ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, სერბეთმა იტალია 83:67 დაამარცხა. ჩვენი ჯგუფიდან აღარავინ დარჩა ევროპის პირველობაზე და ყველა ნაკრები სამშობლოსკენ გაეშურა.
პირველ მეოთხედში სერბეთმა, ორი ცდიდან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო. სამაგიეროდ სამ წამიანზე აქცენტის გაკეთებამ შედეგი გამოიღო და თვრამეტი ქულის მოგროვების საშუალება მიეცათ. იტალიამ ექვსჯერ სცადა სამ ქულიანის ჩაგდება და აქედან სამჯერ წარმატებულად. ხოლო ფართან მიახლოება ძალიან უჭირდათ და ჩვიდმეტ ქულაზე მეტს ვერ გამორჩნენ.
მეორე მეოთხედში, სერბეთმა იტალიის სამ წამიანი აიკლო და 20 ქულა მიითვალა. პლუს ამას, სერბების მთლიან თამაშში ჩაყრილი
შესვენების შემდეგ სხვა იტალია ვიხილეთ. ეტორე მესინას შეგირდები, კარგად გამოიყურებოდნენ დაცვაში და შეტევაში კვლავ იდეების ნაკლებობას განიცდიდნენ. შესაბამისად ვერც მეტოქეს აჯობეს და არც თავი დააჩაგვრინეს. მესამე მეოთხედი 15:15 დასრულდა.
მეოთხე მეოთხედში, იტალიის ყოველი მეორე მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა. გამოჩნდა ნათლად, რომ მათ არ შეეძლოთ თამაშის შემოტრიალება და ბრძოლა ნახევარფინალისთვის. სერბები კი იტალიელების შეცდომებს, მათთვის სასარგებლოდ იყენებდნენ და სამ წამიანს მეტოქეს არ უთმობდნენ. საბოლოოდ გამარჯვება საუკეთესოს დარჩა და სერბეთი ნახევარფინალში რუსეთს შეხვდება.
სერბეთის ნაკრებში 22 ქულით ბოგდანოვიჩი გამოირჩა. იტალიაში საუკეთესო 18 ქულით ბელინელი იყო.
იტალია - სერბეთი 67:83 (17:18, 16:26, 15:15, 19:24)