კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! - ზაზა ფაჩულიას ემოციური პოსტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ნაკრებიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან რთულია, დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთანხმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული
მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით, ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება", - დაწერა ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2017-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა და ასპარეზობა დაასრულა.

- საქართველო-იტალია 69:71 - ხასიათი ვაჩვენეთ, შედეგი - ვერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
ყველაზე გულსატკენი ტურნირი გამოდგა, ვიცოდით, რომ ბოლოჯერ ვხედავთ ალბათ ასეთ ნაკრებს, და ვეტერანი მეომრები ნამდვილად უკეთეს შედეგს იმსახურებდნენ. მომავალი თაობისთვის (თუ ასეთი იარსებებს) ეს ტურნირი კარგი გაკვეთილი უნდა გამოდგეს მრავალ ასპექტში. ზაზას მადლობა!და გუნდს მთლიანობაში. ყველაფერზე მეტი დადეს, იმისათვის, რომ მეტოქე და საკუთარი ნაკლი დაემარცხებინათ, და ვეჭვობ სხვა დიდებულ ნაკრებებ იგივე შეხლებოდათ ამათ ადგილას. პირადა ჩემთვის ეს ულამაზეს მოგონებად დარჩება. თამაშები არ მოუგიათ, მაგრამ სხვა გამარჯვება გვაზეიმეს, რომლის გარეშეც კალათბურთი ფეხბურთის გზას ადგას სერიოზული გაქანებით.
რეზო
07 სექტემბერი 2017 12:45
0
მადლობა კაპიტანო....
koba
07 სექტემბერი 2017 12:21
3
მადლობა კაპიტანო..უფალი გფარავდეს მარად..
nugo
07 სექტემბერი 2017 13:20
2
1 კვირის წინ რომ წასულიყო, გაცილებით კარგი იქნებოდა.
სამარცხვინო იყო მისი თამაში!
ILIA
07 სექტემბერი 2017 10:41
35
ზაზა უვარჯიშებელი და ახლად ტრავმამოშუსებული თამაშობდა და რაც შეეძლო ამ მომენტში,ყველაფერი გააკეთა,უფრო მეტიც კი.შენ კი შეგეძლო მისი ცამეტ წლიანი თავდადებული გარჯა დაგეფასებინა და კეთილი სიტყვით გაგეცილებინა და ეგეც არ გააკეთე.ავსა კაცსა ავი სიტყვა,ურჩევნია სულსა,გულსა.სამარცხვინო შენი და შენისთანების საქციელია,ზაზამ კი სამართლიანად უნდა იამაყოს თავისი კარიერით საქართველოს ნაკრებში.ხინჯად მხოლოდ ეს მრჩება,რომ ზაზამ ადრე გადაწყვიტა წასვლა და გოგა ბითაძის გაზრდას არ დაელოდა.მისი ხელი გოგას გაზრდას ძალიან მოაკლდება,ესეც თქვენისთანების ავი ენის დამსახურებაა.ქვეყანას ნაკრებში ნბას მოქმედი ჩემპიონი ჰყავდეს და ასე ტალახში ამოსვარო...ამას არ ვიცი რა დავარქვა.მარაზმი?არც ესაასწორი,რაღაც უფრო სხვა და საზიზღარია.არა და რამდენი ყოფილა ასეთი.
სოსო
07 სექტემბერი 2017 15:32
2
ვიმეორებ - მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ზაზა ყველაზე სუსტი იყო ჩვენ გუნდში.
შესაძლოა, ყველაზე სუსტი - მთელ ჩემპიონატშიც.
ILIA
07 სექტემბერი 2017 15:40
7
ყველა გამოხმაურება
კარგი კაცი აბა დაფიქრდით ამდენი წლებია ნაკრების თამაშებზე ჩამოდის არცერთი თამაში არ გამოტოვა წარმოიდგინეთ ამერიკიდან აქ ჩამოსვლა რამხელა გზააა და სტრესი. გახსოვთ სტეფანია ნაკრებში ჩამოსვლა რო ეზარებოდა და არც მოდიოდა. შეიძლება ზაზა დურანტი და კობი ბრაიანტი არ არის მაგრამ მე ვაფასებ ასეთ თავდადებას და პატრიოტიზმს ჩვენი ქვეყნის მიმართ .მადლობა ზაზას იმედია კიდე ბევრ სიკეთეს გაუკეთებს ქართულ კალათბურთს მომავალი თAობების გაზრდით
lasha
07 სექტემბერი 2017 16:03
2
მადლობა კაპიტანო და წარმატებები
hasheem
07 სექტემბერი 2017 15:12
2
უღრმესი მადლობა ზაზა! შენი ღვაწლი ქართული კალათბურთის აღორძინებაში ფასდაუდებელია და დარწმუნებული იყავი, რომ ქართველი გულშემატკივარი ამ ამაგს არ დაგივიწყებს. თუ ოდნავ მაინსც არის შანსი გუნდს მსოფლიოს შესარჩევშიც დაეხმარო, თუნდაც გუნდთან ერთად იყვე, არ დაგვამადლო და ბოლოჯერ გაგვახარე შენი ხილვით ნაკრების მაისურში. სამაგალითო ქართველი ხარ!
grisha dedakimovi
07 სექტემბერი 2017 15:44
2
მადლობა ზაზა ჯიგარი ხარ ნამდვილი კაცი და უდიდესი სუპერ სპორტსმენი ვისაც არ ესმის ტავის უმადურ ტავს დააბრალოს
malxaz
07 სექტემბერი 2017 16:00
3
დინამოს თამაში მახსოვს ვერდერთან. ყველა ხვდებოდა, რომ ვერგასვლის შემტხვევაში ეს იქნებოდა საშა ჩივაძის ბოლო თამაში. გავარდნაზე არ მწყდებოდა გული. გული მწყდებოდა იმაზე, რომ ამ გენიალური ფეხბურთელის თამაშს ვერ ვნახავდი მეტჯერ! იგივე გრძნობა მქონდა გუშინ! ამ თაობამ ზაზას თავკაცობით უფრო ლამაზად წასვლა დაიმსახურა! მადლობა ზაზას და იმ ბიჭებს ვინც ამ წლების განმავლობაში სიხარული მოჰქონდათ საქართველოსთვის! იმედია ღირსეულა გააგრძელებენ ახალგაზრდები თქვენ გაკვალულ გზას!
andro
07 სექტემბერი 2017 17:51
0
სწორედ MUMU-ზე(მართლაც მუმუა)და ილიაზეა ნათქვამი:ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია.....ზაზა ჩვენო ძვირფასო და უსაყვარლესო კაპიტანო,დიდი მადლობა იმ თავდადებისათვის რაც შენ გაიღე სამშობლოსა და გულშემატკივრებისათვის.გისურვებ ჯანმრთელობასა და ოჯახურ ბედნიერებას!არასადეს დაგივიწყებთ!
888
07 სექტემბერი 2017 17:02
3

სიახლეები პოპულარული