03
0
იმედია შერმადინი გაიღვიძებს მეორე ტაიმში. ეს ნატურალიზებული სამქულანს არ ისვრის?
ttt
23 თებერვალი 2024 22:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული