საქართველო-უკრაინა 81:88 - სად გაქრა ენერგია? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თუ გერმანიის ნაკრებთან წაგება ლოგიკას ექვემდებარებოდა, უკრაინასთან არ უნდა დავმარცხებულიყავით. აი, რატომ:

1. საქართველოს ნაკრები ყოველთვის სჯობნის გუნდებს, რომლებსაც მთავარ იმედად კარგი ცენტრები ჰყავთ. უკრაინა სწორედ ასეთია, პუსტოვოის ეიმედება.

2. ჩვენი გუნდის დამარცხება ძალიან უჭირთ მათ, ვისაც პერიმეტრიდან კარგი მტყორცნელები არ ჰყავთ. უკრაინაში ნამდვილად არ თამაშობენ თუნდაც მარკოიშვილის, სანაძისა და დიქსონის დარი სამიანების რეალიზატორები.

3. საქართველოს ნაკრების ხუთეული უკრაინელებზე გაცილებით მაღალი კლასისაა, ბოლო წლებში რამდენჯერაც შევხვდით, იმდენჯერ მოვუგეთ. 2011 წლის ევრობასკეტზე სწორედ უკრაინის ძლევით მოვიპოვეთ მომდევნო ეტაპის საგზური.

თუმცა მატჩის
წინ რაც ლოგიკა გვეგონა, სულ სხვა რამ აღმოჩნდა:

1. საქართველოს ნაკრებმა ამჯერად ვერ აჯობა წინა ხაზში პუსტოვოის იმედად მყოფ უკრაინას. ბურთი სულ 29-ჯერ მოვხსენით. სამწამიანი ზონიდან 34 ქულა მივიღეთ, 6-ით მეტი, ვიდრე ჩვენ ჩავაგდეთ.

2. უკრაინას ნამდვილად არ ჰყავს ექსტრაკლასის პერიმეტრიდან მტყორცნელები, მაგრამ თურმე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბურთს ვერ ჩააგდებენ. მეტოქემ 27-დან 10 სამიანი გამოიყენა. ამდენი აქამდე არც უსვრია და არც ჩაუგდია...

"ჩვენმა დაცვამ უკრაინელებს მისცა ტყორცნის შანსი და მანაც გამოიყენა. ერთხელ ჩააგდეს, მეორედ და თვითრწმენა შეემატათ, მატჩის ბოლომდე თავდაჯერებით სტყორცნიდნენ", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.

3. მაღალი კლასის ხუთეული სულაც არ არის გამარჯვების გარანტია. უკრაინასთან მატჩისას დაცვაში რომ ვერ დავლაგდით, მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო. მთელი თამაში მდევრის როლში ვიყავით, რამაც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს საშუალება არ მისცა, სათადარიგოთა სკამი ბოლომდე გამოეყენებინა, შეხვედრის მთელმა სიმძიმემ შვიდ კალათბურთელზე გადაიარა. იმ შვიდ მოთამაშეზე, რომლებიც წინა დღეს გერმანიასთან ბრძოლაში ბოლომდე დაიტვირთნენ.

ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სწორედ ამას გაუსვა ხაზი:

"უკრაინამ 15-ქულიანი უპირატესობა მესამე პერიოდის დასაწყისში მოიპოვა. დიდი ენერგია შევალიეთ ჩამორჩენის აღმოფხვრას, მივუახლოვდით კიდეც, მაგრამ ენერგია არ გვეყო თამაშის შემოსაბრუნებლად".

ვინ უნდა გაუფრთხილდეს კალათბურთელების ენერგიას, ვინ უნდა შემოინახოს ისინი ბოლო წამებისთვის ხალასად? რა თქმა უნდა, მწვრთნელმა. საამისოდ აუცილებელია შემადგენლობის სწორი როტაცია და სათადარიგოების მეტად დატვირთვა. შარშან შესარჩევი ეტაპი რომ დასრულდა, სწორედ ილიას ზუროსმა მითხრა - ევრობასკეტზე 7 დღეში 5 მატჩი გველის, როტაციაც უნდა გაუმჯობესდეს და თამაში უფრო გამრავალფეროვნდესო.

მწვრთნელმა იგივე გაიმეორა გუშინდელ პრესკონფერენციაზე, თუმცა აქამდე ეს ჯერ ვერ მოხერხდა...

"ერთი დღე დავისვენებთ, ენერგია რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ, რადგან ისრაელის წინააღმდეგ კიდევ უფრო რთული მატჩი გველის. ამ შეხვედრის მოგება თუ გვინდა, ფიზიკურად და მენტალურად აუცილებლად უნდა გავუმჯობესდეთ".

რა გველის?
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ასევე ეფექტურად დაიწყო: გორტატიანი პოლონეთი გაანადგურა, თუმცა შემდეგ ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო და ევრობასკეტი ერთი გამარჯვებით დაასრულა.

ასეთი შედეგის წარმოდგენა ნამდვილად არავის სურს...

ევრობასკეტი 2015-ზე საპირისპიროდ მოხდა: საწყისი სამი თამაში წავაგეთ (მათ შორის, აუტსაიდერ ჰოლანდიასთან), მაგრამ ბოლო ორი მოვიგეთ და მერვედფინალშიც გავედით. სამი ტურის შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდს ენერგია არასაკმარისი ჰქონდა, მაგრამ რეალურად ასე რომ არ იყო, ხორვატიასთან და მაკედონიასთან ეფექტურმა მოგებებმა დაგვარწმუნა.

ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც გარდაიქმნება, ძალებს მოიკრებს და მასპინძლებს ისრაელშიც დაამარცხებს. მომდევნო მატჩი ხომ სწორედ ისრაელთან გველის - 5 სექტემბერს, 22:30 საათზე.

ისრაელის თამაშამდე ჯგუფიდან გასვლის შანსებზე მსჯელობა ნაადრევია.

ასევე იხილეთ:
- ილიას ზუროსი: თამაშის დასასრულს ენერგია არ გვეყო
- მანუჩარ მარკოიშვილი: ეს არ უნდა დაუშვა, როცა მოგება გინდა
- რას წერენ საქართველოსთან მოგებულ მატჩზე უკრაინელები?
- ევგენი მურზინი: საქართველო ტურნირს შვიდი კალათბურთელით ატარებს

ევრობასკეტი 2017. D ჯგუფი. III ტური

3 აგვისტო, თელ-ავივი, 2100 მაყურებელი
საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 42 /
ერთი თამაშის გუნდი და დაუმსახურებელი თავში ავარდნა რარაც პატარა ტურნირი მოვიდეთ და ეს კი ევრო ბასკეტია სხვა დონეა და აგერ შედეგიც მეორეხარისხოვანი მატჩებით თავში ავარდნილებმა კარგი გაკვეთილი მივიღეთ იმედია ჭკუას ისწავლიან
კკოობბაა
04 სექტემბერი 2017 13:10
1
Cqitishvilze rogorc zurosma tqva shebtavaze magram uari mivigeo.mizezi gaurkvevelia
Oto
04 სექტემბერი 2017 17:00
0
უნდა შეიცვალოს თამაშის სტილი!

3 -ანებზე უნდა წავიდეს თამაში ,ანუ მაღლები მობილიზებულები მეტოქის ფარის აღებაზე თუ 3-ანები არ ჩავარდება და დამატებაზე თამაში + დაბლებმა ფარში შესვლაზე გააქტიურება,
ანუ
აგრესიული დაცვა და მეტოქის ფარის აღება მთელი თამაში,ბოლომდე და მხოლოდ ასე გვაქვს შანსი მოგების!
glaxuna
04 სექტემბერი 2017 13:02
3
ფაჩულია...
მის გარეშე ნაკრები უკეთ თამაშობს.
რამდენიმე კარგი ბლოკი და მოხსნა ჰქონდა, მაგრამ 3 მაგდენი გააფუჭა.
ILIA
04 სექტემბერი 2017 12:47
2
მთავარი პრობლემა-მოკლე სკამი, სანიკიძის არყოფნა, რაც ნამდვილად შეცვლიდა ყველაფერს. პრობლემა მეორე-ლიტვასთან გამრჯვება. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, თავში აუვარდათ. ამაზე ზუროსმა თქვა: პირველი მატჩის შემდეგ ისე იქცეოდნენ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენო. იმ გამარჯვებამ მოწინააღმდეგეების გაათმაგებული მობილიზება გამოიწვია. პრობლემა მესამე-მსაჯები. გერმანიასთან ეს არ იგრძნობოდა, უკრაინასთან აშკარა იყო ჩვენს წინააღმდეგ მიზანმიმართული მსაჯობა.
რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას. დღეისათვის ნამდვილად საუკეთესოებია. ვისაც მამუკელაშვილის და სხვების ნაკრებში ხილვა სურს, იცოდეთ, ისინი იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებენ, რასაც თუნდაც ნაკრების ყველაზე სუსტი კალათბურთელი აკეთებს.
Leko
04 სექტემბერი 2017 12:46
2
ეხლა ჩვენს ბიჭებს მხოლოდ გამხნევება სჭირდებათ, მათთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის.
წინ ბიჭებო!!!
zviads
04 სექტემბერი 2017 12:45
3

ლიტვა საქართველო
ტაიმბოლი-1/2 25 ლარით 225 ლარი
გერმანია-საქართველო 1 225 ლარით 495 ლარი
საქართველო-უკრაინა 2 495 ლარით 2128,5 ლარი
დამრჩა:
ისრაელი-საქართველო 2 სავარაუდო კოეფ.2.15 იმეია აიწევს კიევ
იტალია-საქართველო 2 აქ 3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს

არ შეგეშინდეთ ასე იქნება
akhali
04 სექტემბერი 2017 12:31
4
ანუ, წაგებაში ხარ?
მე არ ვთამაშობ ტოტოს?
04 სექტემბერი 2017 13:05
1
თუ ტოტალიზოატორს თამაშობენ არ ვიცი, მაგრამ თუ უკრაინას ვერ ვუგებთ და კი არა შანსიც არ გვქონია წინ გასვლის და მოგების მაშინ წამოდით სახლში ბავშვები ავარჯიშეთ
კულინარი
04 სექტემბერი 2017 12:30
1
ვიღაც არმენამ ისე დაგვთარსა ლიტვასთან მოგების მერე რო ვერც ერთი თამაში ვეღარ მოვიგეთ
ultranationalist
04 სექტემბერი 2017 12:29
0
... ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, საქართველოს ნაკრები ამჯერადაც გარდაიქმნება, ძალებს მოიკრებს და მასპინძლებს ისრაელშიც დაამარცხებს.
ღმერთი ჩვენსკენ!!!
04 სექტემბერი 2017 12:29
0
ჯგუფიდან რამდენი გუნდი გადადის მომდევნო ეტაპზე?
fifo
04 სექტემბერი 2017 12:17
1
ბოლო ორი გავარდება.
მაგრამ ერთს შანსი აქვს ფლეი-ოფფ-ში გავარდნილებიდან შემოვიდეს ფინალში, რომელიც სტამბულში იქნება.
მგონი ასე თქვეს ჩვენმა "ძვირფასმა" კომენტატორებმა, რომლებიც არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან ა-ჯგუფის შესახებ, გარდა ანგარიშებისა.
ა-ჯგუფი სტამბულში თამაშობს თურმე. ჩვენ კი მარტო ისრაელში გვგონია ევრობასკეტი.
04 სექტემბერი 2017 12:34
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული