საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
სანიკიძე-მარკოიშვილი-გურასპაული-ბოისების “დალაგებულ” ქართულ კალათბურთს ჯიკიჩიღა აკლდა:)))))) სპეციალურად ჩამოყავთ უამბიციო ბანძი მწვრთნელები, ნომინალურად არიან, ხეფასს იღებენ და ეგაა რა… სანიოლ-ჯიკიჩი:))) ნეტა რაგბიში მაინც ივარგოს იმ კოკერამ:)))
პაატა
23 თებერვალი 2024 23:46
4
რაგბში გვყავს ყველა ასაკობრივი ნაკრები. 17-18 წლიდან მიდიან ევროპულ კლუბებში სათამაშოდ. 18 წლამდელებში ევროპის ჩემლიონები ვართ და წელს 6 ერზე მიგვიწვიეს. 20 წლამდელები ერთი რაც მოხვდნენ მსოფლიოზე აღარ გამოვარდნილან და ათეულში არიან მუდმივად - მსოფლიოს ათეულში!
თაობები მოდის! ამ კალათბურთს და ფეხბურთს არ ეშველა არაფერი და არ გამოუჩნდა პატრონი და გულშემატკივარი!
Joseph
24 თებერვალი 2024 00:15
0
კოკერაც ჯიკიჩია.
WTF
24 თებერვალი 2024 00:01
1
ძალიან გთხოვთ ეს ბითაძე და მამუკელაშვილს ნუღარ ახსენებთ . არც იქ თამაშობენ და არც ნაკრებს ეხმარებიან. რა აზრი ააქვს მათ ყოპნას. ეს ნაკრები ვერსად ვერ გავა მარტო შენგელიათი და ამიტომ მათ საერთოდ არ მოუწევთ ნაკრებში თამაში. ერთი კარგი ლეგიონერი ხომ ვერ იპოვეს ამ ნაკრებში.
giorgi
23 თებერვალი 2024 23:37
2
კალათბურთში თაობები არ მოგვდის უძაან დაბლესიი დონეააა უკან უკან მივდივართ წინ კიდე ბევრი დაღმასვლა ელოდება ნაკრებს მე არ მინდა მაგრამ ფაქტია
სიმართლე
24 თებერვალი 2024 10:00
0
გეთანხმები მეც ვადევნებ ახლგაზრდების თამაშებს თვალს და უდაბლესი დონეაა მალე ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც სანატრებელი იქნება იმედია ვცდები...
Nikoloz
24 თებერვალი 2024 14:37
0
ამ ჯოგს აქვს პრეტენზია ოლიმპიადაზე მოხვედრის?ღმერთმა დაგვიფაროს თორემ ამ თამაშის შედეგს ნახევარი მსოფლიო ვერ გაიგებს ხოლო ეს პრაფანები რომ ოლიმპიადაზე მოხვდნენ ხომ წარმოგიდგენიათ მარტო ჩვენი მეზობლების რა სამასხარაო გავხდებით, ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი როცა მოქმედი სპორტსმენები იყვნენ კობიაშვილი სანიკიძე და თავიანთი ნიჭით და კლასით აღიარება მოიპოვეს რატომ უნდა გინდოდეს ასე ერთი ხელის მოსმით თავი შეაძულო ხალხს ხომ ხედავ რომ იმ საქმეში რასაც სათავეში ჩაუდექი არ ვარგიხარ და წადი რა
გია
24 თებერვალი 2024 09:57
2
ფული ბაბაია
rembo
24 თებერვალი 2024 13:17
0
დამთავრდა ჩვენი ევრობასკეტი,ვერ გავალთ,ყველაფერი უკან-უკან მიდის!!!
გაგა
23 თებერვალი 2024 23:31
3
და ჩვენ გვაქვს ოლიმპიადაზე თამაშის ამბიცია?
მეზღვაური
23 თებერვალი 2024 23:30
3
სამარცხვინო გუნდი გვყავს. საცოდავი ჯინჭარაძეა ამათი გუნდური დონე. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ცინცაძე სიბერეში გახდა ასეთი, ძალიან ცდება. მისი სტატისტიკა ყოველთვის ასეთი იყო: 10 თამაშიდან 1 გენიალური (მეჯიქ ჯონსონი ან ქრის პოლი გეგონებოდა), 2 - მეტნაკლებად კარგი, 7 - საძაგლად ჩაგდებული. ამ ახალწვეულთა შორის ერთს არაუშავდა, დანარჩენები სუპერზარალები იყვნენ. სერბეთთან 50 ქულაზე მეტს თუ ჩააგდებენ ძალიან გამიკვირდება
ელიასი
23 თებერვალი 2024 23:51
2
შენგელია და შერმადინიც რომ გავაცილოთ ნაკრებიდან იმის დროა! რაც შეეძლოთ გააკეთეს, რას ვემართლებით, ამდენი წელი ძალ-რონე არ დაუზოგავთ და ამდენი სიხარული მოუტანეს საქართველოს! ყველა ლებრონ ჯეიმსი ვერ იქნება! არ მემეტებიან ასეთი სამარცხვინო წაგებებისთვის! ისე რა საშინელება უნდა ხდებოდეს საქართველოს ჩემპიონატზე, რომ ამდენი ხნის მანძილზე ერთი მოთამაშეც კი ვერ გაიზარდე საშუალო ევროპული დონის! კატასტროფა! გაყიდულ თამაშსაც კი არ წააგებდა გუნდი ასე სამარცხვინოთ!
იმედი
23 თებერვალი 2024 23:40
5
მწვრთნელის ინტერვიუ ვნახე პირველ არხზე,ისეთი პესიმისტური განწყობა ჰქონდა მაშინვე მივხვდი,რომ ნანობდა აქ ჩამოსვლას,ფაქტიურად არავინ არ ყავს ვისაც უნდა დაეყრდნოს,თაობა არ მოდის!!ერთი ანდრონიკაშვილის იმედი მქონდა და ეგეც ვერ ახერხებს ვერაფერს,ანდრონიკაშვილიც არ არის საქართველოს გაზრდილი!!!
სოსო
24 თებერვალი 2024 00:37
1
ეს მწვრთნელი საერთოდ საქართველოს ნაკრებს კი არა საერთოდ კალათბურთს უნდა ჩამოაცილო
lova
23 თებერვალი 2024 23:49
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული