ილიას ზუროსი: თამაშის დასასრულს ენერგია არ გვეყო

AutoSharing Option
უკრაინასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განვლილი შეხვედრა გაანალიზა:

„ვულოცავ უკრაინას გამარჯვებას. ტურნირის დაწყების წინ ყველას ეგონა სუსტი გუნდი ყავდათ. თუმცა, ეს ასე არაა. კარგი შემადგენლობა ყავთ და პერიმეტრიდან სროლა ეხერხებათ. ათლეტურებიც არიან და სამწამიანში ბევრი ადვილი ბურთები ჩაგვიგდეს.

დაცვაში კონცენტრაცია დავკარგეთ, მოწინააღმდეგე უფრო თავდაჯერებული გავხადეთ. მთელი მატჩის მანძილზე მდევრის როლში ვიყავით და ბანალურად არ გვეყო ენერგია. გუშინაც იგივე დაგვემართა. ასეთ დროს შეიძლება გონება აგემღვრეს. ვიცოდით, დიდი როტაციის საშუალება არ გვექნებოდა, თუმცა ეს არ გვამართლებს.

ერთი მოგება
არაფერს არ წყვეტს, ჯგუფური ეტაპი ხუთმატჩიანია. რთულ სიტუაციაში ვართ, თუმცა ბრძოლას გავაგრძელებთ.
ლიპოვოის იტალიასთან საერთოდ რ ჩაუგდია ბურთი, დღეს კი 17 ქულა აიღო. ასეთ დროს ყოველთვის პრობლემები გექმნება.

შევცვალეთ დაცვა, ხანდახან ფარქვეშ შესვლის საშუალებას ვაძლევდით, რათა სწრაფი სამქულიანი კონტრშეტევა გამოგვსლოდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ თამაშის დასასრულს ენერგია არ გვეყო“.
მკითხველის კომენტარები / 20 /
15 სამქულიანი უნდა ჩავაგდოთ ბოლო ორ სპარინგსი ეა არის ფანტასტიკა. ისრაელს რეფერიც დაეხმარება. ბევრმა ჩვენტან გამორთა ტელევიზორები.ძალიან გაგამწარეს კალათბურთელებმა.
დავიკავებთ ბოლო ადგილს.
გივი ქუთაისელი
13:08 04-09-2017
2
საკუთარ ფართან ასხლეტილ ბურთებში 75%, რომ წააგებ რაზეა ლაპარაკი, ისე ზუროსმაც კარგი ტექნიკურები აიკიდა ბავშვივით. აი ჩვენი კომენტატორების ტრაბახი, და საერთოდ კომენტირების დროს ტრაბახს და დარიგებებს მოეშვან და თამაშის მსვლელობას მიყვნენ, და კიდევ მოეშვით სპორცმენების ზედმეტი სახელებით მოხსენიებას ,,მანუ" ,,თოკო" და ა.შ. ასეა ფეხბურთშიც. შეფასება:კალათბურთელებს 0. კომენტატორებს მინუს 100.
დათო
11:38 04-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული