ილიას ზუროსი: მადლობა ბიჭებს, მადლობა ქართველ გულშემატკივარს...

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

6 სექტემბერს გამართულ B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (69:71), უკრაინამ კი ისრაელს მოუგო და შედეგად, ზუროსის გუნდი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]

"მინდა, ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ამისთვის მთავრული ასოებია საჭირო.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზეც ყველას დაანახა თავისი ხასიათი! იტალიასთან ორჯერ ვაგებდით დიდი სხვაობით, მაგრამ მაინც არ დავნებდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და უკანასკნელ წამებზე გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე მოგვყვა და თითოეული მატჩი გაალამაზა".

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
3 კაცს ეკუთვნის მადლობა შენგელიას,დიხონს და სანაძეს დანარჩენებმა ჩააგდეს ტურნირი და არანაირი სირცხვილის გრძნობაც არ აქვთ!!! ფაჩულიასზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი...... კიდევ კარგი მიხვდა რო უნდა წავიდეს......
vaxo
07 სექტემბერი 2017 12:20
21
დიდი მადლობა ბიჭებს, მწრვთნელს და გულშემტკივარებს
omari
07 სექტემბერი 2017 10:54
2
Madloba kiara wadi tavi gagvanebe.ukrainam gagvaswro aucaiderma da bodishic ki ar moixada.wadiiiiiiiiiiiiii!!!!!!!
Gia
07 სექტემბერი 2017 10:29
50
კოკოშკოვსაც ასე ვუმადლოდით და კი გააშალაშინა სლოვენიის ნაკრები. ჩვენ კალათბურთელები არ გბყოფნის, მწვრთნელის რა ბრალია.
რეზო
07 სექტემბერი 2017 12:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული