ოლიმპიადაზე გასვლა ოცნებად დაგვრჩა - საქართველოს ნაკრებმა ფილიპინებს მხოლოდ 2 ქულით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა რიგაში ფილიპინები 96:94 დაამარცხა, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად ჩვენს გუნდს მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რაც მისი მოკლე სათადარიგო სკამიმიდან გამომდინარე, ძალიან რთული ამოცანა იყო.

საქართველოს ნაკრებს კაპიტანი შენგელია დაუბრუნდა, რომელმაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ტომასონი, ანდრონიკაშვილი, შენგელია, მამუკელაშვილი, ბითაძე. ქართველ კალათბურთელებს სტარტი კარგი გამოუვიდათ, 8:0 დაწინაურდნენ და მეტოქე იძულებული გახდა წუთშესვენება აეღო, რის შემდეგაც ქართველებმა უპირატესობა გაზარდეს (16:0). პირველი ქულები მოწინააღმდეგემ მხოლოდ
მეექვსე წუთზე ორი სამქულიანით მოიპოვა, თანდათან სხვაობა შეამცირა და პირველი მეოთხედი 28:17 დასრულდა.

ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, ფარზე დომინირებდა, ვიზავის შეცდომების დაშვებას აიძულებდა, შეტევაში ბითაძე და მამუკელაშვილი შესანიშნავად ირჯებოდნენ, შენგელია შეუჩერებელი იყო, ტომასონსაც სროლები წაუვიდა და 40:20 გავედით წინ. მერე ფილიპინებმა 11-ქულიანი გაქცევა მოახერხა, პირველი ტაიმი კი 55:43 მოვიგეთ.

დიდი შესვენების მერე ჩვენმა გუნდმა კატასტროფულად ითამაშა, ფილიპინები პირველად მატჩში წინ გავიდა, დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე ფრე, 74:74, ხოლო საბოლოოდ საქართველოს ნაკრების 2-ქულიანი გამარჯვება დაფიქსირდა.

ჩვენი გუნდიდან 26 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო (7 მოხსნა), 19 ქულა ბითაძემ ჩააგდო (9 მოხსნა), 17 შენგელიამ (7 პასი), 14 ტომასონმა, 13 სანაძემ, 5 ანდრონიკაშვილმა. ფილიპინელთაგან საუკეთესო ბრაუნი გახლდათ - 26 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი.


altშემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ფილიპინების 19 ქულით დამარცხება სჭირდება
მკითხველის კომენტარები / 52 /
ბოისა რას აკეთებს ნაკრებში ვინმემ იცით? ან რას აკეთებდა როცა თამაშობდა, მაგის ჩაგდებული გინახავთ?
guram
05 ივლისი 2024 17:37
1
da shen ra gagiketebia mazgach
gri
08 ივლისი 2024 18:22
1
მიუხედავად იმისა რომ ასაკი მიწყობს ხელს, მე ვეძებე და ბოისას ჩაგდებული ინტერნეტშიც ვერ ვნახე.
იქნება შენ მაჩვენო?
გურამას
06 ივლისი 2024 21:30
1
ყველა გამოხმაურება
ღმერთო მაპატიე და გარეგნულადაც ყოველნაირად არასიმპატიურია ჩვენი მწვრთვნელი.
ხუტა
05 ივლისი 2024 10:37
3
შენ რომ ჭკუა არ გაქვს ის ლატვიელების ბრალია?)))))
evropidan
05 ივლისი 2024 10:35
3
ესეიგი რომ ვერ გავედით ლატვიელების ბრალია?ვინც ლატვიელებს აბრალებს ან ბრმაა ანაც საერთოდ არ ესმის კალათბურთი,28 ქულით რომ წააგო გუნდმა ვის აბრალებთ ნაცებს თუ ქოცებს წესები თუ არ იცით ინტერნეტში მაინც მოძებნეთ და მერე გაიგებთ ლატვიამ გაგწირა თუ შენი ბრალია ეს ყველაფერი
ხასანა ძია
05 ივლისი 2024 10:09
1
უნამუსო ლატვიამ გაგვწირა. მარა ჯსეეს ტრენერუ და ლწგიონერი მეორადებში იშოვეს?
Rezo
05 ივლისი 2024 01:59
13
ქართული კალათბურთის აღმავლობის ხანა დამთავრებულია! ამჟამინდელი ნაკრები გადაიქცა საშუალოზე დაბალი კლასის გუნდად, რომელიც არათუ ოლიმპიადის ან მსოფლიოს, არამედ აწი ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურსაც ვეღარ მოიპოვებს. ამაზე სრულად არიან პასუხისმგებელი ფედერაციის ხელმძღვანელები. ვიქტორ სანიკიძე იმდენად კარგი სპორტსმენი იყო და ისე გვიყვარდა ხალხს, რომ ვერ წარმომედგინა თუკი ასეთი ცუდი მენეჯერი იქნებოდა. ამას დავუმატოთ ფედერაციაში გამეფებული სრული ნეპოტიზმი და დილეტანტიზმი, რაც გამოვლინდა ყოვლად უვარგისი ლეგიონერისა და მწვრთნელის შერჩევაში. ვინც ამ ჯიკიჩზე და ტომასონზე გააკეთა არჩევანი, მათ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ! მასეთნაირები კონა ათ შაურად ყრია არათუ ევროპაში, არამედ საქართველოს ჩემპიონატშიც. და რატომ ვერ მოინახა უკეთესები?! მავანნი იტყვიან რომ მაღალი დონის მწვრთნელი და მოთამაშე ვერ დავითანხმეთო. ჰოდა, ეს ყველაფერი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ კალათბურთის ფედერაციაში არაპროფესიონალები სხედან, რომელთაც არ გააჩნიათ გონივრულად მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარები! შედეგად, მივიღეთ ნაკრების სრული დეგრადაცია, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დანიასთან და სერბეთთან მარცხებით, ხოლო ამ ჯერზე უბრალოდ დადასტურდა. უბედურება ისაა რომ ე.წ. ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეთა (ლონდარიძე, ფევაძე, კორსანტია, ოჩხიკიძე და სხვ.) დონე 0-ის ტოლია! მგონი ევროპაში არცერთ ნაკრებს არ ჰყავს ასეთი ცუდი სათადარიგო სკამი. ამასობაში წავიდნენ ვეტერანები (ცინცაძე, ბერიშვილი), მალე წავა შერმადინიც, ხოლო მომავალი როგორია? კიდევ უფრო უარესი! ჰორიზონტზე არავინ არ ჩანს პერსპექტიული (მაქსიმუმ ბახტაძე), ხოლო შენგელიაც რომ წავა, მაშინ ნაკრებს უკვე სუსტი გუნდებიც მოუგებენ
სიმართლე
05 ივლისი 2024 01:01
1
რთული იქნებოდა მაგრამ რომც გავსულიყავით ჯგუფიდან... ერთი რამ ფაქტია მოიყვანეს უვარგისი ლეგიონერი მერედა ლატვიასთან დაასვენეს თოკო ფილიპინებს მოუგებთო და გავალთ ლატვიის დახმარებითო.. ეეე მანდ გადააგდეს გლანდებში ჩვენს სამწვრთნელო შტაბს
სიმართლე
04 ივლისი 2024 23:46
1
სამწვრთნელო სტაფთან 1 რჩევა მაქვს.
თუ შენგელია ან მამუ დაიღალა ძალიან გთხოვთ მათ მაგივრად ლონდარიძეს ნუ შემოუშვებთ.
ჯობია 4 კაცით ვითამაშოთ.
dd
04 ივლისი 2024 23:10
2
უარესი წინ გველოდება. თითქმის სამი წელი გაჩერებული იყო ყველა საკალათბურთო ტურნირი კოვიდის მიზეზით. მაშინ როცა ყველა დარბაზის სახეობაში ტარდებოდა ტურნირები კოვიდ წესების დაცვით. ესენი კიდევ არაფრის კეთებაში იღებდნენ ხელფასებს, ჩვენი ხალხის ფულს. უამრავი ბავშვი გავიდა მაგ დროს კალათბურთიდან, უდიდესი წყვეტა გვექნება და გვაქვს კიდეც. სამწუხაროდ რამოდენიმე წელი ევროზე მოხვედრაც ძალიან გაგვიჭირდება, თაობა აღარ მოდის ამათი დაუდევრობის გამო.
asa
04 ივლისი 2024 22:29
2
მწვრთნელის გაშვებაზე განცხადება კიდევ არ გაუკეთებია ფედერაციას?!
დათო
04 ივლისი 2024 22:14
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული