ისრაელის იმედად - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე B ჯგუფში ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და ანგარიშით 69:71 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელებს პირველ პერიოდში თამაში აშკარად არ წაუვიდათ. ზუროსის შეგირდებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, ხოლო იტალიელებს ბელინელიმ ულიდერა და საბოლოოდ მეტოქემ პირველი პერიოდი 27:10 მოიგო.

რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და სხვაობა საგრძნობლად შეამცირა. მეორე პერიოდი საქართველომ 20:11 მოიგო.

საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 30:38 წააგო.

მესამე პერიოდში ქართველ კალათბურთელებს ცუდი სტარტი გამოუვიდათ და იტალიელებმა უპირატესობა გაზარდეს.
მესამე პერიოდი უკვე იტალიელების გამარჯვებით ანგარიშთ 20:17 დასრულდა.

მეოთხე პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დიქსონის 3-ქულიანმა ისევ იმედი ჩაგვისახა და ანგარიში 63:65 გახდა, მაგრამ იტალიელებმა ორქულიანი ჩააგდეს. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე კი დიქსონმა კვლავ სამქულიანი ჩააგდო და პირველად დავწინდარუდით 68:67, თუმცა იტალიელები ისევ დაწინაურდნენ.

შეხვედრის ბოლო 20 წამში ჩვენს ნაკრებს გათანბრების საშუალება ჰქონდა. დიქსონმა მეორე საჯარიმო სროლა შეგნებულად გააფუჭა, ფარზეც მოვხსენით, თუმცა ბურთის ფარისკენ ვერ ვისროლეთ.

საბოლო ჩვენი ნაკრები ანგარიშით 69:71 დამარცხდა. ახლა უკვე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელზეა დამოკიდებული, რომელიც უკრაინას ჩვენი დროით 21:30 საათზე შეხვდება. თუ ისრაელი მოიგებს, უკრაინა ჯგუფში ჩარჩება და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავა.

საქართველო-იტალია 69:71
10:27, 20:11, 17:20, 22:13
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 43 /
სამწუხარო დამარცხებაა, ჩანს რომ ინდივიდუალურად ძლიერები არიან და შეთამაშება აკლიათ აშკარად, ლონდარიძე არ მომეწონა ძალიან, ტიპი ნაკრების წევრია თუ ნაკრების მასხარა? არ შეიძლება მთელი თამაში იღადაო და სხვებიც აღადავო, რაც იწვევს ფსიქოლოგიური განწყობის გადართვას მოგებიდან შაყირში და ღადავში, როგორც პირადად ასევე დანარჩენი ნაკრების წევრებისთვისაც, ბოლო წამები იყო ამ თამაშში დარჩენილი, წუთშესვენებისას იმის მაგიერ ბიჭებისთვის მოგების ბიძგი და გამხნევება მიეცა, ლაივში ჩანდა რომ სხვებთან ერთად იდგა და ღადაობდა.
tanto
06 სექტემბერი 2017 21:24
4
წაგება სასურველი არასდროსაა მაგრამ ბიჭებმა თავი არ დაზოგეს. ზუსტად ამიტომ უნა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ. იმედია ისრაელი მოიგებს საღამოს თამაშს. მადლობა ბიჭებო როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ევრობასკეტი მე და კიდევ ბევრს შედეგის მიუხედავად გვიყვარხართ და ვიღაც თუ მოგების დროს გაქებთ და პირველივე წაგებაზე ნაკრებიდან გაყრა უნდა თქვენი აპატიეთ არ იციან რა არის კალათბურთი და პირველად ან მეორედ გიყურებენ. ისწავლიან ნელ-ნელა და დაგაფასებენ
gia
06 სექტემბერი 2017 21:08
7
აუუუუ რა ცოტა დაგვაკლდა რა გული გასკდა ნერვიულობით რა ცოტა გამართლებაც ხომ შეიდზლებოდა ბოლოს მაგარი დამანდრაჟდნენ ბოლოს მარა ქართველებს საერთოდ რაშI გვაქ ბედი ვინ დაგვწყელვა ასე მაგის.... ჩინგიზ ყაენი და თემურ ლენგი ჩვენ არ გვყოლია და რა დავაშავეთ>;)))) რაცაა ესაა ისრაელმა უნდა ივარგოს
gio
06 სექტემბერი 2017 20:34
2
ფაჩულია ზარალია, ბოლოში კი საერთო შერმადინი ჯობია. ჰოლდენ სტროფში ქულებს სხვები აგროვებენ და მაგას მარტო ჩამშლელი ფუნქცია აქვს, რა ენაღვლება.ჩვენ კი ლიდერი გვინდა რომელიც ელემენტარული ბურთს მაინც ჩააგდებს ან თოკოსავით მაინც იბრძოლებს. მთლიანობაში არავისთან გავფარჩეგებულვართ, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი წავაგეთ უკრაინასთან და დიდი ალბათობით გამოვარდებით, ძალიან დასანანია სანიკიძის, ბურჯანაძის ტრავმების და ზაზაძე ზედმეტად აქცენტირება გამო თუ გამოვარდებით, დანარჩენებს რაც შეეძლოთ გააკეთეს


ლავრენტი პავლოვიჩ
06 სექტემბერი 2017 21:29
5
ვუსურვებ ისრაელს გამარჯვებას; მაგრამ გუნდი რომელიც 5 წუთში 2 ქულას ჩაგდებს ის სტამბულში კიარუნდა მიდიოდეს თბილისში უნდა მოდიოდეს.
ba
06 სექტემბერი 2017 21:23
7
ბრავო ბიჭებს! ყველაფრის მიუხედავად!
....
06 სექტემბერი 2017 20:51
3
რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა,თვითონ ვიქმნით წინაღობას და შემდეგ გმირულად ვიბრძვით მის გადასალახავად.ორჯერ შევძელით,სამჯერ ვერა.არ ვიცი რატომ ხდებოდა ასე,მაგრამ ფაქტია და შედეგიც სახეზეა.ხუთი თამაში აქ,და ყველა მოსამზადებელი ციკლის თამაში ასეიყო და ვერაფერი ვუშველეთ.ვუფასებ ჩვენს ბიჭებს თავდადებას და ბრძოლის უნარიანობას,მაგრამ სჯობდა ბრძოლა თავიდანვე დაეწყოთ.ახლა კი ისრაელს გაუმარჯოს.
სოსო
06 სექტემბერი 2017 20:34
0
რატომ უნდა შეიწუხის ისრაელმა თავი როცა გასვლის შანსი ჩვენვე მოვუსპეთ რა საჭირო იყო ლიტვასთან თავის გამოდება მის შემდეგ თუ ძალებს ვერ აღიდგენდნენ მოგვეხდინა კონცენტრაცია ისრაელზე უკრაინაზე და გერმანიაზე და ეხლა გასულები ვიქნებოდით
nnn
06 სექტემბერი 2017 21:32
4
მალადეც ბიჭებს ამ გადაღლილობის ფონზე როგორი თამაში მოაბრუნეს... ბოლოს კი ვფიქრობ უეჭველი ჯარიმა იყო...იმათ საყურადღებოდ ვინც ან კალათბურთი არ იცის, ან ქართველები არ უყვარს და მხოლოდ დაცინვა ქილიკია მათი საქმე: თქვენი აზრები თქვენთვის შეინახეთ და ნუ აკომენტარებთ აქ...
გიორგი
06 სექტემბერი 2017 21:16
12
სამწუხაროთ დუდამ თამაში ჩააგდო(( ცინცაძეზე და ფაჩულიაზე საერთოდ არაფერს არ ვიტყვი.
zaza
06 სექტემბერი 2017 21:09
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული