საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ სერბეთთან 63:76 დამარცხდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა, მაგრამ ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამის მქონე საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებში ბოლო, 217-ე მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ და ამ შედეგით აბსოლუტური რეკორდსმენია. მან ეროვნულ გუნდში 20 წელი იასპარეზა.

სტუმრების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, რომლებმაც პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. შემდეგ ჩვენმა გუნდმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტოქე ფარზე ბრძოლას იგებდა, სწრაფ შეტევებს უკეთ ახორციელებდა და პირველი ტაიმი 31:38
დასრულდა.

დიდი შესვენების მერე ჯიკიჩის გუნდმა ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა ისევ მოახერხა სერბეთმა გაქცევა, დასკვნითი პერიოდის წინ 8 ქულით გავიდა წინ და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 13 - ტომასონმა, 6-6 - ცინცაძემ და ბურჯანაძემ, 5-5 - შერმადინმა და ოჩხიკიძემ, 4 - ჯინჭარაძემ, 3 - ფხაკაძემ, ხოლო 2 - კაკუშაძემ. სტუმართა გუნდში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გუდურიჩი იყო, 15 ქულა კი მარინკოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველი ორი მატჩი წააგო და შემდეგ შეხვედრას 21 ნოემბერს გასვლაზე ფინეთთან ჩაატარებს, რომელმაც დღეს დანიას სახლში 89:85 სძლია.

altსაქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან

მკითხველის კომენტარები / 48 /
"ბ" ლიგაში დაგვაბრუნეთ ევროპელებო თუ შეიძლება..ჩვენი ადგილი იქააა
სლავა მინდელი
27 თებერვალი 2024 08:08
2
გამოაცხადეთ კონკურსი, ვინც სროლა იცის, ნაკრებში ეგრევე ვღებულობთთქო. სად პოულობთ ან აქ და ან იქ ვერმსროლელებს კასოი თვალებით
საბურთალო
27 თებერვალი 2024 02:56
2
კიდე კაი მიხვდი და წახვედი… რამდენი დაკრგვა გაქ ნაკრებში იმდენი ქულა არ გექნება აღებუკი ერთიანად!!
ცინცაძეს
27 თებერვალი 2024 01:45
19
კომენტარების მიხედვით ხალხი სერბეთთან წაგებით უფროა გაბრაზებული, ვიდრე დანიასთან წაგებით... სპორტის სახეობა ხომ არ გეშლებათ, ძმებო?!...
დდდ
27 თებერვალი 2024 00:59
1
ჩაგეთვალააა!!!
:)
27 თებერვალი 2024 10:02
0
როგორ მინდოდა ხვიჩა ჩამოსულიყო და ეგულშემატკივრნა . მაგრამ არაუშავს
ქართლოსი
27 თებერვალი 2024 00:24
12
ეგულშემატკივრა თუ ეთამაშა?
ბოისა
27 თებერვალი 2024 01:17
0
მსროლელად მოიყვანეს ტიპი, რომელიც არ ისვრის. თუ ისვრის, სამქულიანის ხაზიდან ერთი მეტრის შიგნით. ამას თანამედეოვე კალათბურთში აღარავინ აკეთებს.
გიორგიპირველი
27 თებერვალი 2024 00:23
1
ბოდიშით მაგრამ აზრზე არ არიან კალათბურთის.
wtf
27 თებერვალი 2024 00:17
2
სანიკიძე, მაგ მსუქან კაცთან ერთად რამდენში აგდებ ქვეყანას? ეს კობიაშვილსაც ეხება!
გაასაჯაროვეთ კონტრაქტები, ფული ხალხისაა!
27 თებერვალი 2024 00:16
8
ეს კომენტატორი ყველა თამაშში,რომ აცხადებს:,, სამქულიანების სროლა არ წაგვივიდა". ვერ ხვდება, რომ არ ვიცით სროლა.
დიმა
27 თებერვალი 2024 00:11
0
"3 ქულიანებში არ გვიმართლებს"-ო,მუდმივად გაიძახიან კომენტატორები, გიმართლებს რა, კალათბურთია თუ "ყომარი"? ვერ აგდებენ ,არ იციან, არ შეუძლიათ, ასეთი კომენტარების კეთებას ვერ ბედავენ, ეშინიათ ვინმე "უფროსი"არ გაანაწყენონ და სამსახური არ დაკარგონ.
რიგითი გულშემატკივარი
27 თებერვალი 2024 08:33
0
კიდევ კარგი პატიოსანმა ფინეთმა მაინც დაგვიტოვა შანსი.
S.K.K.
27 თებერვალი 2024 00:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული