საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა.

ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელისა და უკრაინას შორის მატჩში წყდებოდა. შეხვედრა ჩვენ და სამწუხაროდ უკრაინელების გამარჯვებით ანგარიშით 88:64 დასრულდა.

შესაბამისად უკრაინამ ჩვენსავით 7 ქულა დააგროვა და ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსის წყალობით B ჯგუფში გამსვლელი მეოთხე ადგილი დაიკავა. საქართველო კი ჯგუფში მეხუთე პოზიციაზე განთავსდა. გამომდიანრე აქედან საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრები იტალიასთან 2 ქულის სხვაობით დამარცხდა.

- ისრაელის იმედად - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 46 /
მე პირადად არ ვიცნობ ისეთ გულშემატკივარს, რომელიც ნაკრების წევრებთან არ განიცდიდეს წარუმატებლობას!!!
მადლობა ბიჭებს!!!
თქვენთან ერთად განვიცდით!!!
დიდი მადლობა!
ზვიადი
07 სექტემბერი 2017 16:57
0
რა დავწერო არც ვიცი!!! ეხლა ვიმყოფები კიევში!!! აქ კაციშვილმა არც იცის, რომ ევრობასკეტია!!! ვუყურე უკრაინის თამაშს და ვერ გავიგე მოთამაშეებს უხაროდათ თუ არა!!! კომენტატორებზეც იგივე შემიძლია ვთქვა!!! ანუ მე, რომელმაც ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლების ნაწილი ნერვიულობის გამო დავკარგე ამ დღეების განმავლობაში მოჩვენებითი შედეგის მოლოდინში, ბაქი-ბუქობის ფონზე, აღმოვჩნდი გაუგებრობაში და უკრაინის ნაკრები, რომელიც პროფესიონლურად და ჩუმად აკეთებდა თავის საქმეს და მისი ფანები აღმოჩნდნენ სტამბულში!!! ის აკროპოლიის თასიც ალბათ ზედმეტი იყო ჩვენთვის!!! ყველა ქართველი გულშემატკივარის მდგომრეობა მაგრად მესმის და გამძლეობას გისურვებთ!!!
დათო
07 სექტემბერი 2017 12:55
0
ამ,ვითომ გულშემატკივრების გამო,მე მრცხვენია.გულშემატკივარი არ იყო ამ ბიჭების ღირსი.ვიცი ძალიან ბევრი,ძალიან ძლიერ გაღიზიანდება და ახლა მე დამატყდებიან თავს,მაგრამ სამწუხაროდ ეს სიმართლეა.როცა ახალ ტრავმა მოშუშებული ,უვარჯიშებელი და ნაკრებთან შეუთამაშებელი გუნდის კაპიტანი უილაჯობისაგან ჯარიმას იღებს,როცა ნაღრძობი,დასიებული კოჭით მოთამაშე ცინცაძე შეცდომას უშვებსს და გულშემატკივარი ზედ გადაუვლის,ამას სხვა შეფასებას ვერ მისცემ.მოსამზადებელ ეტაპზე ხომ ვნახეთ რა დონეზე არიან მზად რეზერვის ბიჭები,მათ უკან რომ კიდევ უარესობაა და მაინც ამ ბიჭებს დაატეხეთ მთელი რისხვა.თქვენ გულს მოგეშვათ და ახლა მათ ჰკითხეთ როგორი ასატანია ჯერ ასე დამარცხება და შემდეგ ასე უაზრო კრიტიკა.ისედაც გამწარებულ ბიჭებს, ნუგეშის ცემის მაგივრად,ყორნებივით დავესიეთ.აგერ ზაზამ კარიერის დასრულება გამოაცხადა,მას შეიძლება კიდევ ვინმემ მიჰბაძოს და ნაკრებს ხუთი კაციც აღარ დარჩეს სრულფასოვანი მოთამაშე.კარგს რომ ლანძღავ და კარგზე ცოტა უარესიც კი არ გყავს სხვა,ხომ უნდა გაუფრთხილდე იმ კარგს,მაგრამ არა,მთავარია ენა მოვიფხანოთ,ბოღმა ამოვიღოთ გულიდან,იმ კარგმა კი კეთილი ინებოს და მოითმინოს.მაშ როგორ ,შენ ხომ გულშემატკივარი ხარ,შენ ყველფრის უფლება გაქვს.რამდენმა ვეტერანმა ფეხბურთელმა დატოვა ფეხბურთი ასე გულნატკენმა,ახლა ასეთი ხალხი კალათბურთშიც გადმოვიდა და რაგბიშიც არის მცდელობები.მოაშორეთ ეს,მოაშორეთ ის.სპორტსმენი ხშირად თავის ჯანმრთელობას სწირავს ქვეყანას და როცა საპასუხოდ დაუმსახურებელ ლანძღვას იღებს,ძალიან,ძალიან ძნელი მოსათმენია.მერე გვიკვირს ხოლმე,იმას რატომ არ უნდა ჩვენ ნაკრებში თამაშიო,მე მაგისი ასე და ისეო.სწორედ მაგიტომ აღარ უნდათ და იმ ლანძღვის ადრესატებად ჩვენივე თავი უნდა ვაქციოთ,როგორც ამისი მიზეზები.მკვახედ გამომივიდა არა?შეიძლება,მაგრამ მართალს ვამბობ,რასაც ვამბობ და იქნება თქვენც დაფიქრდეთ ამაზე.ნაკრები ჩემია და მიყვარს.თქვენც ჩემები ხართ და მიყვარხართ.ვიცი,თქვენც გიყვართ ნაკრები და ნაკრების ბიჭებსაც უყვართ სამშობლო,ესე იგი თქვენ.მოყვარეს პირში უძრახეო,ეგეც ქართულია,მაგრამ მოყვარეს გული მოუკალიო აღარ არის ქართული და არც ადანიანური.მაშ ჩვენც ნუ მოვუკლავთ გულებს ჩვენ ბიჭებს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს....
თუ ჩავთვლით,რომ ზაზა 50% ით იყო მზად ტრავმის შემდეგ,ხოლო გიორგის წესით ასეთი ტრავმით არც უნდა ეთამაშა,ჩვენმა ნაკრებმა იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე შეეძლო.მათზე მეტს ასეთ სიტუაციაში ვერა ნაკრები ვერ შესძლებდა და ამიტომ მადლობა მათ კარგი თამაშისა და გმირული თავდადებსათვის.შემოდგომაზე მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და იმედია ყველა ჯანმრთლად შეხვდება მას,იმედია ზაზაც შეიცვლის აზრს და მაშინ ვნახოთ რა ბიჭები არიან უკრაინელები,იტალიელები და გერმანელები
სოსო
07 სექტემბერი 2017 11:02
2
ფაჩულიას დაანებეთ თავი ყვავ-ყორნებო!!!
ramzes
07 სექტემბერი 2017 10:52
1
ფაჩულიას დაანებეთ თავი ყვავ-ყორნებო!!!
ramzes
07 სექტემბერი 2017 10:48
1
ფაჩულიას დაანებეთ თავი ყვავ-ყორნებო!!!
ramzes
07 სექტემბერი 2017 10:36
0
იმდენი ლანძღეთ ფაჩულია ნაკრებიდან წავიდა.მალე წავლენ ცინცაძე,სანიკიძე,მარკოიშვილი. ახლა იყავით ბოისას და გამყრელიძის იმედად ან მამუკელაშვილის მამიკოს ეხვეწეთ უპესპერქტივო შვილი ნაკრებში "გამოუშვას".ფაჩულიას დონის მოთამაშეს კარგახანს ვეღარ იხილავთ ჩვენს ნაკრებში.
888
07 სექტემბერი 2017 10:04
2
მკაცრები ნუ ვიქნებით ფაჩულიას მიმართ. ნბა-ში გრძელი და დამღლელი სეზონის შემდეგ ბევრი ევროპელი კალათბურთელი თავს არიდებს ხოლმე ნაკრებში თამაშს არა იმიტომ რომ სამშობლო არ უყვართ, არამედ ფორმაში შესვლას ვეღარ ასწრებენ ხოლმე. ამერიკული სეზონის შემდეგ ფაჩულიას უნდა დაესვენა, მერე სრულფასოვანი ვარჯიში დაეწყო და სპორტულ ფორმა ახლიდან აღედგინა, დროის სიმცირის გამო ეს ვერ შეძლო და ობიექტურადაც ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ ნაკრების მწვრთნელებს ეს თავიდანვე უნდა გაეთვალისწინებინათ.
თავად ქართველი გულშემატკივრების ბრალია, რომ ჩვენივე მოლოდინები ძალიან გავბერეთ, მითები ჩვენს უძლეველობაზე ჩვენვე შევქმენით, მთელი აჟიოტაჟი ავტეხეთ და ახლა ფორმაში არმყოფ ფაჩულიას ვთხოვთ გმირობას. ასეთი რამ არ ხდება.
გურამ
07 სექტემბერი 2017 09:39
0
მე ჰიტლერი შემიყვარდა როგორც იდეოლოგი და სხვების არ ვიცი. ვწუხვარ დიდო ადოლფ რომ არ დაგაცალეს საქმის დასრულება.
................
07 სექტემბერი 2017 09:22
2
დიქსონის შენარჩუნება აუცილებელია!!!!!!!!!!!!! მადლობა ბიჭებს ასეთი თავდადებული თამაშისთვის! ცოტა მეტი იღბალი და აქ სულ სხვა კომენტარები იქნებოდა. ნუ დაგავიწყდებათ სულ შვიდი კალადბურთელით ვითამაშეთ. ლიტვასა და ისრაელთან მოგება რამხელა სიამოვნება იყო. ლიტვა ჩემპიონი გახდება! მადლობა ზაზა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
rigiti
07 სექტემბერი 2017 09:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული