საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
ეს ტომასონი სად იპოვეს? სამიანების მსროლელი გვჭირდებოდა და ესაა ? რა იყო, რამე ატკატის ამბავია აქაც? რაც მაგას უნდა გადაუხადონ ნახევარს უკან უბრუნებს? მწვრთნელი რომ იმას ვერ გრძნობს ვის მისდის თამაში და ვის არა რაღაზეა ლაპარაკი. ვერ ხედავს, რომ იგივე ცინცაძე უპასუხისმგებლოდ თამაშობს, ძალიან გადამწყვეტ მომენტებში საიმედოდ თამაშის ნაცვლად რაღაცეებს ორიგინალობს და მარიაჟობს და ამის გამო ბურთი ზედიზედ იკარგება, რაღას გამოჰყავს? ერთი ოჩხრიკიძე იყო კარგი და მეტი დრო ეკუთვნოდა ვიღაცეების ნაცვლად. შერმადინს საერთოდ ვერ იყენებს. ადამიანი ესპანეთის ერთერთი საუკეთესოა და საერთოდ არ ჩანდა მოედანზე. მოკლედ არ ვიცი, გულზე ვარ გახეთქილი. ღმერთმა ქნას ეს უბრალოდ ერთჯერადად ჩაგდებული მატჩი იყოს და შემდეგ თამაშებში რაღაც გამოსწორდეს. ღმერთმა ქნას!
არტ
23 თებერვალი 2024 23:51
9
კარგი კუში დავსვით
912
24 თებერვალი 2024 00:19
2
კომენტატორები: გიორგი ცინცაძე არის ქართული კალათბურთის ლეგენდა :))
odala
23 თებერვალი 2024 23:32
5
ახალ თაობასთან შედარებით ნამდვილად არის,არც ერათი ახალგაზრდა კალათბურთელი არ თამაშობს უცხოეთში,რისი იმედი გაქვთ??
odala s
23 თებერვალი 2024 23:35
1
როცა ცინცაძეა შენი ლეგენდა, საერთოდ რამეზე პრეტენზია რატომ გაქვთ??
odala
24 თებერვალი 2024 08:21
1
ნებისმიერ სპორტში, არასპორტული აღნაგობის მთავარი მწვრთნელის, ათიდან ცხრა შემთხვევაში, არ მჯერა და პრაქტიკულად არც ამართლებს....ეს ჯიკიჩი, საინტერესოა რომელ პაბში იპოვეს? ალბათ,ორმხრივად სარფიანი კონტრაქტი გაუფორმეს....რომ მოითხოვო, რა თანხა უწერია კონტრაქტშიოოო, გეტყვიან, რომ ეს კონფიდენციალურიაოოო... თუ ესენი დარჩნეენ, ქართული კალათბურთის ხვალინდელ წარმატებულ დღეს ვერ ვხედავ, ნეტავ ვცდებოდე... ბოდიშსაც მოვიხდი.. გასკდა გული წუხანდელს აქეთ, ნუთუ ასეთი, ნუთუ მართლა ასეთი უსუსურები ვართ?
გიორგი-50
24 თებერვალი 2024 11:02
4
მწვრთნელი იგრძენით სადმე? ცინცაძეს მაინცდამაინც პენსია უნდა დაუნიშნონ, რომ თავი დაგვანებოს? და ან ჩვენ რომ გავდივართ და ან დანია და ბოლოს შესაძლოა ერთმანეთს შორის თამაშებზე მიდგეს საქმე და თუ წაგება იყო, მინიმალურად ბმაინც უნდა წაგვეგო, ამაზე ფიქრობდა ვინმე?
ქომაგი
23 თებერვალი 2024 23:33
2
სამწუხაროდ ჩვენი კალათბურთი წავიდა დაღმასვლით, ახალი არავინ ჩანს, შენგელია რო წავა მერე უფრო ვიგრძნობთ ამას.ეს ამერიკელი სად მონახა სანიკიძემ, ევროპაში იმდენი ამერიკელია და ამათმა მონახენ კაცი რომელიც ბურთს უბრალოდ ვერ ატარებს, გარბენს გარბენზე აკეთებს... აგერ აზერბაიჯანელებმა ზაკ ლედეი გაიფორმენ, ვინც ადევნებთ თავს ევროლიგას გეცოდინებათ მისი თამაში, ობრადოვიჩი გუნდში ისე არ აიყვანდა. ჩევენ კი ვიღაც ტომასონი მოვნახეთ სადღაც პოლონეთში ნათამაშები, ასეთები ჩვენ ჩემპიონატშიც უამრავია და საერთოდ სანიკიძემ მიხედოს კალათბურთს(პარლამენტში ჯდომას ჯობია).
maximus
24 თებერვალი 2024 12:19
2
შეგუებული ვართ რომ ბითაძეს და მამუკელაშვილის თამაში გამორიცხული იყო. აქ პრობლემა იმაშია რომ ნაკრებში რეალურად შენგელია გვყავს რომელსაც ზედმეტადაც უწევს საკუთარ თავზე თამაშის აღება რაც ბუნებრივია გამოიწვევს შეცდომებს. შერმადინი უღონოდ იყო. ამერიკელი ლეგიონერი პირველ თამაშს ატარებდა, სხვებზე რისი თქმა შეიძლება, არიან ახალწვეულებიც. ამ ნაკრებს პრობლემა ის აქვს რომ ახალი თაობიდან თუ არ წამოვიდნენ ევროპის დონეზე საშუალო დონის კალათბურთელები მაინც არაფერი გამოვა, მარტო შენგელიას და ტომპსონის იმედზე ყოფნა არაფერს მოგვიტანს. სათადარიგო სკამიდან შემოსული კალათბურთელების უმეტესობა არაა სანაკრებო დონის. მწვრთნელს პირველი თამაშით ვერ შევაფასებთ.
zaza
24 თებერვალი 2024 00:04
1
ეს რაა?
იბერიელი68
23 თებერვალი 2024 23:47
0
მსოფლიოს 58-ე გუნდთან წაგება? ალიურა ბითაძე და ის წვერებიანი რატო არ თამაშობენ ბნა-ში სკამებს რო ხეხავენ
ბაბაიაგა
23 თებერვალი 2024 23:35
6
დავბრუნდებით ისევ მეორე ლიგაში..საიდანაც დავიწყეთ!!! გული არ გაიტეხოთ..ნახეთ რა თაობა მოდის))
ღადაობთ?
23 თებერვალი 2024 23:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული