ესპანეთი - მესამედ ევროპის ჩემპიონი

AutoSharing Option
ქალთა შორის 201 7 წლის ევრობასკეტის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა. ჩეხეთში გამართულ კონტინენტის პირველობის ფინალში ესპანელებმა 71:55 (21:18, 18:12, 17:10, 15:15) მოუგეს საფრანგეთს და ისტორიაში მესამედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ფინალში ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რის შემდეგაც, 18:18-ზე ესპანეთმა გაქცევა მოაწყო და ამის შემდეგ, ახლოს არ მიიკარა მეტოქე.

ჩემპიონის რიგებში ორი მოთამაშე იყო გამორჩეული - ლიტლმა 19 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა, ხოლო ალბა ტორენსმა - 18 ქულა. ამ დუეტმა თავისი გუნდის ქულების თითქმის ნახევარი მოაგროვა.

სწორედ ალბა ტორენსი გახდა
ტურნირის MVP, ხოლო ევრობასკეტის სიმბოლური ნაკრები ასე დაკომპლექტდა - ევანტია მალტსი (საბერძნეთი), ენდენე მიემი (საფრანგეთი), ემა მეესემანი (ბელგია), ალბა ტორენსი (ესპანეთი) და სესილია ზანდალასინი (იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული