საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მასპინძელი ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და 104:91 დაამარცხა

შეხვედრის პირველი პერიოდი ჩვენმა ნაკრებმა ერთი ქულის 22:21 სხვაობით წააგო, ხოლო მეორე პერიოდი ილიას ზუროსის შეგირდებმა საკმაოდ ცუდად ჩაატარეს.

ქართველებს სიზუსტემ აშკარად უმტყუნა, ასევე ხშირი იყო ბურთის დაკარგვა, რაც საბოლოო ჯამში ებრალებემა მეორე პერიოდში სათავისოდ გამოიყენეს. თუმცა აღსანიშნავია, ისიც რომ ებრაელებმა რამდენიმე "ნაჩუქარი" ბურთი ვერ ჩააგდეს - 27:26.

პირველი ტაიმი ისრაელმა 49:47 მოიგო.

მესამე პერიოდი საქართველომ ცუდად დაიწყო. ისევ იჩინა თავი უყურადღებობამ და უზუსტობამ. რამდენიმეჩვენებმა რამდენიმე მარტივი
ვერ ჩააგდეს.

63:53-ზე მასპინძლეთა კალათბურთელმა პნინიმ არასპორტული ჯარიმა მიიღო, რაც მარკოიშვილმა მხოლოდ ერთ ქულად აქცია, შემდეგ კი ჩვენი შეტევა შენგელიამ ორი ქულათი დააგვირგინა, თუმცა ყველა ჩვენს შეტევას ებრაელები ზუსტი ტყორცნებით პასუხობდნენ.

პერიოდის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებმა მაინც მოუმატა და პერიოდი კვლავ ერთი ქულის სხვაობით ანგარიშით 20:21 წააგო.

მეოთხე პერიოდი ჩვენი კალათბურთელების დომინაციით წარიმართა. 77:77-ზე შერმადინმა არასპორტული ჯარიმა მიიღო და ისრაელი კვლავ წინ გავიდა, თუცმა ზუროსის შეგირდებმა მასპინძლები მაინც გატეხეს და წინ გაიჭრნენ.

მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე 86:87-ზე მაიკ დიქსონმა სამქულიანი მოათავსა და საქართველოს ნაკრები ორი ქულით 89:87 დააწინაურა, მაგრამ მასპინძლეთა ლიდერმა ომრი კასპიმ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 89:89 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.

ოვერტაიმში შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 104:91 მოიგო.

ისრაელი-საქართველო 91:104
22:21, 27:26, 21:20, 19:22, 1:15

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 61 /
საოცარია, მაგრამ ერთ უმნიშვნელო დეტალს თუ მიაქცია ვინმემ ყურადღება. როცა გამოვდიოდით წითელი ფორმით და მეორე ტაიმს მარცხენა ნახევარზე ვამთავრებდით (საბერძნეთი, სერბეთი, ლიტვა, ისრაელი)ყველა თამაში მოვიგეთ და თითქმის ყველა ერთნაირი ხელწერით. თეთრებით ვაგებდით. თითქოს ცრურწმენაა მაგრამ დამაფიქრებელი
S.K.
06 სექტემბერი 2017 13:38
0
როგორ გვაკლია ჩვენი მფრინავი სანიკიძე და ბურჯანაძე, ისე როგორც არასდროს... დღეს იტალიასთანაა ჩვენი დიდგორი, ცოტა მეშინია, ძალიან მალე უწევთ თამაში, იმედია გაიხარებთ და გაგვახარებთ მთელს საქართველოს...ღმერთი ჩვენსკენ
qqq
06 სექტემბერი 2017 13:04
0
daamaxinjes am totalizatorebit axalgazrdobis suli da goneba.vkitxulob komentarebs da totalizatorze laparakobs.darwmunebulivar saqartvelos wagebaze debt orikapiki ro moigot.
euhh
06 სექტემბერი 2017 11:38
0
აი ესაა სპორტი და აზარტი, გაიხარეთ ბიჭებო, ვენაცვალე თქვენს გამზრდელებს.

კომენტატორებმა ტრაბახითა და თავიანთი უკოპეტეტურო აზრების გამოხატვით არ გაგვაწამეს და თამაშიც მოვიგეთ. ცოტა ქართულიც რომ ისწავლონ საქმე უკეთესად იქნება. მაგალითად რაა ,,პლეიოფი",,,ოვერტაიმი", ,,ევრობასკეტი", ,,მუნდიალი" და ა. შ. განა ამ ჩვენ ლამაზ, მდიდარ ქართულში შესატყვისი სიტყვები არ მოიძებნება? თუ თავიანთ ,,განსწავლულობა" უნდათ დაამტკიცონ.
კოტე
06 სექტემბერი 2017 11:36
0
გაურკვეველი რა არის. თუ კალათბურთი გესმის აქ საკითხავი არაფერია. თუ წესებში და ნიუანსებში ვერ ერკვევი და უბრალოდ გულშემატკივარი ხარ, იმათ კი უნდა განუმარტოთ რა და რატომ. ჩვენ +1000-იც რომ გვქონდეს ბურთების სხვაობა, ხოლო უკრაინას -1000, მაინც უკრაინა გადის, იმიტომ რომ პირადი შეხვედრა მოგვიგო. თანაც ხოხოლები ყველაზე ბოლოს თამაშობენ და ენთუზიაზმის ხარჯზეც კი შეუძლიათ ისრაელის უვარგისი გუნდის დამარცხება. ამიტომ ერთადერთი შანსი იტალიის დამარცხებაა და გავდივართ მესამეზე, იმ შემთხვევაში კი თუ გერმანიამ ლიტვას მოუგო(რაც ჩემი აზრით უტოპიაა, თუ რა თქმა უნდა ლიტვამ არ მოინდომა წაგება უფრო ხელსაყრელი მეტოქის იმედით) საერთოდაც გავდივართ მეორეზე, რადგანაც ჩვენ ლიტვასთან მოგებული გვაქვს და მისი ქულების შეფარდება უბრალოდ დადებით სტატისტიკად დარჩება და მეტი არაფერი. იმედია გასაგებად დავწერე.
................
06 სექტემბერი 2017 11:21
0
აქ გამოდის ზოგი და გვმოძღვრავს, რომ "საყვედური არ თქვათ, უმადური არ უნდა იყოთ" და ა.შ. როგორ გინდა მოითმინო და არ ამოიბღავლო მაინც, როცა N B A - ს ჩემპიონი (!) ფარქვეშიდან ბურთს ვერ აგდებს (თითქმის სისტემატურად), გარბენს გარბენზე აკეთებს, ბურთის დაკარგვაც გაუხშირდა. ცინცაძეც მის კატეგორიაში გადის, და საერთოდ, გუშინ სანაძემ ითამაშა ყველაზე უკეთ, ისრაელი უფრო დიდი ბანდა გამოდგა და იმიტომ მოუგეს, "ექსტრა" გუნდი ამას არ გაპატიებს. ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვსაუბრობ (წნევამ კინაღამ დამაგდო წუხელ), აზრი გამოვთქვი...
ვასილიჩი
06 სექტემბერი 2017 11:01
0
წინ ბიჭებო! წარმატებები დღევანდელ თამაშში!
zviads
06 სექტემბერი 2017 11:00
0
არიან ადამიანები, რაკი თავის დაბადებას ვერ გრძნობენ და ხედავენ (ბუნებრივია), იმაშიც ეჭვი შეაქვთ, ნამდვილად დაიბადნენ თუ არა. შე კაი კაცო, ამ შემთხვევაში ტოტალიზატორზე ლაპარაკი შეიძლება? ისრაელს თავის სახლში ჯგუფიდან გაუსვლელობაში რა უნდა გადაუხადონ? ასე ყველაფერში ეჭვის შეტანა ავადმყოფობაა და მკურნალს მიაკითხეთ. სისხლი აქციეს ლამის, ისე ითამაშეს გუნდებმა და ზოგიერთი წერს ტოტალიზატორიო. მაშინ ფაჩულიას ძირითადი დროის ბოლოს რატომ დააფარა ორმა კაცმა (ჯარიმით)? გაეშვათ და დამთავრდებოდა. აბსურდში გადავდივართ. რეალურად კი ომი გავმართეთ და მოვიგეთ. მადლობა ბიჭებს, ბოდვას თავი გავანებოთ. ისედაც ამოსულია ყელში ამდენი ბოდვა.
ცაგარელი
06 სექტემბერი 2017 10:49
0
დღეს თუ მოვიგებთ და თამაშის ხარისხს ვნახავთ, დავიჯერებ, რომ ტოტალიზატორში არ გაგვათამაშეს (ჯგუფურში მაინც).
რაღაც ადვილად "გატყდა" ისრაელის გუნდი.
06 სექტემბერი 2017 10:19
7
ევროპაზე ჩვენ როგორც ყოველთვის ყველაზე მოკლე სკამიგვაქვს და ზედიზედ მიყოლებულ თამაშებზე შანსი არ გვაქვს. მითუმეტეს 17 საათში იტალიას რომ ეთამაშები. სანიკიძე და ბურჯანაძე რომ ყოფილიყვნენ მერწმუნეთ ეხლა 1 ან მე 2 ადგილზე ვიქნებოდით ჯგუფში.
ფაქტია
06 სექტემბერი 2017 10:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული