
საქარველოს ეროვნული ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც დღეს დანიას დაუპირისპირდება, ცნობილია. თამაშის წინა დღეს, თბილისი არენაზე ალექსანდარ ჯიკიჩმა გენერალური ვარჯიში ჩაატარა, რის შემდეგაც მის განკარგულებაში არსებული 15 კალათბურთელიდან 12 შეარჩია:
რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა მაზიაშვილი, კამარ ბოლდუინი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი შერმადინი, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, მათე ხატიაშვილი და გიორგი ოჩხიკიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ გასვლის ზღვარზეა. ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს დანიის დამარცხება სჭირდება, რომ ევრობასკეტის საგზური მოიპოვოს. თუკი დანიამ იმარჯვა, ევრობასკეტზე გასასვლელად ბოლო ტურში სკანდინავიურ
დანიამ 2017 წლის შემდეგ პირველად შეძლო შეივონ შილდსის ნაკრებში ჩამოყვანა. მან ამ ქვეყნის პასპორტი ამ წელს აიღო და ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ახლა კი, როცა დანიას ევროპასკეტზე გასვლის ისტორიული შანსი აქვს, ყველაფერი გააკეთეს ნატურალიზებული ამერიკელის თბილისში ჩამოსაყვანად.
ალექსანდარ ჯიკიჩის საზრუნავიც სწორედ შილდსის და კიდევ ერთი ევროვარსკვლავის, იფე ლუნდბერგის განეიტრალება იქნება, ამ 2 კალათბურთელზე ძალიან ბერი რამე იქნება დამოკიდებული.
ბილეთების ონლაინ-გაყიდვა TKT.GE-ზე მიმდინარეობს. მატჩი თბილისი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.
P.ს. ვინც წაიკითხოს, იცოდეს და არ დამეხმაროს, ყველა მასეთის დდშვც!!!