ისრაელს ფარქვეშ დავჯაბნით, მაგრამ ურთულესი მატჩი გველის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს ჯგუფის მასპინძელ ისრაელის ნაკრებთან.

- ისრაელი VS საქართველო - ყოფნა-არყოფნის საკითხი

თამაშის წინ, საქართველოს ნაკრებთან ერთად ისრაელში მყოფმა ვიქტორ სანიკიძემ, რომელიც გუნდს მიმდინარე ევრობასკეტზე ტრავმის გამო ვერ ეხმარება, Sportall.ge-სთან მომავალ თამაშზე ისაუბრა.

"მეტოქეს გამოკვეთილი ლიდერი ომრი კასპი ჰყავს, რომელიც "გოლდენ სტეიტს" ახლახან შეუერთდა. ის ძალიან კარგი მოთამაშეა და მასზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული...

როგორც ძალიან ბევრ სხვა ქვეყნის ნაკრებს, ჩვენთან თამაშის დროს ისრაელსაც ფარქვეშ ექნება პრობლემები - ჩვენი
ცენტრების წინააღმდეგ. ფარქვეშ თამაშში აშკარად უნდა დავჯაბნოთ ისრაელი, მაგრამ ურთულესი მატჩი გველის - მაინც სახლში თამაშობენ, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე. მოიგეს მნიშვნელოვანი თამაში გერმანიასთან და შანსი გაუჩნდათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად...

როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, გადამწყვეტი შეხვედრაა და ათმაგად მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ ამ თამაშს", - თქვა ვიქტორმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოაშორეთ ეს ცინცაძე მოედნიდან!!!!!
ზაალ
05 სექტემბერი 2017 23:08
0
იწყება.გამარჯვება ბიჭებო.მხოლოდ გამარჯვება.
სოსო
05 სექტემბერი 2017 22:15
0
გული მეუბნება, დღეს მოვიგებთ ურთულეს ბრძოლაში.
!
05 სექტემბერი 2017 19:45
0
გამატჯვება! სანიკიძე.იმერელი კაცი ვარ და იმერულად-ქართულად ბოლომდე ამომწურავადა სიმართლეს გწერ ალლად,ფაქტებით ,იმერელ -ქართველ კაცს.როდისღა ვიქართველებთ ცხოვრებაში თუ არა,ათამაშში მაინც,ბოლომდე -სრულიად გამარჯვებამდე ჰა? გამარჯვებავ! თქვენ კი გაიყოლებდით ბიჭებს ,მაგრამ ტრამვა გაქვთюერთად ერთი ვინც იქართველებს ბოლომდე უთქვენოდ,არა დალარისთვისა და ევროსთვის და არც უვარგისი ლარისთვის,სიტყვებით გაგიხარიათ "აბრახუნებენ" ყველა ვისაც არ ეზარებათ,"საქმეებსა საგმიროსა",საქმით კი -მგონი მარკოიშვილია,ამტაცებელი გამარჯვების ბრძოლისა ქართველთა. მარკოიშვილმა გაიყოლოს ბიჭები,ბოლომდე,იქართველონ-ფაჩულიადან დაწყებული არაქართველ დიქსონ უმცროსით დამთავრებულით. აიღოს თავის თავზე ლიდერობა გამარჯვებამდე, ჰა გამრჯვებავ,გძალუძთ სანამ დროა უთხრათ მარკოიშვილს თუ როგორ უნდა ვიბღძოლოთ-ცოტნესავით,შავლეგივით,ცხრა ძმა Xერხეულიძეებისამებრ,ანწხელიძსამერ და სახვა ქართველთა საამაყო ყველა დროის გმირებისამებრ,თორემ ჩინ-მენდლებს ვინცა ჩამოარგებენ,სხვა და სხვა დროს მყოფნი ხელისუფლებაში, და ვისაც დააჯლდოვებენ ხოლმე თვის თანამედროვეთ ----არც ერთნი ნიშნავენ ქართულ მებრძოლი სულის ახსნის მაგალითის მაჩვენებლებს და არც მეორენი.უნდა ვიმარჯვოთ უსიკვდილოდ თ თავდადებით უჩინმენდლებოდ, გეიმებშიც და ცხოვრებაშიც,ჩვენივე შვილების მაგალით მიმცემად,ამგვარად გაგებული- თქმული ეხება ფეხბურთსაც,რაგბისაც,და საეთოდ ქართვეთა ყოფას-Yუ კი სამომავლოდაც ქართველობა გვწყურია.ჰა რას ფიქრობა გამაჯვებავ-ვიქტორ! იმერულად სათქმელს ველით ვინც ქართველობას მაინც ვცდილობთ!!!!
I Am Georgian.Grat London
05 სექტემბერი 2017 18:12
2
ისრაელი სწრაფ კალათბურთს თამაშობს.ვინც შესძლებს თავისი თამაშის თავსმოხვევას,ის გაიმარჯვებს.თუ ტემპი მოგვახვიეს,ჩვენები ვერ გაუძლებენ,მით უმეტეს თუ რეზერვის ბიჭები კარგად ვერ ჩაერთვებიან.დღეს არის მათი დრო და შანსი,ტურისტები არიან თუ კალათბურთელები.
სოსო
05 სექტემბერი 2017 17:40
1
კასპელი ომარა ვერაფერს დაგვაკლებს
zviadi
05 სექტემბერი 2017 16:37
1
აუ რა დროს შენი ტრამვა იყო ვიქტორრრრ!!!!
oto
05 სექტემბერი 2017 16:11
1
ფარქვეშაც დავჯაბნოთ და 3-ქულიანებიც ჩავუგდოთ.
წარმატებები ჩვენს გუნდს.
05 სექტემბერი 2017 16:07
1
ყველა გვიხსნიდა ფარზე ბურთს და ვინ დავჯაბნეთ ფარქვეშ?
1
05 სექტემბერი 2017 15:57
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული