მამუკელაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, ტრენტოს თასზე იტალიასთან 68:79 დამარცხდა.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ფევაძე, შენგელია, ბითაძე. ჩვენი გუნდი 8:0 დაწინაურდა და მეტოქეს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 23:17 მოიგო. მეორე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაქცევა შეძლო და პირველი ტაიმი 37:30 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა, ბევრი დაკარგვები გვქონდა, ჩვენს გუნდს შენგელია და ბითაძე ლიდერობდნენ, ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი კი საუკეთესოდ ვერ ირჯებოდა. შედეგად,
ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:51 დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო - მან ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა და 11 მოხსნა), ჯიკიჩმა შენგელია (17 ქულა  და 7 მოხსნა) დაასვენა და იტალიამ, რომელიც სწრაფი შეტევებით გამოირჩეოდა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს მცირე დისკომფორტი აქვს და ამიტომ დაასვენეს.

altსაქართველოს ეროვნული ნაკრები ტრევიზოდან ტრეტოში იტალიასთან სათამაშოდ ჩავიდა

მკითხველის კომენტარები / 21 /
კარგით რა ხალხო რაღა დროს ლონდარიძეა... ათამაშეთ ბახტაძე შეაჩვიეთ ცოტა დიდებთან თამაშს ის მომავალი, მერე რა რომ წლოვანებით პატარაა, ან ეს ამერიკელი სად ნახეს ჩვენი ფედერაციის ბოსებმა, აზერბაიჯანს ყავს ამერიკელი ამას ათი თავით ჯობია. მოკლედ შესარჩევში ჩვენ ლატვიის მომგები არა ვართ(ნეტა ვცდებოდე) და არც ფილიპინების.ისე სანიკიძემ პარლამენტში ჯდომას ხარისხიანი ლეგიონერი მონახოს ჯობია,ამ ტომასონს მაკაბიშიც თითქმის სულ სკამზე უწევს ჯდომა და აქ გახადეს ძირითადის წევრი.მოკლედ პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ ყველა უგზო-უკვლოდ განათლებულები ფედერაციების ხელმძღვანელები თითქმის ყველა პარლამენტშია აბა სპორტისათვის ვის ცალია და აგერ შედეგი ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ცოტა ლიცენზია...
Maximus
24 ივნისი 2024 09:50
2
ეს ლეგიონერო საოდან მოიყვანეთ … თამაშს ვუყურე და ტიპი აზრზე არაააა
ცოტნე
24 ივნისი 2024 01:35
2
გაუჭირდებოდათ.))))
ზაქრო
23 ივნისი 2024 23:39
3
და რომ ყოფილიყო მოვიგებდით??
თაზო
23 ივნისი 2024 23:36
4
diskomforti tu ar eknebodat mashin ki ,ikve italias ekneboda diskomforti
kombato
24 ივნისი 2024 01:35
1
ეჯ პატარა დისკომფორტებით იწყება ნერვების გლეჯა.
456
23 ივნისი 2024 23:28
0
არა ეს ტომასონი სად ოპპვეს რა. ამას ისევ თადი ჯპბია თან ბევრად.
რრრ
23 ივნისი 2024 23:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული