კალათბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ევრობასკეტი 2017: ლატვიამ რუსეთს მოუგო და გალიდერდა, სლოვენიის 4-დან 4

AutoSharing Option
5 სექტემბერს ევრობასკეტი 2017-ის რამდენიმე მატჩი გაიმართა.

A ჯგუფში სლოვენიამ ისლანდია 102:75 გაანადგურა და ჯგუფს 4 მოგებით ლიდერობს. სლოვენიელებს გუნდის ლიდერმა გორან დრაგიჩმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

საინტერესო მატჩი გაიმართა D ჯგუფში, სადაც ლატვიამ ლიდერი რუსეთი ანგარიშით 84:69 დაამარცხა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 22 ქულა ლატვიელმა იანის ტიმამ მოაგროვა, რასაც 6 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიამატა. კრისტაპ პორზინგისის ანგარიშზე კი 11 ქულაა.