საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
rac vnaxet, imas ki nu miyvevit,analizi shemogvtavazet
shaliko
03 სექტემბერი 2017 19:25
0
არაფრის მაქნისები
Gio
03 სექტემბერი 2017 19:25
2
მოწოდების სიმაღლეზე კიარა უნდა სცხვენოდეს, ამ დონეზე მოთამაშე ასე უსუსურად, რომ გამოიყურება, თუ ფორმაში არ არის, სულ ნუ გავა სათამაშოდ! ფაჩულიას შემხედვარე იფიქრებ, დამწყებია და პირველად არის მოედანზე!?
???
03 სექტემბერი 2017 19:24
0
ამბობდა ზუროსი პირველი თამაშის მერე ჯერ ადრეა სიხარულიო. ფსიქოლოგიურად ვერ გადახარშეს ბიჭებმა პირველი გამარჯვება...
Felisio
03 სექტემბერი 2017 19:23
0
ამ გუნდის მაქსიმუმია ამ ჩემპიონატში მონაწილეობა...გამაგებინეთ რატომ ითხოვთ ვინმესთან მოგებას. ჩემპიონატი გვაქვს ..0. ბაზები..0. ფედერაცია.. 0. კალათბურთელების რაოდენობა-ერთი ხუთეული....მწვრთნელები-გვყავს საერთოდ?...და ამ დროს ამბიცია-გავიდეთ შემდეგ ეტაპზე...უკეთესი -გავხდეთ ჩემპიონები...რის საფუძველზე?... რატომ?
P.S. მატჩის კომენტატორები...საოცრება!
zura
03 სექტემბერი 2017 19:18
1
გაბლატავდნენ და ჩაისვარეს
'-'
03 სექტემბერი 2017 19:16
3
მოხდა ის,რისიც ჩემპიონატის დაწყებამდე მეშინოდა,7 კაცი ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს და შესაბამისად ყოველი მომდევნო თამაში, წინაზე უარესი გამოდის.გერმანიასთან მარცხი მაინც სხვა ფაქტორებს უფრო დავაბრალეთ,მაგრამ ახლა უკვე აშკარად გამოჩნდა,ბიჭები გადაიღალნენ.მოსამზადებელ ეტაპზე ზუროსს რეზერვი შემოჰყავდა ხოლმე და ისინიც რაღაც დროის შემდეგ ,საკმაოდ ნორმალურად იწყებდნენ თამაშს,მაგრამ აქ,ზუროსი ვეღარ რისკავს და ესეც გასაგებია,იმდენ დროს ვეღარ აძლევს სათადარიგოებს,რომ თამაშში შევიდნენ,არა და შედეგი უარესი მივიღეთ და მომდევნო თამაშში,ალბათ კიდევ უფრო გაგვიჭირდება.შემჩნეული მაქვს,ციცნცაძე რომ დაიღლება,სისულელეების კეთებას იწყებს,ახლა დიქსონმა უარესები გააკეთა და არც სანაძე ჩამორჩა.დასკვნა ერთია.გადაიღალნენ.მეორე დასკვნა კი ალბათ ის არის,რომ ზუროსი თამამად უნდა ენდოს რეზერვს,რა თქმა უნდა დიდი რისკია,მაგრამ სხვა გამოსავალიც არ ჩანს.იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს.
სოსო
03 სექტემბერი 2017 19:13
0
ნაადრევად ავიყვანეთ ცაში ბიჭები,ყველაფერი უყურადღებობის ბრალია,სად გაქრა ის გაცეცხლებული გუნდი არვიცი,რაგვემართება არვიცი ძალიან გულდაწყვეტილი ვარ
დდდ
03 სექტემბერი 2017 19:11
0
ცინცაზემ წააგო ეს მატში
ეგ საქმეა
03 სექტემბერი 2017 19:07
0
ეს იციტ რატომ მოხდა ორი სატადარიგო მინიმუმ ბოისა და განსაკუტრებიტ გამყრელიზე რომ წაიყვანა კოკოშკოვი გიჯი არ იყო მემგონი ორივეს რომ ამოდო ამ 7დმა კალატბურტელებმა ამხანაგურები იტამასეს ზლიერად და გახსნა ლიტვასტან დამოიგალენ ამას დაერტო ბიტაზის ტრამვა ბერისვილი და ლონდარიზე რაც არის კიდევ ყველამ ვნახეტ უბრალოდ ეს მგელი ბიჩები მეცოდებიან უკრაინამ მოგვიგო ტანაბარი ზირიტადი დატიტქმის სატადარიგოები ერტნაირატ ტამასობდენ
შოთა გუგეშაშვილი
03 სექტემბერი 2017 19:06
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული