საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.
მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.
საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა - მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.
მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.
ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.
საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21
თქვენთან ვართ ბიჭებო, აბა თქვენ იცით!!!
გერმანიასთან ფავორიტები იყვნენ და წინ გავიდნენ თუ არა 51-47, იფიქრებდი ბურთი კი არა ცხელი ტაფაა ამათთვისო, ეგრევე ხელდან აგდებდნენ! მომდევნო 11.30 _წუთში მხოლოდ 6 ქულა აიღეს!
უკრაინასთან უპირობი ფავორიტები იყვნენ და ასევე უპირობოდ წააგეს.
ტოტალიზატორის გუნდი!