მანუჩარ მარკოიშვილი: ეს არ უნდა დაუშვა, როცა მოგება გინდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა უკრაინასთან ევრობასკეტზე განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ცუდად ვითამაშეთ. განსაკუთრებით დაცვაში. მეტოქე ახერხებდა თავისუფალ სატყორცნ პოზიციაზე გასვლას. ეს არ უნდა დაუშვა, როცა მოგება გინდა. უკრაინა კი, დღესაც გამოჩნდა, რომ კარგი გუნდია. მომდევნო შეხვედრისთვის მთლიანად უნდა შევიცვალოთ. დაცვაში მწყობრად, გუნდურად თუ არ ვითამაშეთ, გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება", - თქვა მარკოიშვილმა.

- საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
მკითხველის კომენტარები / 16 /
გვახასიათებს ქართველებს წავაგებთ და მერე ვიღაცის ამოჩემება.ეგრევე ხაზს ვუსვამთ და აგდებულად ვიხსენიებთ.ეს ეხება ფაჩულიას და ფეხბურთში კანკავას.არ არი ეს მოსაწონი თვისება.
პაატა
05 სექტემბერი 2017 22:01
0
სასტარტო ხუთეული: დიქსონი, სანაძე, მანუ, შერმადინი, შენგელია!
ბმბ
04 სექტემბერი 2017 17:22
0
თამაშის ყურებამ ხომ დაგვინგრია ნერვები ეს დიქტორები კიდევ უარესი საიოდან მოიყვანეთ, რას აჭორავებთ მათგან მხოლოდ თამაში მიყოლას მოითხოვენ და არა სკუთარი ვერსიების გამოთქმას, სულ ჩაუწევდი ტელევიზორს მარა შემდეგ დარბაზის ხმაურის დახშობა აზრტს კარგავს.
კოტე
04 სექტემბერი 2017 16:33
0
მიდით ბიჭებო ჯერ ყველაფერი წინაა,,,გადააბიჯეთ თქვენს თავ და დაამტკიცედ რომ თქვენ შეგიძლიათ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, შედეგის დადება..ის ორი მარცხი კარგად გაიაზრეთ...ყველას ჯერავს თქვენი უბრალოდ იმ მარცხის გამო ძალიან გაბრაზებულები არიან....დაგვავიწყეთ ეს გაბრაზება და გულები გაგვიხარეთ!!!მიდით ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ!!!
nikola
04 სექტემბერი 2017 12:24
0
წინა ევროპაზე მწვრთნელიც და გუნდიც უკეთესი იყო.ლიტვასთან და ამხანაგურებშიც გაგვიმართლა ბოლო სროლები ვერ ჩაგვიგდეს.ერთი კაცი როგორ ვერ მოინახა გადაცემა რომ წაიყვანოს.რა საშინლად კივიან და რა სისულებებს ლაპარაკობენ.რამდენჯერ თქვეს აუ რა კარგად ითამაშა დაცვამ თუმცა ჩაგვიგდენ.აუ რაებს აკეთებს ჩვენი კაპიტანი არადა იმ დროისთვის კარგი არაფელი გაუკეთებია;

iko
04 სექტემბერი 2017 11:23
0
განსაკუთრებით ზურაბიშვილი, მუდამ აღმავალი მონოტონური ინტონაციით.
ანდრი
04 სექტემბერი 2017 15:06
0
საკმარისია წააგონ ჩვენმა კალათბურთელებმა და ეგრევე მიდის ლანძღვა, ხომ უყვარს ხალხს რაგბისტები, დარწმუნებული ვარ სადმე ფეხი რომ დაუცდეთ იმათაც გადაუვლიან , ესენი ვინ ყოფილანო, არადა ქართულ ფეხბურთში რაც ხდება იმას ამდენი წელია ითმენენ
ნიკა
04 სექტემბერი 2017 10:47
3
რაგბისტებისგან არ მსმენია ბობოლები ვართ და მსოფლიოზე მოსაგებად ჩამოვედითო. ეს ჩვენ კალათბურთელებსაც ყველას არ ეხება, მაგრამ ზლიდერებმა კი გამოიდო თავი. წყენაც და ტკივილიც აქედან მოდის. დაგვაიმედეს განწყობა აგვიმაღლეს და ბოლოს შეგვრჩა იგივე რაც მანამდე გვინახავს. მიყვარს ეს ბიჭები, იმედს არ ვკარგავ, რომ ღირსეულად ითამაშებენ გინდაც გავარდნენ, მაგრამ თითონაც კოშმარში არიან, ნიშნის მოგებით ილაპარაკეს საქვეყნოდ, აწიეს თამასა და .... ძალიან დაიმძიმეს თავი. ღმერთი ჩვენსკენ...
ანდრი
04 სექტემბერი 2017 15:04
0
პერიმეტრიდან სტაბილური მსროლელი არა გვყავს ამიტომ ცდილობენ სამ წამიანში შესვლას რაც ყველა გუნდმა იცის.
kiko
04 სექტემბერი 2017 10:16
0
შენი სამქულიანები დაგვაკლდა მანუ.
აბა მიდი, კიდევ 2 თამაშია.
04 სექტემბერი 2017 09:08
0

აქ რომ დავიწყო იმ არგუმენტების მოყვანა, რაც აჩვენებს, რომ ფაჩულიამ თამაში არ იცის, მთელი ერთი გვერდი არ მეყოფოდა.
თუ მოგება გსურთ, მაშინ ფაჩულია მოაშორეთ!!!
Shoda
04 სექტემბერი 2017 08:32
4
:))))))))))))))
oceola
04 სექტემბერი 2017 15:18
0
მგონი გამოვარდით და ეგაა.... :)
დინამო
04 სექტემბერი 2017 08:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული