საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
ამ ჯოგს აქვს პრეტენზია ოლიმპიადაზე მოხვედრის?ღმერთმა დაგვიფაროს თორემ ამ თამაშის შედეგს ნახევარი მსოფლიო ვერ გაიგებს ხოლო ეს პრაფანები რომ ოლიმპიადაზე მოხვდნენ ხომ წარმოგიდგენიათ მარტო ჩვენი მეზობლების რა სამასხარაო გავხდებით, ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი როცა მოქმედი სპორტსმენები იყვნენ კობიაშვილი სანიკიძე და თავიანთი ნიჭით და კლასით აღიარება მოიპოვეს რატომ უნდა გინდოდეს ასე ერთი ხელის მოსმით თავი შეაძულო ხალხს ხომ ხედავ რომ იმ საქმეში რასაც სათავეში ჩაუდექი არ ვარგიხარ და წადი რა
გია
24 თებერვალი 2024 09:57
2
ფული ბაბაია
rembo
24 თებერვალი 2024 13:17
0
ჯიკიჩ-მალადეც, ნაკრებს (თოკოს, ოჩხიკიძის და ტომასონის გარდა)-ბრავო, ლონდარიძე გვინდა, ლონდარიძე
დათო
24 თებერვალი 2024 09:21
2
ფინეთი მასპინძელია და ითამაშებს ევროზე, სერბეთს რას დავაკლებთ, ან ჩვენ, ან დანიელები და გამოდის, რომ დანიასა და ჩვენს შორის უნდა გათამაშდეს მეორე საგზური. თუ ფინეთი დაუწვა დანიელებს და ჩვენთან თავი გაიგიჟა, მაშინ დანიასთან თბილისურ მატჩს აზრი არა აქვს. მაგრამ ასე არ მოხდა, ურთიერთშორის თამაშების სტატისტიკა გახდება გადამწყვეტი. ჰოდა, მინიმალურად მაინც წაეგოთ, როგორ აირივნენ და რა იოლად აყრევინეს ბოლოს?! თუ ერთნაირი ქულები გვექნება, გუშინდელზე მეტი სხვაობით მოგებაც ხომ გვშველის. ამაზე ვინმე ფიქრობდა ბოლო წუთებში?
ნ.ღ.
24 თებერვალი 2024 09:14
0
ხუთი წუთი ბურთს რომ ვერ ჩააგდებ არაფერზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს ეს არის ჩვენი ნაკრები?
დდდ
24 თებერვალი 2024 07:36
2
ტონი კროოსი წლების წინ დაემშვიდობა ნაკრებს საკუთარი სურვილით - ახალგაზრდებს დაუთმო გზა... მაგრამ ისე გაუჭირდა გერმანიას, უკან მობრუნდა ეს პრინციპულად პატრიოტი კაცი... ახლა ვინც ითხოვთ, ვეტერანები გავუშვათო, დარწმუნებულები ხართ, რომ ცოტა ხნის მერე სანატრელი არ გაგვიხდებიან?!... ჩვენი ყველა ასაკობრივი ნაკრები ქვედა დივიზიონში სულს ღაფავს და პირველი ნაკრები როგორ უნდა წყვეტდეს ციდან ვარსკვლავებს, ამაზე გიფიქრიათ?!... მერამდენე თაობის ნატურალიზებული გამთამაშებელი მოგვყავს, დათვალა ვინმემ?!... იმავე ფეხბურთში რომ სრულიად რუსეთში გაბნეული ვითომ ქართველები მოვაგროვეთ, გამოგვადგა რომელიმე?!... წყალბურთელთა ნაკრებში რამდენი ქართველი თამაშობს?!... აბა, მანდ ვუბრმავებთ მტერს თვალს თუ ვუბრმავებთ... იმიტომაც გადაგვირბინა ქვედალიგელმა რუმინეთმა... ესეც ხომ ფიგურული სრიალი ან ჰოკეი არ არის, რომ სკოლა არ გვქონდეს და ყინულის მოედანი?!... რაგბში რომ თითო უცხოელი დავიმატოთ ყველა რგოლში, ექვს ერს კი არა აფრიკა-ზელანდიებს დავუდგებით ტოლ-სწორად, მაგრამ ეგ ქართული რაგბი აღარ იქნება და პირადად მე ისე ვეღარ ვუქომაგებ - მადლობა მას, ვინც რაგბს უცხოელებისგან იცავს... აგერ ბატონო, სულ რომ აღარ გვახსოვდა, ხელბურთსაც თუ ვთამაშობდით, საკუთარი ძალებით ამოვყავით თავი ევროპის ჩემპიონატზე და არც იქ შევრცხვით, თამაშიც კი მოვიგეთ... ეს სჯობს, თუ ის ანეკდოტი, რაც ფუტზალში დაგვემართა?!... ვის ვეპრანჭებით და ვის ვეკეკლუცებით, რაცა ვართ, ის რომ ვიყოთ, მაგრად ტეხავს?!... შეიძლება, რამაგისპასუხიც იყოს, მაგრამ, მგონი, ევროპაშიც იმიტომ მივძვრებით, რომ ქართველობა და კავკასიელობა გვესირცხვილ-გვეუკადრისება და რასაც იმ ევროპაში მოვიგებთ, ნეტა ვის უნდა გავუყოთ?!... კი ბატონო, მე არავინ მკითხავს, მაგრამ ჩემს აზრს მაინც დავაფიქსირებ - სპორტის ყველა სახეობიდან გასაშვებია ყველა უცხოელი მწვრთნელიც და მოთამაშეც... შედეგი მყისიერი ვერ იქნება, მაგრამ რაც იქნება, ჩვენი იქნება, ის მაინც გვეცოდინება, ვინა ვართ და სადა ვართ, უსაფუძვლო ამბიციებს ჩამოვიბერტყავთ და სარკეში რომ ჩავიხედავთ, საკუთარ თავს თვალს გავუსწორებთ... ტონი კროოსი კი მაშინაც მართალი იყო, როცა წავიდა და ახლაც მართალია, როცა დაბრუნდა - ჯიშიანი შავტუხები გერმანელებს ფრანგებზე ნაკლები არ ჰყავთ, მაგრამ როგორც ჩანს, პრაგმატული გერმანელები იმ აზრზე მიდგნენ, რომ გერმანიას ისევ გერმანელმა უნდა უშველოს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ... არადა, თითქოს სპორტზე ვაპირებდი ჯუჯღუნს... არაა ჩემი საშველი...
ვოოტ
24 თებერვალი 2024 01:27
12
აი შენ თუ მართლა ავლიპას პაციენტი არა ხარ, გვითხარი, ან რაგბიმ რა დაგიშავა და ან მისმა ქომაგებმა?
ავლიპს
24 თებერვალი 2024 12:06
1
გამოყვეს ფეხი რაგბის ბალეშიკებმა....წადით პორტუგალიას იქნებ ერთი ჯარიმით მაინც მოუგოთ....
კალათბურთში ,რომ საშინელი პერიოდი გვიდგას არ ახალია,მარტო ბებერი შენგელიათი ვერაფერს ვიზავთ,აი ამ შერმადინის ვერაფერი გავიგე,ტიპი მვპ-ბს დებს ესპანეთში ნაკრებში ამის კარგი თამაში არ მახსოვს,ბითაძეს და მამუკელაშვილის გარეშე ნაკრები ნოლია,ვისთან წავაგეთ?!აი რას შეიძლება ,რომ შევადაროთ სიტიმ რო წააგოს ვთქვათ ლანჩხუთის გურიასთან,ანუ სად ვართ?!ფსკერზე...ოღონდ იმ ფსკერზე კი არა მაგის დაბლა ნეხვის ფსკერზე...
ავლიპ ზურაბიშვილი
24 თებერვალი 2024 09:22
9
შეემადინს შეეშვით. შერმადინს უნდა გამოყენება, მაგრამ ვერ ვიყენებთ. პიკენ როლზე პასს არ აძლევენ და სამქულიანზე სხვებისთვის ბლოკის დასაყენებლად იყენებენ მარტო. მწვრთნელის ბრალია. რეგულარულია MVP-ია ესპანეთის ლიგაში, რადგან მისი გამოყენება იციან.
შერმადინს შეეშვით
24 თებერვალი 2024 01:09
3
რა მტკივნეულია,არადა როგორ ვამაყობდი ყოველთვის საკალათბურთო ნაკრებით!!
ანი
24 თებერვალი 2024 01:04
1
ფედერაცია!!ხომ იცოდით, რომ თაობათა ცვლა გარდაუვალი იყო? რა გააკეთეთ საიმისოდ,რომ მტკივნეული არ ყოფილიყო ეს პროცესი??
ირაკლი
24 თებერვალი 2024 01:01
0
სანდრო მამუკელაშვილს არ ურჩევნია ამერიკაში სკამის ხეხვას,ევროლიგის კარგ გუნდში თამაში??ოცდაოთხი წლისაა და როდისღა უნდა ითამაშოს მაღალ დონეზე??ნაკრებს მაინც დაეხმარებოდა!!!
**
24 თებერვალი 2024 00:52
3
რას კომენტარებია, რას იგონებთ, ისე მშვენივრადაა კალათბურთშიც და ფეხბურთშიც ყველაფერი აწყობილი და დალაგებული, ფედერაციის პრეზიდენტებს ფაქტიურად საქმე არა აქვთ და ამიტომ დეპუტატობა შეითავსეს, უდიდესი წვლილი შეაქვთ კანონპროექტებზე მუშაობაში
llcl
24 თებერვალი 2024 00:39
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული