შერმადინი "ბარსელონასთან" საუკეთესო იყო | "ტენერიფე" ბოლო წამებზე დამარცხდა

AutoSharing Option
წლები გადის დ გიორგი შერმადინი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლიგაში სტაბილურობას ინარჩუნებს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში, ქართველი ცენტრის "ლაგუნა ტენერიფემ" ევროპულ გრანდ "ბარსელონას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 91:94 დამარცხდა. ის, რომ მასპინძლები ბოლო წუთებამდე მოგების შანსით მივიდნენ და გამარჯვებას მეტოქეზე არანაკლებად იმსახურებდნენ, უპირველესად შერმადინის დამსახურებაა. ქართველი ლეგიონერი მოედანზე მყოფ კალათბურთელთაგან ყველაზე შედეგიანად გაისარჯა და საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაისაკუთრა.

საქართველოს ნაკრების ცენტრს თამაში სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია და არც ბევრი უთამაშია. შერმადინს არასრული 19 წუთი ეყო საიმისოდ, რომ 19 ქულა, 5
მოხსნა და 2 პასი მიეთვალა, თან ისე, რომ ბურთი არ დაეკარგა და მთლიანობაში 2 ბურთი აეცილებინა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 5-ჯერ შეუცდომლად ისროლა.

ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 26 ერთეული შეადგინა, რაც მატჩში საუკეთესო შედეგი გახლდათ. შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე – MVP გახდა, რაც ვეტერანი კალათბურთელისთვის ერთ-ერთ წამყვან ევროპულ ლიგაში საკმაოდ კარგი შედეგია.

მატჩისთვის განკუთვნილი დროის უმეტესობას "ტენერიფე" იგებდა. "ბარსელონამ" მესამე პერიოდი 4 ქულით მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. თანაბარი ბოლო პერიოდის დასასრულს სტუმრებმა იყოჩაღეს და გამარჯვება მოიპოვეს. შერმადინის შემდეგ ტენერიფელთაგან 18 ქულით დევიდ კრამერი გამოირჩა.13 ქულა ფრან გუერამ მიითვალა. "ბარსელონაში" კი 22 ქულით საუკეთესო იყო არგენტინელი ნიკო ლაპროვიტოლა. ჩეხმა ტომას სატორანსკიმ კი 12 ქულა და 5 პასი მიითვალა.

თითო მოგება-წაგებით "ტენერიფე" ცხრილის შუაშია და მორიგ მატჩს 20 ოქტომბერს, სტუმრად, "გრანადასთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
საუკეთესო კალათბურთელი და პიროვნება.
დიმა
19:59 14-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული