ეროვნული ნაკრების გენერალური შეკრება 18 თებერვლიდან 15 კალათბურთელით იწყება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით შეკრება დაასრულა. ალეკსანდარ ჯიკიჩის მეთაურობით ჩვენი ნაკრების 12 კანდიდატი 10 თებერვლიდან თბილისი არენაზე ვარჯიშობდა და 8 მათგანი იმ შემადგენლობაში მოხვდა, რომელიც 18 თებერვლიდან გენერალურ შეკრებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 21 თებერვალს უმნიშვნელოვანესი, რომ იტყვიან, ყოფნა-არყოფნის მატჩი ელის დანიასთან, რომლის მოგების შემთხვევაშიც ევრობასკეტის საგზურს ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვებს. წაგება დაღუპვის ტოლფასია, რადგან ასეთ შემთხვევაში დანია ბოლო მატჩში ფინეთის დამარცხების შემთხვევაში გვასწრებს – იმის მიუხედავად, სერბეთში რომც გავიმარჯვოთ.

დანიასთან მატჩის მეორე დღეს, საქართველოს ნაკრები ბელგრადში გაემგზავრება,
სადაც 24 თებერვალს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩს სერბეთთან გამართავს. ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ ექნება, თუკი საქართველო დანიას მოუგებს, რადგან სერბეთს ჯგუფში პირველობა, ხოლო საქართველოს მეორე ადგილი ექნება გარანტირებული.

საქართველოს ნაკრებს დღეს შეუერთდა ბექა ბურჯანაძე, ხოლო 18 თებერვლიდან ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში იქნება ყველა ლეგიონერი. 17 თებერვალი დასვენების დღეა, ხოლო სამშაბათიდან ალეკსანდარ ჯიკიჩი მომავალი მატჩებისთვის მზადებას შემდეგ კალათბურთელებით გააგრძელებს:

რატი ანდრონიკაშვილი (ობრადოირო, ესპანეთი), კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონიაU18, ესპანეთი), ლუკა ლიკლიკაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ლუკა მაზიაშვილი, კახა ჯინჭარაძე (ორივე ამრა გაგრა), დუდა სანაძე (ესპეროსი, საბერძნეთი), სანდრო სანაძე (ზესტაფონი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), ილია ლონდარიძე (ბათუმი), გიორგი კორსანტია (ქუთაისი).

თბილისი არენაზე ივარჯიშებს დანიის ნაკრებიც, რომელიც თბილისში უკვე ჩამოვიდა და სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დაბინავდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
Კაი რა თუ ძმა ხარ დანიელებმა თუ ამოგვკეტა რა გვინდა ევროპაზე.დდდდ
Ფრთხილადს
11:06 18-02-2025
0
ძალიან რთული (მძიმე) თამაში გველოდება, რადგან დანიისთვის ისტორიული მატჩია, "თავს მოიკლავენ". აუცილებელია, რომ ლიდერებთან ერთად ასევე თადარიგისა და საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებმაც აკრიფონ ქულები (ნუ ცოტ-ცოტა მაინც), თორემ ლიდერებს დაკეტავენ და მერე მოგება გაჭირდება. ღმერთმა ნუ ჰქნას რომ დანიამ ისტორია თბილისში დაწეროს - სწორედ ამიტომ, სრული მობილიზაცია ბიჭებო!
ფრთხილად!!!
00:30 18-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული