ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტს დევიდ პიკს განუცხადა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს. ეს ინფორმაცია პიკმა საკუთარი ტვიტერით გაავრცელა. აი, რა თქვა ზაზამ:

"როგორც ჩანს, ეს ჩემი ბოლო ტურნირი იყო. ნაკრებში შესანიშნავი 13 წელი გავატარე და ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინე. ახლა ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო ფლეი-ოფში გავსულიყავით. ჩვენ გავიზარდეთ როგორც საკალათბურთო ქვეყანა, ამით ვამაყობ და ადგილს ახალგაზრდა თაობას ვუთმობ.

ისრაელს მადლობა მინდა გადავუხადო ტურნირის კარგად ორგანიზებისა და სტუმართმოყვარეობისათვის".

შეგახსენებთ, ფაჩულია კონტინენტის ოთხ პირველობაზე იყო ჩვენი ნაკრების გუნდისთავი.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩვენ უცებ მთვარეზე მოსაქმება მოგვინდა , ეგრე არაა... მადლობა ბიჭებს და კაპიტანს.... მომავალი წინაა და თანაც უკეთესი
ქართველი
07 სექტემბერი 2017 10:58
1
რა შეიცხადეთ ვითომ არ ჩანდა რომ ეგრე იქნებოდა? ერთადერთი ვერ გამიგია დამარცხების შემდეგ რატომ "უთმობენ ადგილს ახალგაზრდობას" ჩვენი წარმატებული სპორტსმენები? მამუკა გორგოძის არ იყოს ზაზამაც წააგო და წავედიო. ევროს წინ არ იცოდი ზაზა რომ ნაკრებიდან წახვიდოდი? გეთქვა თავშივე რომ ბოლო ტურნირიაო. ეს გაბრაზებული წასვლა ნაკრებიდან რა არის ვითომ?სპორტსმენისთვის ნაკრებზე უფრო მეტი საპატიო მისია რიმელა???წარმატებებს გისურვებ ცხივრებაში ზაზა და დიდი იმედი მაქვს მომავალში საქართველოში პოლიტიკოსად არ მოგვევლინები!
პაატა
07 სექტემბერი 2017 10:25
7
ზაზამ ჩემპიონატის დაწყებამდე თქვა, რომ ეს მისი ბოლო ჩემპიონატია, რადგან ევრო ჩემპიონატის განრიგი შეიცვალა და ის ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება და ასაკის გამო ოთხი წლის შემდეგ ჩემი თამაში შეუძლებელი იქნებაო. როცა კომენტარს ვწერთ ბატონებო ან აზრს გამოვთქვამთ, უნდა დავფიქრდეთ ეს საკითხი იცით თუ არა ისე, რომ სხვას გადასცეთ თანაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. ზაზა დიდი პატრიოტია და დიდი კალათბურთელი და დიდ წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ ცხოვრებაში,ასევე ვულოცავ ქალიშვილის შეძენას.
g
07 სექტემბერი 2017 13:43
0
ზაზამ თქვა ტურნირის დასაწყისში, რომ ეს ევრობასკეტი ჩემთვის ბოლო იქნებაო!
ზსს
07 სექტემბერი 2017 11:39
0
ყველა გამოხმაურება
მადლობა ზაზა
gizo
07 სექტემბერი 2017 10:14
0
ძალიან ცუდი...მადლობა ზაზას!
რეზო
07 სექტემბერი 2017 10:07
0
ფაჩულიას არცერთ ჩემპიონატში (ვგულისხმომ ევროპის ჩემპიონატებს) არ გამოუჩენია თავი. სვა გუნდების ნბა-ელები კი დაფრინავდნენ. მისგან მეტს ველოდით.
ნიკო
07 სექტემბერი 2017 10:03
10
ზაზა,პირველ რიგში გილოცავ ქალიშვილის დაბადებას,დაე შენისთანა სამშობლოს მოყვარული და სასახელო ქალი გაზრდილიყოს,ახლა კი შენს გადაწყვეტილებაზე.ეს დიდი შეცდომა იქნება.ევროპის ჩემპიონატი გასაგებია, ოთხი წლის შემდეგ არის,მაგრამ მსოფლიოს შესარჩევი ხომ ახლავე იწყება,გასაგებია,რომ ვერც იქ დაეხმარები გუნდს,მაგრამ ფინალურ ეტაპზე შენი გამოცდილება შეუფასებელი იქნება.გოგა ბითაძეს სულ ცოტა ორი წელი მაინც სჭირდება,რომ სრულფასოვნად ჩადგეს ნაკრებში,შერმადინი კი მარტო ვერ გაქაჩავს ამხელა დატვირთვას,თან შესაძლო ტრავმებიც იანგარიშე,აღარც ისაა პატარა ბიჭი.
გასაგებია რომ გულდაწყვეტილი და იმედ გაცრუებული ხარ,ისიც გასაგებია,რომ ზოგიერთმა შენ და ცინცაძეს ჩამოგაწმინდათ ხელი,ვაი გულშემატკივრებს ვგულისხმობ,მაგრამ შენ ხომ კაპიტანი ხარ,საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ასე პოსტის დატოვება,ნაკრებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.მით უმეტეს იმედგაცრუების ფონზე ნაკრების სხვა წევრებმაც შეიძლება მოგბაძონ და ამდენი წლის,ამდენი ოფლით ნაშენები ნაკრები,ისევ ხელახლა ასაშენებელი გაგვიხდეს.ახალგაზრდობა რომ ქუსლებზე გაბიჯებდეთ,კიდევ ჰო,მაგრამ ხომ ვიცით თქვენს უკან ჯერჯერობით სიცარიელეა.
სოსო
07 სექტემბერი 2017 10:03
0
A bijo kaci!!!! Mixvda da adga da wavida, ese tavisit ro xvdebodnen sxva qartvelebic, gansakutrebit politikosebii da puchumuchu gamgeblebic kargi iqneboda. Zazas didi madloba yvelafristvis da janmrtelobas , besnierebas vusurveb tavis ojaxtan ertad.../ imedia darchebi qartul kalatburtis samsaxurshi, qveyanas shennairi pativcemuli xalxi chirdeba, da ara iseti ekranze ro gamochndebian da egreve ro unda gadartoo
Vasili
07 სექტემბერი 2017 10:00
1
სამწუხაროა.დაიწყო თაობათა ცვლა და 2-3 წელი არავითარი დადებითი შედეგი არ დადგება.რაც შეეხება ევროპის პირველობიდან გავარდნას,ბიჭებმა არაფერი დაიშურეს იტალიასთან მოსაგებად თუმცა როდესაც სათადარიგოთა სკამი ბალასტითაა დაკომპლექტებული დიდი იმედი არც უნდა გქონდეს.მერწმუნეთ სანიკიძე და ბურჯანაძე,რომ ყოფილიყვნენ სულ სხვა შედეგი დადგებოდა.და მაინც დიდი მადლობა მწვრთენებს და მოთამაშეებს.
888
07 სექტემბერი 2017 09:50
0
არც ეხლა ჩამოსულიყო, მისი აჯობებდა.
ვინანტრებდით ქე მაინც: აი ზაზა რომ გვყოლოდა, ჩემპიონები გავხდებოდითო.
ეხლა კი რა გითხრათ.
07 სექტემბერი 2017 09:38
11
დიდი, დიდი მადლობა! დროს ვერ შეაჩერებ.
zurab
07 სექტემბერი 2017 09:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული