ბელგრადში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ალეკსანდარ ნიკოლიჩის" სახელობის დარბაზში, სადაც სერბეთს უნდა დაუპირისპირდეს, პირველი ვარჯიში გუშინ გამართა. ეს გახლდათ ერთადერთი სრულფასოვანი ვარჯიში მსოფლიო გრანდთან თამაშის წინ. დღეს, შუადღისკენ, ალეკსანდარ ჯიკიჩი მოთელვითი ხასიათის ვარჯიშს ჩაატარებს, რომელსაც ძირითადად კონკრეტული კომბინაციების კიდევ ერთხელ დასამუშავებლად, რომ იტყვიან, მოთამაშეთათვის გადასამეორებლად გამოიყენებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები სერბეთში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა. მიზეზი გასაგებია: ბელგრადულ მატჩს არანაირი სატურნირო დატვირთვა არ აქვს. ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში სერბეთი საკვალიფიკაციო ტურნირის H ჯგუფში პირველ, ხოლო საქართველო მეორე ადგილს დაიკავებს. ორივე ნაკრები, ევრობასკეტის მასპინძელ ფინეთთან ერთად აღნიშნული ჯგუფიდან გასულია და მოახელოებულ მატჩს ორივე სათადარიგო და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის პრაქტიკის გასაღრმავებლად გამოიყენებს.

ცხადია, NBA-ს მოთამაშეებს არ ჩავთვლით და ისე, თავდაპირველად, სერბეთს ლამის ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა. გუნდი სავსე იყო ევროლიგის მოთამაშეებით, თუმცა როცა წინა ტურის შემდეგ ხსენებულმა მატჩმა სატურნირო ინტერესი დაკარგა და გაირკვა, რომ საქართველო სერბეთში 3 ლიდერის გარეშე მიდიოდა, სვეტისლავ პეშიჩმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელით ჩაანაცვლა.

სერბეთი ჩვენთან სათამაშოდ შემდეგი შემადგენლობით იქნება:

უროშ პლავსიჩი (ჩაჩაკი, სერბეთი)

ბალსა კოპრივიცა (პარტიზანი, სერბეთი)

ბოგოლუმ მარკოვიჩი (მეგა ბასკეტი, სერბეთი)

მარიო ნაკიჩი (პარტიზანი, სერბეთი)

დუშან მილეტიჩი (სპარტაკ სუბოტიცა, სერბეთი)

არიჯან ლაკიჩი (პარტიზანი, სერბეთი)

სტეფან იოვიჩი (ვალენსია, ესპანეთი)

ბორისა სიმანიჩი (იგოკეა, ბოსმია)

ალეკსა ავრამოვიჩი (ცსკა, რუსეთი)

უროშ ტრიფუნოვიჩი (თოფაში, თურქეთი)

დუშან ბელსაჩი (ავტოდორი, რუსეთი)

ასიმ დულოვიჩი (ბელგრადი, სერბეთი)

საქართველოს ნაკრები სერბეთში მესამედ თამაშობს. წინა ორი შეხვედრიდან 1 მოიგო და 1 დათმო. სერბეთისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

Rezo
ის პატარა ბიჭი ათამაშე, რა! წარნოიდგინე, რა ბედნიერება იქნება მუსთვის სერბეთთან დებიუტი 16 წლის ასაკში !
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
7-კაცას მე-7 ადგილი
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
"მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი" - უტა აბე
7-ქალა | არის პირველი მოგება!
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...