საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.
bako
03 სექტემბერი 2017 19:02
1
ცინცაზე ტუ არ დაიმტვრა ვერ მოვიგებტ,ხელს გვისლის
ეგ საქმეა
03 სექტემბერი 2017 19:01
1
არის ჩვენი ადგილი იქ, დარწმუნებული ვარ ბელგია უკეთესად გამოვიდოდა.
სარო
03 სექტემბერი 2017 19:00
0
სამწუხაროდ ერთი თამაშის კალათბურთელები გვყავს, მეტს ვერ ქაჩავენ! შემთხვევით მოუგეს ლიტვას და ისე იზეიმეს ევრო ნასკეტის გამარჯვებულები ყოფილიყვნებ.
Opa
03 სექტემბერი 2017 19:00
2
ეს არი არ უნდა იბაქიბუქო მოვიგებთ მოვიგებთო ჩარჩნენ ჯგუფში
ჯალალედინი
03 სექტემბერი 2017 19:00
0
Gavdivart jgufidan es yvelaferi yomaria.me ase mgonia.
Gia
03 სექტემბერი 2017 18:59
1
საინტერესოა აზერბაიჯანს ან ყირგიზეთს თუ მოუგებენ.სომხები რომ დაამყნობენ ფაიზაღია
levani
03 სექტემბერი 2017 18:58
2
უკრაინამ დამსახურებულად გაიმარჯვა - მოიგო ყველა ბრძოლა დაცვაში, შეტევაში და ასჯერ უკეთესად ესროლა ჩვენზე. მე მგონი კალათბურთი მერი არც არაფერია. ჩვენი გასვლა კიდევ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, იმიტომ რომ ასეთი თამაშით შანსი არავისთან არა გვაქვს. ყველანაირად გასაგებია გულშემატკივრის იმედგაცრუება ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ. ნამდვილად ბოლო ორი თამაშის მოგება ჯობდა ლიტვასტან მოგებას...
MMM
03 სექტემბერი 2017 18:55
0
ჩვენი ნაკრების N1 პრობლემა საკუთარ ფარზე მოხსნები ! ! !
მაშინ როცა ამ კომპონენტში თითქმის ყველას უნდა ვჯობნიდეთ.
ლაშა
03 სექტემბერი 2017 18:55
0
ამათ ქონდათ პრეტენზია მედალზე? ხალხი აზრზე არ არის კალათბურთის და პრეტენზიები აქვთ მსუყე გუნდებზე და ჰონორარებზე.რატომღაც მეგონა რომ ლიტვამ მიცა თამაში ამ უვარგისებს რაც დამტკიცდა.გერმანიასთან რომ ფარს წააგებ ამხელა ოყლაყების პატრონი და პლუს წააგებ ევროპის ერთ ერთ უსუსტეს ნაკრებთან როგორიც უკრაინაა რა შეიძლება იმ ძალით კალათბურთელებს უწოდო.კი ვიცით მარა არ უშველის ამ ნამუსგაწყვეტილ ხალხს რაც არ უნდა უწოდო
kote
03 სექტემბერი 2017 18:53
2

სიახლეები პოპულარული