საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
ქალბატონებო და ბატონებო......ჩემი საყვარელი ფილმი "ნათლიმამა"...პომპეზური რელიგიური დღესასწაული ნიუ ორკში..ხალხის ერთი ჯგუფი მარიონეტების სპექტაკლს სულგანაბული უყურებს დადგმულს ტრადიციულ იტალიურ სტილში.....ამ დადგმას ასევე ჩაუვლის და რამდენიმე წუთი დროს დაუთმობს მაფიოზი ' შავი ხელი" რომელის შიშით მაღლა ჩიტს და დაბლა ჭიანჭველას.....მაფიოზი დაუდევრი აგდებული ჟესტით ..ხმამაღლა გამოთქვამს თავის აზრს რომელიც გასაგებია რომ ყველამ უნდა გაითავისოს როგორც ერთადერთი სწორი შეფასება მიმდინარე მომენტის.....კოპოლა ( ფილმის რეჟისორი) როგორც ჭეშმარიტად დიდი ხელოვანი მხოლოდ კინოსთვის დამახასიათებელი ენით გვეუბნება თუ რას ნიშნავს და რა შედეგი შეძლება მოყვეს ხალხისთვის ძალით მოხვეულ აზრს...უკვე ოცდაათი წელია ქართველ ხალხს კარნახობენ თუ რა უნდა მოეწონოს...რომ თურმე მკერდმოღლეტილი ტუჩებგამობერილი ქალი..ულამაზესია!!! ქალს რომელიც აცხადებს რომ გინება ინტელექტის ნიშანია მიტუას ჯორივით ვერ გააგდებ ეკრანიდან...კაცი რომელიც დედას ორშაურად იგინება ტელევიზორში ქალების თანდასწრებით თურმე საქართველოს კოლორიტია...კაცი რომელიც თავის გამარჯვებებზე ქალებთან გაუთავებლად ლაყბობს ახალგაზრდებისათვის მაგალითის მიმცემია....ამ ქარაფშუტა ხალხისთვის თურმე ბიუჯეტი იძლევა საშუალებას..ამავე დროს გადაცემა "ფერმა" მიაკეტეს..ამ გადაცემაში ერთიორი კინკილა ადამიანი ცდილობდა შემოებრუნებინა ქართველი კაცი თავის მამულისაკენ..აჩვენებდნენ რომ ამ სამოთხისმაგვარ მიწაზე მშრომელი ადამიანისათვის შეიძლება ინოვაციების დანერგვა..ფულის კეთება....ვიღაცას ეტყობა უფრო აწყობს რომ ქართველებმა უკანმოუხედავად დატოვონ სამშობლო!!! არის ეს მიზნმიმართული ანტიქართული ქმედება? დიახ..დიახ!!!!სპორტს დიდი როლი უკავია ერის ფიზიკურ და ფსიკიკურ ჯანმრთელობაში..როგორც მოგახსენთ კალათბურთის მსოფლიო ბრენდი გააგდეს ჯერ უმაღლესი მერე კი პირველი ლიგიდან!!! ახლა ფეხბურთს მიადგენ..დინამო თბილისი დაიცალა ფეხბურთელებისაგან ..სამაგიეროდ ესტონეთის მეოთხე ლიგაში ნათამაშებ ლეგიონერებს ვიყვანთ......გუშინ დანიასთან წაგებამ გამაოგნა....ახალი მწვრთნელი აკეთებდა ყველაფერს იმას რაც არ უნდა გააკეთოს გუნდის თავმა!!! თითქმის ყველა შეცვლა იყო არადროული და არ შეესაბამებოდა სიტუაციას!!!!..ცვლიდა მოთამაშეს ვისაც თამაში წაუვიდა და არ სვამდა სათადარიგო სკამზე კალათბურთელებს ვინც აშკარად არ იყო სათანადო კონდიციაში..მესმის რომ ჩვენს ნაკრებს არ ულხინს ..მაგრამ.. დანიაც არ არი იმ დონის რომ გვათქმევინოს... დედა ეს რა ვნახეთო...ახლა ძიუდოში ..ყველასთვის საყვარელი ბექა ღვინიაშვილი გააქრეს!!!!!!გაქრა დიდი იმედების მომცემი ზაალიშვილი..ამ დროს კი უკვე ტირაჟიდან გამოსული ხალხი დაგულაობს...ვინმე გამოდით და აგვიხსენით რა ხდება.....დიდო მეფეო ყოველი მხრიდან გვიტევენ..ხმა უნდა ამოვიღოთ ..უკანდასახევი გზა მოგვიჭრეს.......ჩვენს საყვარელ საქართველოს გაუმარჯოს...ამინ
ნუგზარ ნუუბიძე
25 თებერვალი 2024 21:16
0
მოიწვიეთ მოძებნეთ ის კალათბურთელები ვინც იმსახურებს ნაკრებში თამაშს, ბულაშვილი ისიანი, კიდევ ბევრი გვარი იყო დასახელებული სანიკიძე რატო არ იწვევთ ამ ბიჭებს ჩვენი ლიგა ვერ აკმაყოფილებს იმ დონეს რაც საჭიროა.ვინმემ ამიხსნას რატო ვერ ითამაშა შერმადინმა რატომ არ შედიოდა ფარქვეშ სამწამიანში ეს ხომ მისი საუკეთესო ადგილია აეხლა მაინც უთხრას ვინმემ ჯიკიჩს.
გია
24 თებერვალი 2024 21:51
1
მოხდა ის რაც შეუძლებლად ჩანდა!
კიდევ კარგი დანია იყო და არა ფინეთი!
ეგ წაგება ცუდი იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი.
ისე, ვინც წერს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დროა რომ წავიდნენო იცით მაგათ მაგივრად ვინ შეიძლება ითამაშოს?
თემური
24 თებერვალი 2024 17:48
1
თამაში ქვია რასაც აკეთებდნენ?
იმედი
25 თებერვალი 2024 03:51
0
ყველაზე ჩაშვებულ სასპორტო ფედერაციებს შორის არიან. არ ვიცი კალათბურთმა ესეთი რა დააშავა. თაობები გაუშვეს რასხოდში.
გიორგი
24 თებერვალი 2024 17:09
0
სანამ ეს არაფრის მაქნისი, უიმტელექტო და უიდეო ხალხი მართავს ქართულ ფეხბურთს და კალათბურთს, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ!
გულშემატკივარი
24 თებერვალი 2024 15:42
0
ვინც კიდევ ამ საცოდავების ტანჯვას უყურებს საღოლ, ძმაო
დათო
24 თებერვალი 2024 15:02
0
ერთ-ერთი მიზეზი წაგებისა დასახელდა ის, რომ ნაკრები შეუთამაშებელია, მწვრთნელმა არ იცის კარგად მოთამაშეთა შესაძლებლობები და ა.შ. შე კარგად სამყოფო ფედერაციავ და სანიკიძე, ზედ შესარჩევის წინ რომ დანიშნეთ მწვრთნელი და კალათბურთელების გაცნობა შესარჩევ თამაშებში უწევს, არ შეიძლებოდა 2-3 თვის წინ დაგვენიშნა? კალათბურთელებსაც გაიცნობდა და შესათამაშებლად, თავისი ტაქტიკური იდეების დასახვეწად იქნებ 1-2 თამაშში გამოგვეცადა, თუ გინდ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან ასპარეზობისას. იქნებ უფრო მეტად შეთამაშებულიყო გუნდი და ამდენი დაკარგვები არ გვქონოდა? ან შერმადინის ფაქტორი უფრო გამოგვეყენებინა? ეს ფაქტი არის მწვრთნელის ფუნქციების და ზოგადად კალათბურთის უცოდინრობა. დარგის და სპორტის სახეობების ფედერაციის მართვას უფრო ჭკვიანი მენეჯერები ჭირდება, ვიდრე ცნობილი სპორტსმენები. არც კობიაშვილს და არც სანიკიძეს ფეხბურთის და კალათბურთის ელემენტარული განვითარების ხედვა და გეგმა არა აქვთ და წარმოიდგინეთ პარლამენტში ქვეყნის განვითარების რომელ კანონშემოქმედებით მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა? რა უნდათ მაგათ პარლამენტში, ფედერაციებში ვერ მოუგვარებიათ ელემენტარული საკითხები?
კადრების ნაკლებობას და თაობათა ცვლის პროცესს ვუჩივით და ამ დროს უსამართლოდ ვჩაგრავთ ლუკა ბულაშვილს. მას კარგი ევროპული გამოცდილება უმაგრებს ზურგს და საქართველოს ჩემპიონატშიც ხშირად გამოუჩენია თავი. მას ზუროსი იგნორირებას უკეთებდა და არც გურასპაული წყალობდა. ეტყობა ესეც ფეხბურთის არაბიძე გახდა და ეტყობა რაღაც სერიოზულ ლპობას განიცდის ამ ქვეყანაში. რატომ ვერ მოხერხდა გიორგი ბეჟანიშვილის თუნდაც ერთხელ გამოძახება ნაკრებში? სად არის ერთ დროს პერსპექტიული და 216 სმ-ის სიმაღლის საბა გიგიბერია, ალექსანდრე მერკვილაძე, ვილი ისიანი, საბა ღვედაშვილი და ბევრი სხვა ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლებსაც ეროვნული ნაკრების ღირსეული ცვლა უნდა გაეგრძელებია? რატომ იძახებ ნაკრებში ფევაძეს, ბურჯანაძეს თუ არ ათამაშებ? ან როგავასი და ჯინჭარაძის რა მოსწონთ? რატომ ვერ გამოვიყენეთ შერმადინის ფაქტორი?
მოკლედ, მტერი ვერ გაგვიკეთებს იმდენ სიგლახეს, რამდენსაც ჩვენი არაკომპეტენტურობით, უცოდინრობით და ერთმანეთის ჯიბრით ვუფუჭებთ ქვეყანას.
თენგაბი
24 თებერვალი 2024 13:57
0
გავამწვავებ პრობლემას. ქართველისთვის უცხოა ერთიანობა, გუნდურობა, წესი,კანონი და ყველაფერი ის რაც საზოგადოებას განავითარებს. იდეისთვის არა ფულის შოვნის და თანამდებობებისთვის გაერთიანდა ჯოგი 2003 და 2012 -შიც.
დათო
24 თებერვალი 2024 15:13
1
მადლობა კომენტარისთვის. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ გამართული ქართულით წერ და რებუსების ამოხსნა არ მიწევს აზრის გამოსატანად.
მეორე და ყველაზე მთავარი - იდეალურად გაქვს ახსნილი პრობლემების ხასიათი.
ამიტომ მე ბევრს არაფერს ვიტყვი.
მტერი ვერ გაუკეთებს იმდენ უბედურებას საქართველოს, რასაც ეს კალათბურთის და ფეხბურთის ფედერაციები უკეთებენ.
არაკომპეტენტურობა, მონობა და ნეპოტიზმი - ძალიან მოკლე ჩამონათვალია ამათი დანაშაულების.
ბოისას ფაქტორი არ გიხსენებია და აღარც ღირს, ისედაც ნათელია ყველაფერს.
პრინციპში რა არის გასაკვირი, რუსეთის მე-5 კოლონა გვყავს ხელისუფლებაში და ამათი მოთრეული ფედერაცია რითი იქნება უკეთესი.
dd
24 თებერვალი 2024 14:13
2
ამათ ევროპაზე რა უნდათ, ესენი დიდი დიდი ფერმერების ჩემპიონატზე უნდა ათამაშო და იქაც დიდ შედეგებს ვერ დადებენ, ფარჩაკთა ნაკრებია.
მ.მ.
24 თებერვალი 2024 13:53
2
ხოოოო ნუ, მართალია ერთი მატჩის გამო არ ღირს კაცის მოთხრა, მაგრამ წარდგენის დროს რომ თქვა ჩვენი მიზანი ევრობასკეტზე გასვლაააოო და ეს თქვა რამდენიმე თვით ადრე ოლიმიადის შესარჩევამდე და თან დაპირებები არ მიყვარსო და ფაქტობრივად თქვა რომ არც ვიფიქროთ მაგაზეო... რაღაც ნიტოდ მომხდვა. არ ვიცი შეიძლება უბრალოდ რეალისტია და ილუზიები არ აქვს, მაგრამ რიავიცი ეა იგივეა ახლა სანიოლმა რომ ტქვას ჩვენი მიზანი ერთა ლიგის ბ დივიზიონიდან ევროპაზე მოხვედრაა ჩვენი მიზანიო და მარტში რა იქნება რა გითხრათ აბა დაპირებებს ვერ მოგცემთო - კაის უნდა ველოდოთ ამის მერე? თუმცა, ვნახოთ
იბერია
24 თებერვალი 2024 13:38
4
წუხელ გინებით გავსკდი და ღამე ვერ დავიძინე, თუმცა აზრი არ აქვს ნერვიულობას. ამიტომ, შეხვედრის ჩემეულ ანალიზს შემოგთავაზებთ.
პირველ რიგში, ეს თამაში წააგო მწვრთნელმა! რატომ? უტვინოდ გადაუნაწილა დრო მოთამაშეებს, ანუ ა) შენგელია მეორე ტაიმში საერთოდ არ დაასვენა და ბოლოს ისიც "გადაიწვა"; ბ) მესამე მეოთხედში, მაშინ როცა დანიამ "აკრიფა", შენგელიასთან ერთად მოედანზე ერთდროულად დიდხანს ამყოფა საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონის მოთამაშეები (როგავა, კაკუშაძე, გაფრინდაშვილი); გ) ბურჯანაძე ჯამში მხოლოდ 4:24 წთ ათამაშა და 2-ე ტაიმში საერთოდ არ მისცა შანსი. 2. არაპროდუქტიულად გამოიყენა შერმადინის როლი; 3. უტვინოდ იღებდა წუთშესვენებებს, გაუგებარ მითითებებს აძლევდა მოთამაშეებს; 4. საერთოდ არ ეტყობოდა რომ თამაშის წაკითხვა შეუძლია.
ამ ყველაფერს დაემატა შემდეგი: თამაში ჩააგდეს ჯინჭარაძემ და შერმადინმა, ასევე ბურჯანაძემაც, თუმცა მას ძალიან მცირე დრო მიეცა (სწორედ ამათი ქულები დაგვაკლდა მოსაგებად, თუნდაც ერთ-ერთის მაინც); თუ არ ჩავთვლით ოჩხიკიძის საოცარ დებიუტს (რაც ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა), ჩვენი ჩემპიონატის უვარგისმა მოთამაშეებმა ჩვეულებრივ "გამოიჩინეს თავი" უქულობით (ფევაძე, როგავა, გაფრინდაშვილი) ან ძალიან ცოტა ქულა აიღეს (კაკუშაძე, ბექაური); ვეტერანმა ცინცაძემ თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ნამეტანი აურია დაკარგვებით (მის ასაკში ეს სრულიად ბუნებრივია), ხოლო ამერიკელი ტომასონი 4-ე მეოთხედამდე არც ცდილობდა 3-ქულიანების სროლას და მხოლოდ შესვლებით იხვეჭდა ქულებს; კატასტროფულად წავაგეთ ჩვენს ფარზე ბრძოლები და მეტოქეს მივეცით 2-ე ან 3-ე შეტევის არაერთი საშუალება, რაც ხშირად გამოიყენა; ასევე გვქონდა მოწინააღმდეგეზე 5-ით მეტი დაკარგვა (17-12-ზე), მათ შორის მეორე ტაიმში 8-3-ზე! საბოლოო ჯამში, მივიღეთ სრული კატასტროფა და გველოდება ახლო მომავალში უპერსპექტივობა ანუ სერბეთთან -20 სხვაობა (მინიმუმ) ორშაბათის მატჩში! გრძელვადიან მომავალში კი, დიდი ტურნირების გარეშე დარჩენა და ქართული კალათბურთის ბ დივიზიონში ვარდნა! არ გეგონოთ რომ ამას ნიშნისმოგებით ვწერდე, ეს მწარე რეალობაა (თუკი ჩვენს კალათბურთში რადიკალური ცვლილებეები არ მოხდება, რისიც ნაღდად არ მჯერა)
fani
24 თებერვალი 2024 13:30
1
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია,მგონი ყველაზე მეტად იმაში ტყუის,რომ ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭების მომზადება,ფაქტობრივად უცხოური კლუბებში მათი სტაჟირებით შემოსაზღვრა.ახალგაზრდა,ასე მოუმზადებლად უცხო გარემოში რომ აღმოჩნდება.,ძალიან დიდი შანსია,რომ დაიკარგოს.ფეხბურთიდან ამის უამრავი ცუდი მაგალითი გვაქვს.იმ კლუბებისთვის ეს ბიჭები არაფერს წარმოადგენენ და თუ ვერ მოუმატებენ,ფეხებზე ჰკიდიათ.ჩვენ კი ძალიან შეზღუდული რესურსები გვქვს და ყოველი ნიჭიერი ახალგაზრდის დაკარგვა,კატასტროფული დანაკარგია.რაგბში მოვახერხეთ,სპორტსმენთა მომზადების და განვითარების კარგი სისტემის შექმნა,რომელსაც სულ უფრო და უფრო კარგი შედეგები მოაქვს.ფეხბურთშიც თანდათან იქმნება ინფრასტრუქტურა,სადაც მოხერხდება საკმაოდ მაღალ დონეზე ახალგაზრდობის მომზადება,პარალელურად ხდება მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი კადრების მომზადებაც,სერტიფიცირებით.კალათბურთში გვაქვს რაიმე სისტემა,ან შენდება დარბაზები და სავარჯიშო ბაზები?აქედან ისეთ დონეზე მომზადებული ახალგაზრდები უნდა გავუშვათ,უცხოეთში,რომ იქ სხვებისთვის წარმატებული კონკურენცია შეძლონ.სხვანაირად,ყველა თავისას დაამჯობინებს,ჩვენგან გაგზავნილს.მთავარი,მაინც სპორტის დაფინანსების სახელმწიფოს მიერ წაქეზება უნდა იყოს,შესაბამისი ფინანსური შეღავათებით.სახელმწიფო ყველაფერს ვერ დააფინანსებს,ეს კერძო სექტორმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე.ეს კი,მხოლოდ მაშინ მოხდება,თუ ეს მათთვისაც მომგებიანი გახდება.სწორედ ამას უნდა მოემსახუროს, სპორტის დაფინანსების კანონი(სახელწოდება პირობითია).
სოსო
25 თებერვალი 2024 23:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული