თელ ავივში იპარავენ: მოტეიუნასმა 6 ათასი დოლარი დაკარგა, შრიოდერმა - 500 ევრო

AutoSharing Option
ლიტვის ნაკრების ფორვარდი დონატას მოტეიუნასი ევრობასკეტზე ყოფნისას დაზარალდა. უცნობებმა თელ ავივში ბალტიისპირელის სასტუმროს ნომერი გაძარცვეს.

"ჰიუსტონ როკეტსის" მოთამაშეს მოპარეს 6 ათასი დოლარი, საკრედიტო ბარათები და საათები. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, - დაწერა "ტვიტერზე" საკალათბურთო მიმომხილველმა დევიდ პიკმა.

მიმდინარე ევრობასკეტზე მოტეიუნასი საშუალოდ 5.5 ქულასა და 1.0 მოხსნას აგროვებს.

ეს ისრაელის დედაქალაქში ქურდობის მესამე შემთხვევაა. საქართველოსა და ისრაელის მატჩის დროს, სასტუმროს ნომრებიდან ძვირფასეულობა, საკრედიტო ბარათები და ფული მოპარეს ისრაელის ნაკრების წევრებს - ელიშაი კადირს, იოთამ ჰალპერინსა და ბარ ტიმორს. გარდა ამისა, ქურდებისგან დაზარალდა
გერმანიის ნაკრების ლიდერი დენის შრიოდერი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მისი საფულე გამქრალი იყო. მოგვიანებით, გერმანელმა საფულე იპოვნა, მაგრამ შიგნით 500 ევრო აღარ აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ა ბატონო! მომზადებულა ნაკრები ევრობასკეტისთვის! სულ სამ ქულიანებს ყრიან კალთში!
პაპუნა
00:10 07-09-2017
0

სიახლეები პოპულარული