სანამ მოედანზე შევიდოდნენ, ჩვენი ნაკრების წევრები ტრენაჟორებზე მოითელნენ. ისინი ფიზმომზადების მწვრთნელმა – ფილიპ მიჰაილოვიჩმა ავარჯიშა. საკალათბურთო მოედანზე გადასვლის შემდეგ, კალათბურთელებს ძირითადად ერთი ტიპის ვარჯიში ჰქონდათ, რომელიც უშუალოდ კომბინაციების გათამაშებას ეხებოდა.
საქართველო ნაკრებმა 13 კალათბურთელით ივარჯიშა. ესენი არიან: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი,
პირველად ივარჯიშა ნაკრებთან კამარ ბოლდუინმა, რომელიც დინჯად და მაღალი ოსტატობით ასრულებდა მასზე დაკისრებულ გამთამაშებლის ფუნდამენტურ მოვალეობებს – ბურთის გათამაშებას, დროულ და ზუსტ პასს და, რა თქმა უნდა, ბურთის ჩაგდებას – იქნებოდა ეს შორი და საშუალო სროლით თუ სწრაფი გარღვევით კალათის დალაშქვრა.
ანალოგიური გრაფიკი ექნება ჩვენს ნაკრებს ოთხშაბათსაც, ფინეთთან მატჩის წინა დღეს, თუმცა სავარჯიშოდ ესპოო არენა იქნება – სადაც ფინეთთან მატჩი უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებს საქართველო ფინეთის ნაკრებთან – 21 ნოემბერს ესპოოში და 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.
GBF