საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
მოხერხება უნდა იმას რომ გაცემული ავანსები ასე გააბათილო და ისიც აუტსაიდერთან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ...
B-52
03 სექტემბერი 2017 18:44
0
მაგრად მიტყდება ამათი წაგება ესეთი სამარცხვინი თამაშით არაფერი ესაქმებათ ეურობასკეტზე ცინცაძეზე კიდე გავიმეორებ პირველი თამაში იმიტო მოვიგეთ რო მაგან ტრამვა მიიღო ძაან უკლასოა გამთამაშებელი რო ჯარიმას ვერ ისვრის გააგდე რა ესაქმება მაგას ნაკრებში
Simartle
03 სექტემბერი 2017 18:42
0
ლიტვას რაღას ვერჩოდით და ვანერვიულეთ...
კახა
04 სექტემბერი 2017 10:14
0
აწი, დასაკარგი არაფერი გვაქვს, თავისუფლად და თამამად უნდა ვითამაშოთ, და შეიძლება ერთი თამაში კიდევაც მოვიგოთ.

თქვენთან ვართ ბიჭებო, აბა თქვენ იცით!!!
ზგ.
04 სექტემბერი 2017 09:07
0
Samarckhvino
Ilo
04 სექტემბერი 2017 01:48
0
არაუშავს ბიჭებო არაუშავს აი ნახავთ ისრაელთან და იტალიასთან მაგარ კალათბურთს ვითამაშებთ და ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ აი ნახავთ... გადაიგალა უბრალოდ ნაკრები მოკლე სათადარიგოთა სკამის გამო... შეხედეთ ლიტვას და დანახავთ რა ნაკრებს მოვუგეთ თანაც ვერავინ იტყვის რომ "გაგვივარდა" აი ნახავთ აუცილებლად გავალთ ჯგუფიდან და არამარტო ჯგუფიდან!
giorgi
03 სექტემბერი 2017 21:16
5
არაფრის მაქნისები
Gio
03 სექტემბერი 2017 19:25
2
ცინცაზემ წააგო ეს მატში
ეგ საქმეა
03 სექტემბერი 2017 19:07
0
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.
bako
03 სექტემბერი 2017 19:02
1
არის ჩვენი ადგილი იქ, დარწმუნებული ვარ ბელგია უკეთესად გამოვიდოდა.
სარო
03 სექტემბერი 2017 19:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული