ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტს დევიდ პიკს განუცხადა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. ეს ინფორმაცია პიკმა საკუთარი ტვიტერით გაავრცელა. აი, რა თქვა ზაზამ:

"როგორც ჩანს, ეს ჩემი ბოლო ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 13 წელი გავატარე და ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინე. ახლა ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო ფლეი-ოფში გავსულიყავით. ჩვენ გავიზარდეთ როგორც საკალათბურთო ქვეყანა, ამით ვამაყობ და ადგილს ახალგაზრდა თაობას ვუთმობ.

ისრაელს მადლობა მინდა გადავუხადო ტურნირის კარგად ორგანიზებისა და სტუმართმოყვარეობისათვის".

შეგახსენებთ, ფაჩულია კონტინენტის ოთხ პირველობაზე იყო ჩვენი ნაკრების გუნდისთავი.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩვენ უცებ მთვარეზე მოსაქმება მოგვინდა , ეგრე არაა... მადლობა ბიჭებს და კაპიტანს.... მომავალი წინაა და თანაც უკეთესი
ქართველი
10:58 07-09-2017
1
რა შეიცხადეთ ვითომ არ ჩანდა რომ ეგრე იქნებოდა? ერთადერთი ვერ გამიგია დამარცხების შემდეგ რატომ "უთმობენ ადგილს ახალგაზრდობას" ჩვენი წარმატებული სპორტსმენები? მამუკა გორგოძის არ იყოს ზაზამაც წააგო და წავედიო. ევროს წინ არ იცოდი ზაზა რომ ნაკრებიდან წახვიდოდი? გეთქვა თავშივე რომ ბოლო ტურნირიაო. ეს გაბრაზებული წასვლა ნაკრებიდან რა არის ვითომ?სპორტსმენისთვის ნაკრებზე უფრო მეტი საპატიო მისია რიმელა???წარმატებებს გისურვებ ცხივრებაში ზაზა და დიდი იმედი მაქვს მომავალში საქართველოში პოლიტიკოსად არ მოგვევლინები!
პაატა
10:25 07-09-2017
7

სიახლეები პოპულარული