მამუკელაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, ტრენტოს თასზე იტალიასთან 68:79 დამარცხდა.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ფევაძე, შენგელია, ბითაძე. ჩვენი გუნდი 8:0 დაწინაურდა და მეტოქეს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 23:17 მოიგო. მეორე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაქცევა შეძლო და პირველი ტაიმი 37:30 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა, ბევრი დაკარგვები გვქონდა, ჩვენს გუნდს შენგელია და ბითაძე ლიდერობდნენ, ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი კი საუკეთესოდ ვერ ირჯებოდა. შედეგად,
ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:51 დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო - მან ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა და 11 მოხსნა), ჯიკიჩმა შენგელია (17 ქულა  და 7 მოხსნა) დაასვენა და იტალიამ, რომელიც სწრაფი შეტევებით გამოირჩეოდა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს მცირე დისკომფორტი აქვს და ამიტომ დაასვენეს.

altსაქართველოს ეროვნული ნაკრები ტრევიზოდან ტრეტოში იტალიასთან სათამაშოდ ჩავიდა

მკითხველის კომენტარები / 21 /
რაც იყო იმ დონის მაინც ხომ უნდა იყოს, თადის, რიჩი დიქსონის დონის, ეს რაა თუ უკეთესი არაა, ვაფშე არ გვინდა მაშინ.
თემო
18:17 24-06-2024
1
უცნაურია, როცა კომენტარებში ადამიანები უმაღლესი დონის უცხოელი კალათბურთელის აყვანას ითხოვენ. იმ უცხოელს არ ეკითხებით? უამრავი სამუშაოები ჩაატარეს, მაგრამ უკეთესი ვერავინ დაითანხმეს. რითი უნდა დააინტერესონ, საქართველოს მოქალაქეობით? სხვა ხიბლი არ აქვთ. ნაკრებში ხელფასის გადახდა ფიბა-ს რეგულაციებით აკრძალულია. მთელი სეზონი გადატვირთულ სპორტსმენს დასვენება ბევრად ურჩევნია, ვიდრე რომელიღაც უცხო ქვეყნის ნაკრებში თამაში, ვარჯიში და ტრავმის საფრთხე. ამერიკელისთვის სადღაც ნაკრებში თამაში არაფერს ნიშნავს.
თემო
13:07 24-06-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული