შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირის 4 საგზური საკვალიფიკაციო ტურნირებით თამაშდება და საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, წარმატების შემთხვევაში ოლიმპიადაზე გავიდეს. საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ჩვენი ნაკრებია, ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 6 ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი), ერთი საგზურისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრებმა მზადების პირველი ნაწილი თბილისში –
ტრევიზოში შეკრება აქტიურად მიმდინარეობს, მწვრთნელები ნელ-ნელა აძლიერებენ დატვირთვებს. მოთამაშეებს როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური ვარჯიშები აქვთ. ნაკრებთანაა გასულ სეზონში „ორლანდო მეჯიქში“ მყოფი გოგა ბითაძე, რომელსაც ნბა-ს რეგულაციებით, მზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა 18 ივლისამდე არ შეუძლია და ის ნაკრებში მხოლოდ უკონტაქტო ვარჯიშებში იღებს მონაწილეობას. ნაკრებს 13 ივნისს, საღამოს, სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდება, რომელიც ბითაძის მსგავსად, 18 ივნისამდე ვარჯიშებში აქტიურ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
საქართველოს ნაკრები იტალიაში 23 ივნისამდე დარჩება. სწორედ ამ დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ქალაქ ტრენტოში იტალიის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.
GBF.GE