საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მასპინძელი ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და 104:91 დაამარცხა

შეხვედრის პირველი პერიოდი ჩვენმა ნაკრებმა ერთი ქულის 22:21 სხვაობით წააგო, ხოლო მეორე პერიოდი ილიას ზუროსის შეგირდებმა საკმაოდ ცუდად ჩაატარეს.

ქართველებს სიზუსტემ აშკარად უმტყუნა, ასევე ხშირი იყო ბურთის დაკარგვა, რაც საბოლოო ჯამში ებრალებემა მეორე პერიოდში სათავისოდ გამოიყენეს. თუმცა აღსანიშნავია, ისიც რომ ებრაელებმა რამდენიმე "ნაჩუქარი" ბურთი ვერ ჩააგდეს - 27:26.

პირველი ტაიმი ისრაელმა 49:47 მოიგო.

მესამე პერიოდი საქართველომ ცუდად დაიწყო. ისევ იჩინა თავი უყურადღებობამ და უზუსტობამ. რამდენიმეჩვენებმა რამდენიმე მარტივი
ვერ ჩააგდეს.

63:53-ზე მასპინძლეთა კალათბურთელმა პნინიმ არასპორტული ჯარიმა მიიღო, რაც მარკოიშვილმა მხოლოდ ერთ ქულად აქცია, შემდეგ კი ჩვენი შეტევა შენგელიამ ორი ქულათი დააგვირგინა, თუმცა ყველა ჩვენს შეტევას ებრაელები ზუსტი ტყორცნებით პასუხობდნენ.

პერიოდის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებმა მაინც მოუმატა და პერიოდი კვლავ ერთი ქულის სხვაობით ანგარიშით 20:21 წააგო.

მეოთხე პერიოდი ჩვენი კალათბურთელების დომინაციით წარიმართა. 77:77-ზე შერმადინმა არასპორტული ჯარიმა მიიღო და ისრაელი კვლავ წინ გავიდა, თუცმა ზუროსის შეგირდებმა მასპინძლები მაინც გატეხეს და წინ გაიჭრნენ.

მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე 86:87-ზე მაიკ დიქსონმა სამქულიანი მოათავსა და საქართველოს ნაკრები ორი ქულით 89:87 დააწინაურა, მაგრამ მასპინძლეთა ლიდერმა ომრი კასპიმ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 89:89 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.

ოვერტაიმში შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 104:91 მოიგო.

ისრაელი-საქართველო 91:104
22:21, 27:26, 21:20, 19:22, 1:15

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 61 /
მე მგონი ისრაელთან რომ წაეგოთ უკეთესი იქნებოდა.ჩვენ იტალიასთან მაინც მოგება გვჭირდება და ამ შემთხვევაში ისრაელს უკრაინასთან მოტივაცია ექნებოდა მოუგებდა და ჩვენ და ისრაელი გავიდოდით.ახლა კი ისრაელი მოგების შემთხვევაშიც ვერ გადის ,რადგან ჩვენთან და იტალიასთანაც წაგებული აქვს.უკრაინასთან თავს არ მოიკლავენ,ასე რომ იტალიას უნდა მოვუგოთ აუცილებლად,რაც ძალიან ძნელი იქნება დაღლილობის ფონზე.
j.ch.
06 სექტემბერი 2017 08:20
4
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ გამარჯვებას! პატივცემულო სტატიის ავტორო, პატივი ვცეთ ჩვენს სახელმწიფო ენას და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის ტერმინები რომლის შესატყვისიც არსებობს, "ოვერტაიმი"-ს ნაცვლად შეიძლებოდა გამოგეყენებინათ ტერმინი "დამატებითი დრო".
Nანა
06 სექტემბერი 2017 07:23
1
ამათ მერვედფინალში შანსი არააქვთ. ეს შერმადინი შეშინებული ცხვარივით კანკალებს ბურთს რო მიიღებს ცინცაძეა და კალათბურთის გარდა ყველაფერს თAმაშობს შენგელიაააა და ხან ფეში ირტყავს ბურთს ხან თავში. დაბალი დონის გუნდია და იმედი ნუ გექნებათ მერვედფინალში ამათმა რამე გააკეთონ. კალათბურთელი რო ბურთს 6 სროლიდან ხუტჯერ ფარში რო ვერ აგდებს ის კალათბურთელი არაა
lasha
06 სექტემბერი 2017 03:04
5
ეს კაცი დასაკარგი არ ჩანს ამდენი სიბრძნე საიდან.
gizog
06 სექტემბერი 2017 15:48
0
თქვენ მომკალით მე!!!
გ.ბ.
06 სექტემბერი 2017 02:33
0
მალადეც
დავით
06 სექტემბერი 2017 02:23
0
საზეიმო ნამდვილად არც გვქონია. ყველამ იცის ებრაელების ამბავი, გაყიდიან იმ თამაშს და ჩვენ თუ იტალიას ვერ მოვუგებთ მაინც თამაშგარე ვრჩებით ამ ყომარ-ყომარში. ვნახოთ წინა ევროპაზე ბერძნებმა გაგვათრიეს და ამჟამად ჩვენი 26 საუკუნოვანი "ძმები" თუ დაგვიფასებენ სიკეთეს, ხვალ გამოჩნდება. ომში უპილოტოები კი მოგვყიდეს ჩვენ ხოლო კოდები რუსებს მიყიდეს, ამიტომ ნამდვილად არ მაქვს ამათი ნდობა. დაველოდოთ ხვალ საღამოს და მერე მივაგოთ პატივი დამსახურების მიხედვით.
................
06 სექტემბერი 2017 01:40
16
გამოდი ადოლფ გიცანით
nika
06 სექტემბერი 2017 14:42
0
ჩვენ ჩვენ საკუთარი ინტერესების პატრონმა ვერ მოვუგეთ უკრაინას, და ისრაელმა უნდა მოუგოს ამ უკრაინას ჩვენი გულისთვის. მაგარია! თუ არა და ჩვენი დაუფასებლობაა. ღალატია, შეთქმულებაა ...
დათო
06 სექტემბერი 2017 10:22
0
ყველა გამოხმაურება
ცინცის ტრავმა აქვს და ისე თამაშობს ნუ ხართ მის მიმართ ასეთი კრიტიკულები. გაიხსენეთ ბუს თამასი ამხანაგურ მატჩებში დაფრინავდა... ლიტვასთან მიღებული ტრავმის მერე ვეღარ არის კონდიციებსი უბრალოდ. დაიქოქება ნელნელა აი ნახავთ.
gio
06 სექტემბერი 2017 01:37
3
არ ეყო კლასი იზრაელს
სხვა გუნდი არ გვაპატიებს
ცინცაძე ძაან ძაან არასტაბილურია. ეგ კაცი ან აგვაშენებს ან დაგვღუპავს სულ
domenti
06 სექტემბერი 2017 01:37
3
მომკალით და მგონია,რომ ზუროსს ამ თამაშის მოგება არ ჰქონდა დაგეგმილი. ოხ ტოტალიზატორებოოო,მართლაცრომ,ტოტალურებოოოო)))))))
gmerto echvebi ratom chndebaaaa!!!!!!
06 სექტემბერი 2017 01:35
24
Kacs ingaqti damartes kinagam ta wagebaze tamashi da ra totalizayori bolomde bichebtan iyo
მირიანი
06 სექტემბერი 2017 09:25
0
ქართველების ტანჯვა... არ შერჩათ, დიდება ღმერთს! ...
ემიგრანტი
06 სექტემბერი 2017 01:23
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული