
ფილიპინებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, რომელიც 16 ქულით მოიგო, შემდეგ 28 ქულითაც დაწინაურდა, ბოლოს მასპინძლებმა გაიბრძოლეს და საბოლოოდ სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს.
შეგახსენებთ, პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან 55:83 წააგო, დღეს ფილიპინებს დაუპირისპირდება და ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად 19 ქულით მოგება სჭირდება.
საქართველოსა და ფილიპინების ეროვნული გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.