ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.
საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.
დანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]
კიდევ კარგი დანია იყო და არა ფინეთი!
ეგ წაგება ცუდი იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი.
ისე, ვინც წერს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დროა რომ წავიდნენო იცით მაგათ მაგივრად ვინ შეიძლება ითამაშოს?
კადრების ნაკლებობას და თაობათა ცვლის პროცესს ვუჩივით და ამ დროს უსამართლოდ ვჩაგრავთ ლუკა ბულაშვილს. მას კარგი ევროპული გამოცდილება უმაგრებს ზურგს და საქართველოს ჩემპიონატშიც ხშირად გამოუჩენია თავი. მას ზუროსი იგნორირებას უკეთებდა და არც გურასპაული წყალობდა. ეტყობა ესეც ფეხბურთის არაბიძე გახდა და ეტყობა რაღაც სერიოზულ ლპობას განიცდის ამ ქვეყანაში. რატომ ვერ მოხერხდა გიორგი ბეჟანიშვილის თუნდაც ერთხელ გამოძახება ნაკრებში? სად არის ერთ დროს პერსპექტიული და 216 სმ-ის სიმაღლის საბა გიგიბერია, ალექსანდრე მერკვილაძე, ვილი ისიანი, საბა ღვედაშვილი და ბევრი სხვა ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლებსაც ეროვნული ნაკრების ღირსეული ცვლა უნდა გაეგრძელებია? რატომ იძახებ ნაკრებში ფევაძეს, ბურჯანაძეს თუ არ ათამაშებ? ან როგავასი და ჯინჭარაძის რა მოსწონთ? რატომ ვერ გამოვიყენეთ შერმადინის ფაქტორი?
მოკლედ, მტერი ვერ გაგვიკეთებს იმდენ სიგლახეს, რამდენსაც ჩვენი არაკომპეტენტურობით, უცოდინრობით და ერთმანეთის ჯიბრით ვუფუჭებთ ქვეყანას.
მეორე და ყველაზე მთავარი - იდეალურად გაქვს ახსნილი პრობლემების ხასიათი.
ამიტომ მე ბევრს არაფერს ვიტყვი.
მტერი ვერ გაუკეთებს იმდენ უბედურებას საქართველოს, რასაც ეს კალათბურთის და ფეხბურთის ფედერაციები უკეთებენ.
არაკომპეტენტურობა, მონობა და ნეპოტიზმი - ძალიან მოკლე ჩამონათვალია ამათი დანაშაულების.
ბოისას ფაქტორი არ გიხსენებია და აღარც ღირს, ისედაც ნათელია ყველაფერს.
პრინციპში რა არის გასაკვირი, რუსეთის მე-5 კოლონა გვყავს ხელისუფლებაში და ამათი მოთრეული ფედერაცია რითი იქნება უკეთესი.
პირველ რიგში, ეს თამაში წააგო მწვრთნელმა! რატომ? უტვინოდ გადაუნაწილა დრო მოთამაშეებს, ანუ ა) შენგელია მეორე ტაიმში საერთოდ არ დაასვენა და ბოლოს ისიც "გადაიწვა"; ბ) მესამე მეოთხედში, მაშინ როცა დანიამ "აკრიფა", შენგელიასთან ერთად მოედანზე ერთდროულად დიდხანს ამყოფა საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონის მოთამაშეები (როგავა, კაკუშაძე, გაფრინდაშვილი); გ) ბურჯანაძე ჯამში მხოლოდ 4:24 წთ ათამაშა და 2-ე ტაიმში საერთოდ არ მისცა შანსი. 2. არაპროდუქტიულად გამოიყენა შერმადინის როლი; 3. უტვინოდ იღებდა წუთშესვენებებს, გაუგებარ მითითებებს აძლევდა მოთამაშეებს; 4. საერთოდ არ ეტყობოდა რომ თამაშის წაკითხვა შეუძლია.
ამ ყველაფერს დაემატა შემდეგი: თამაში ჩააგდეს ჯინჭარაძემ და შერმადინმა, ასევე ბურჯანაძემაც, თუმცა მას ძალიან მცირე დრო მიეცა (სწორედ ამათი ქულები დაგვაკლდა მოსაგებად, თუნდაც ერთ-ერთის მაინც); თუ არ ჩავთვლით ოჩხიკიძის საოცარ დებიუტს (რაც ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა), ჩვენი ჩემპიონატის უვარგისმა მოთამაშეებმა ჩვეულებრივ "გამოიჩინეს თავი" უქულობით (ფევაძე, როგავა, გაფრინდაშვილი) ან ძალიან ცოტა ქულა აიღეს (კაკუშაძე, ბექაური); ვეტერანმა ცინცაძემ თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ნამეტანი აურია დაკარგვებით (მის ასაკში ეს სრულიად ბუნებრივია), ხოლო ამერიკელი ტომასონი 4-ე მეოთხედამდე არც ცდილობდა 3-ქულიანების სროლას და მხოლოდ შესვლებით იხვეჭდა ქულებს; კატასტროფულად წავაგეთ ჩვენს ფარზე ბრძოლები და მეტოქეს მივეცით 2-ე ან 3-ე შეტევის არაერთი საშუალება, რაც ხშირად გამოიყენა; ასევე გვქონდა მოწინააღმდეგეზე 5-ით მეტი დაკარგვა (17-12-ზე), მათ შორის მეორე ტაიმში 8-3-ზე! საბოლოო ჯამში, მივიღეთ სრული კატასტროფა და გველოდება ახლო მომავალში უპერსპექტივობა ანუ სერბეთთან -20 სხვაობა (მინიმუმ) ორშაბათის მატჩში! გრძელვადიან მომავალში კი, დიდი ტურნირების გარეშე დარჩენა და ქართული კალათბურთის ბ დივიზიონში ვარდნა! არ გეგონოთ რომ ამას ნიშნისმოგებით ვწერდე, ეს მწარე რეალობაა (თუკი ჩვენს კალათბურთში რადიკალური ცვლილებეები არ მოხდება, რისიც ნაღდად არ მჯერა)