საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
მწვრთნელის ინტერვიუ ვნახე პირველ არხზე,ისეთი პესიმისტური განწყობა ჰქონდა მაშინვე მივხვდი,რომ ნანობდა აქ ჩამოსვლას,ფაქტიურად არავინ არ ყავს ვისაც უნდა დაეყრდნოს,თაობა არ მოდის!!ერთი ანდრონიკაშვილის იმედი მქონდა და ეგეც ვერ ახერხებს ვერაფერს,ანდრონიკაშვილიც არ არის საქართველოს გაზრდილი!!!
სოსო
24 თებერვალი 2024 00:37
1
შემადგენლობა რომ ვნახე,ვიფიქრე,ვის უნდა დაეყრდნოს,შანსი არ გვაქვს მეთქი,მაგრამ ვისი იმწდიც არ მქონდა,ისევ მათ აჯობეს სხვებს.გიორგი ცინცაძე,მიდის გუნდიდან,დიდი მადლობა მას,მაგრამ გამთამაშებელი სხვა რომ ვერ გავზარდეთ,ასე თუ ისე,დამაკმაყოფილებელი დონისა,მაგიტომ წავაგეთ ეს მატჩიც.20 წელია ნაკრებშია და 10 წლის მერე მაინც ხომ უნდა გეფიქრათ,ვინმეს დაწინაურება დაოსტატებაზე?ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა შერმადინის და ჯინჭარაძის ასე სუსტი თამაში/თორნიკესთან ერთად,მათ უნდა აეღოთ ძირითადი დატვირთვა.გიო შერმადინს ვულოცავ მეხუთე შვილის გაჩენას,ღმერთმა კიდევ უფრო გაუმრავლოს ჯალაბი,მაგრამ ასე სუსტი და უინიციატივი,მისი თამაში არ მახსოვს.ეტყობა რაღაცა პრობლემები ჰქონდა,რადგან ვიცი როგორი პიროვნებაა და უპასუხისმგებლობას გამოვრიცხავ.ჯინჭარაძე ძალიან დაძაბული ჩანდა,დასაწყისშივე,უკვე პირველ პერიოდში,ორი აშკარად არასაჭირო ჯარიმა,გაფუჭებული ორი საჯარიმო და მერე არასპორტული ფოლი,ამის დადასტურებად მიმაჩნია.კარგი იყო გიორგი ოჩხიკიძე,მაგრამ მთელი თამაშის თავზე აღება,მისთვის ძალიან ადრეა,ლეგიონერი,საკმაოდ კარგად ისროდა,მაგრამ მაკფადენისაგან განსხვავებით,თამაშის თავზე აღებას ერიდებოდა.ახალ მწვრთნელს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა ნაკრებთან სამუშაოდ და ცხადია,ვერ მოესწრო სათამაშო სქემების გუნდისაგან გათავისება.თავიდან,დასვენებულები მის სისტემას ავად თუ კარგად გუნდი ახორციელებდა და შედეგიც ჰქონდა,მაგრამ დაღლილობის დაგროვებასთან ერთად ამ სქემებით თამაში სულ უფრო აერიათმეორე ტაიმში,საერთოდ გაქრა.ინდივიდუალურად კი,მხოლოდ კაპიტანი ახერხებდა რაღაცას და ბოლოს ისიც ამოკეტეს,დანიელებმა.ჩვენი ნაკრები არც ადრე გამოირჩეოდა დიდი ინტელექტით და ძირითადად გუნდის ლიდერების ძალისხმევით აღწევდა შედეგებს.დღეს კი,მხოლოდ შენგელიას ძალისხმევა,საკმარისი არ აღმოჩნდა.მეტი რა დაგვრჩენია?უნდა დაველოდოთ,ლიდერების გამოჯანმრთელებას,ახალი მწვრთნელისაგან გუნდის თავის თარგზე გადალაგებას და იმედი ვიქონიოთ,რომ დანიასთან განმეორებით მატჩისათვის,ჩვენი მაშინდელი კონდიციები,სასურველი ანგარიშით მოგების საშუალებას მოგვცემს.სერბების და ფინელების თუ არა,დანიელებზე სასურველი ანგარიშით გამარჯვება,ამ შემადგენლობასაც უნდა შეეძლოს და შეუძლია კიდეც.მთავარია მანამდე გუნდის შეთამაშება მოესწროს.
სოსო
24 თებერვალი 2024 00:25
0
კარგი კუში დავსვით
912
24 თებერვალი 2024 00:19
2
სირცხვილია ქვეყნის ასეთი ნაკრები,შენგეკიაც რომ წავა ალბატ გიბრალტარი და ტასმანია ფორიტ მოუგებენ,დანია რომ მოხსნებში საკუთარ ფარზე ორმაგ უპირატესობას გაგიკეთებს დაანებე თავი თამაშს ისე მწვრთნელი რისი მიხედვიტ შეარჩიეს მართლა საინტერესოა
სანდრო
24 თებერვალი 2024 00:13
1
2008 - 2017 წლის ევრობასკეტის ჩათვლით იყო საქართველოს ნაკრების ოქროს ხანა, სათამაშო სახეობებში ერთადერთი ძლიერი გუნდი გვყავდა. იგორ კოკოშკოვს უკავშირდება საქართველოს ნაკრების აღმავლობის ეპოქა (2008 - 2015 წლები) და 3 წელი ცდილობდა ფედერაცია მის გაშვებას (ახალი სისხლის მოტივით) და 2015 წელს ბოლობოლო გაუშვეს, ინერციით კოკოშკოვის გუნდი იყო 2017 წლის ევრობასკეტამდე. კოკოშკოვის გაშვებით დასრულდა ქართული კალათბურთის წარმატებული სვლაც.
2017 წლის მსოფლიოს შესარჩევიდან მოყოლებული მუდმივი რეგრესია. მსოფლიოზე გავედით ოკუპანტების დასანქცირების გამო და არა იმიტომ რომ ვიმსახურებდით

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს.

ოჩხიკიძე - ერთადერთი სასიამოვნო სიახლე. როცა მისდიოდა თამაში რატომღაც მაშინ გაყავდა მოედნიდან.

როგავა, ფევაძე, ჯინჭარაძე - რატომ გამოიძახეს, სად მოეწონათ?

თორნიკე შენგელია - მისგან კარგ თამაშს მივეჩვიე

შერმადინი - მისგან ცუდ თამაშ მივეჩვიე და დროა ცინცაძესთან ერთად დაასრულოს 26 თებერვალს სანაკრებო კარიერა

ტომასონი - ალბათ დრო სჭირდება ადაპტაციისთვის, თუმცა ყველა სხვა ლეგიონერი პირველივე თამაშში კარგად თამაშობდნენ, ტომასონი არც კარგი იყო და არც ცუდი.

მწვრთნელი. მიუხედავად იმისა რომ პირველი თამაში ჰქონდა ნაკრებში, მისი კარგი მწვრთნელობის მე არ მწამს.

გურასპაული - უკვე მერამდენე ინტერვიუა, როცა მომღიმარ-ოპტიმისტ-აფერისტი გურასპაული სულ გვაიმედებს და სულ რეგრესია.

26 თებერვალი წინასწარ გამოცხადებული წაგების ქრონიკა. ამ თამაშზე წასვლა მარტო იმიტომ ღირს რომ ფანტაზისტა გამთამაშებელი ცინცაძე გავაცილოთ ტაშით და მადლობით.
დააT
24 თებერვალი 2024 00:10
2
სად ნახა და როდის მოეწონა ამ ჯიკიჩმა ცინცაძის თამაში?!... ალბათ, ერთად თამაშობდნენ?!...
დდდ
24 თებერვალი 2024 00:10
4
შეგუებული ვართ რომ ბითაძეს და მამუკელაშვილის თამაში გამორიცხული იყო. აქ პრობლემა იმაშია რომ ნაკრებში რეალურად შენგელია გვყავს რომელსაც ზედმეტადაც უწევს საკუთარ თავზე თამაშის აღება რაც ბუნებრივია გამოიწვევს შეცდომებს. შერმადინი უღონოდ იყო. ამერიკელი ლეგიონერი პირველ თამაშს ატარებდა, სხვებზე რისი თქმა შეიძლება, არიან ახალწვეულებიც. ამ ნაკრებს პრობლემა ის აქვს რომ ახალი თაობიდან თუ არ წამოვიდნენ ევროპის დონეზე საშუალო დონის კალათბურთელები მაინც არაფერი გამოვა, მარტო შენგელიას და ტომპსონის იმედზე ყოფნა არაფერს მოგვიტანს. სათადარიგო სკამიდან შემოსული კალათბურთელების უმეტესობა არაა სანაკრებო დონის. მწვრთნელს პირველი თამაშით ვერ შევაფასებთ.
zaza
24 თებერვალი 2024 00:04
1
ამათ რას ვერჩი.ჩემ თავზე ვბრაზდები. რაში დავკარგე ჩემი სიცოცხლის 2 საათი.ყოჩაღ ბიჭებო.შემდეგ საათებს აღარ დავკარგავ თვენი უსუსურობის ყურებით
გელა
24 თებერვალი 2024 00:00
7
პატრონიანები ძირითადში და საქმე გაკეთდება!
ლაშა
23 თებერვალი 2024 23:59
2
თუ მიდიხარ, წადი რაღა... 4 დაკარგვა, უაზროდ ბურთის გადატანა მეორე ნახევარზე, მერე ზურგით დგომა და გაჭედვა, კაი რა, წადი რა, ნამუსი არა გაქვს? 217 თამაშიდან გამახსენეთ ერთი მაინც, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ცინცაძემ მოიგო ან გადამწყვეტი როლი შეასრულა გუნდის მოგებაში, მე არ მახსენდება ასეთი.
ცინცაძეს
23 თებერვალი 2024 23:54
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული